Quantum AI

Quantum AI კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი

კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი შექმნილია საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე, როგორც ინოვაციური ჰაბი, რომელიც აერთიანებს კვლევასა და განათლებას. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის შესწავლას, განვითარებასა და პოპულარიზაციას საქართველოში.

ცენტრის მთავარი ამოცანებია:

▶️კვლევა: ინოვაციური და ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელება კვანტური გამოთვლებისა და AI-ის სფეროში, რათა ხელი შეეწყოს ახალი იდეებისა და ალგორითმების შექმნას.

▶️განათლება: სტუდენტებისთვის და პროფესიონალებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და გამოიყენონ ეს ცოდნა პრაქტიკულ და სამეცნიერო კვლევებში.

▶️თანამშრომლობა: ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას და კვლევითი პროექტების გლობალურ დონეზე განვითარებას.

▶️ინოვაცია: ახალი ტექნოლოგიებისა და ალგორითმების კვლევა, რაც ხელს შეუწყობს კვანტური და AI გადაწყვეტილებების დანერგვას სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის ფინანსებში, ჯანდაცვაში, ენერგეტიკაში და სხვა სფეროებში.

ცენტრი ასევე განიხილავს სტარტაპების მხარდაჭერას და ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციალიზაციის შესაძლებლობებს, რაც საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

🇬🇪 კვანტური გამოთვლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიIBM-ისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა წარმოადგინეს ექსპერი...
02/09/2026

🇬🇪 კვანტური გამოთვლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი

IBM-ისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა წარმოადგინეს ექსპერიმენტი, რომელშიც კვანტურმა კომპიუტერმა დაახლოებით 15 წუთში შეასრულა გამოთვლა, რომლის პრაქტიკულად გამეორებაც წამყვანი კლასიკური მეთოდებით უკიდურესად რთულია.

🔹 გამოყენებული იყო 70 ლოგიკური კუბიტი
🔹 ლოგიკური შეცდომების დონე დაახლოებით 10-ჯერ შემცირდა
🔹 მკვლევრებმა შეძლეს მიღებული შედეგის სანდოობის სტატისტიკური შეფასებაც

ეს შედეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო დიდი, სტაბილური და სანდო კვანტური კომპიუტერების შექმნისკენ.

კვანტური უპირატესობა თანდათან რეალურ გამოთვლით შესაძლებლობად იქცევა.



🇬🇧 Another important step forward in quantum computing

Researchers from IBM and the University of Chicago have demonstrated a quantum computation completed in about 15 minutes, while reproducing the same task with leading classical methods would be practically extremely difficult.

🔹 The experiment used 70 logical qubits
🔹 Logical error rates were reduced by about 10 times
🔹 Researchers were also able to statistically evaluate the reliability of the result

The achievement marks an important step toward building larger, more stable, and more trustworthy quantum computers.

Quantum advantage is gradually becoming a real computational capability.



IBM. "IBM quantum computer solves classically intractable problem in 15 minutes." ScienceDaily. ScienceDaily, 30 August 2026. .

🇬🇪 Technovation Girls Georgia 2026 ბაკურიანში2026 წლის 21–25 აგვისტოს, ბაკურიანში გაიმართა Technovation Girls Georgia 20...
29/08/2026

🇬🇪 Technovation Girls Georgia 2026 ბაკურიანში

2026 წლის 21–25 აგვისტოს, ბაკურიანში გაიმართა Technovation Girls Georgia 2026, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული უფროსკლასელი გოგონების გუნდები მონაწილეობდნენ.

ბანაკის ორგანიზატორი იყო პროფესორი ნანა დიხამინჯია. რამდენიმე დღის განმავლობაში მონაწილეები დაესწრნენ ლექციებსა და პრაქტიკულ ვორკშოფებს ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინის, კვანტური ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების, მეწარმეობისა და Arduino-ს მიმართულებით.

პროფესორმა კახაბერ თავზარაშვილმა ჩაატარა ლექციები თემებზე:
🔹 „ჭკვიანი მოწყობილობების ფიზიკა“
🔹 „ბლოკჩეინი — ტექნოლოგია ნდობისთვის“
🔹 „ხელოვნური ინტელექტი — სწავლობს, ფიქრობს და ქმნის“

ამასთანავე, კახაბერ თავზარაშვილმა პროექტის მონაწილეებს გააცნო Micro-GEAR პროექტის მიზნები და ძირითადი მიმართულებები და ესაუბრა მიკროკრედიტების სისტემაზე, როგორც თანამედროვე, მოქნილ და კომპეტენციებზე ორიენტირებულ მიდგომაზე განათლებაში, რომელიც მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების მეშვეობით კონკრეტული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებასა და აღიარებას უწყობს ხელს.

პროფესორმა ირაკლი ნოსელიძემ კი მონაწილეებს კვანტური ტელეპორტაციის საინტერესო სამყარო გააცნო.

ბანაკი გამოირჩეოდა მეგობრული, ინტერაქტიული და შემოქმედებითი გარემოთი — ახალი ცოდნით, გუნდური მუშაობით, საინტერესო დისკუსიებითა და ახალი მეგობრობით.

✨ ტექნოლოგიები, მეცნიერება, ინოვაცია და ახალგაზრდების ენერგია — სწორედ ეს ქმნიდა Technovation Girls Georgia 2026-ის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

🇬🇧 Technovation Girls Georgia 2026 in Bakuriani

From August 21 to 25, 2026, Technovation Girls Georgia 2026 was held in Bakuriani, bringing together teams of high school girls from different regions of Georgia.

The camp was organized by Professor Nana Dikhaminjia. During the program, participants attended lectures and hands-on workshops in artificial intelligence, blockchain, quantum technologies, biotechnology, entrepreneurship, and Arduino.

Professor Kakhaber Tavzarashvili delivered lectures on:
🔹 “The Physics of Smart Devices”
🔹 “Blockchain — A Technology for Trust”
🔹 “Artificial Intelligence — Learns, Thinks, and Creates”

Professor Tavzarashvili also introduced the participants to the goals and key activities of the Micro-GEAR project and discussed the micro-credentials system as a modern, flexible, and competence-based approach to education, enabling learners to develop and formally recognize specific knowledge and practical skills through short learning programs.

Professor Irakli Noselidze introduced participants to the fascinating world of quantum teleportation.

The camp offered a friendly, interactive, and creative environment filled with new knowledge, teamwork, inspiring discussions, and new friendships.

✨ Technology, science, innovation, and the energy of young people made Technovation Girls Georgia 2026 a truly memorable experience.

27 ივლისიდან 15 აგვისტომდე, კაჭრეთში ჩატარდა 🚀 STEAM ბანაკი, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე ახალგაზრ...
14/08/2026

27 ივლისიდან 15 აგვისტომდე, კაჭრეთში ჩატარდა 🚀 STEAM ბანაკი, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე ახალგაზრდა გააერთიანა. ბანაკში მონაწილეობამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს არა მხოლოდ თეორიულად გაცნობოდნენ, არამედ ექსპერიმენტების, პრაქტიკული დავალებებისა და გუნდური პროექტების საშუალებით თავადაც ჩართულიყვნენ მრავალფეროვან აქტივობებში და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ. პროექტი დაფინანსებული იყო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, ხოლო ბანაკის ორგანიზებას Rethink ინოვაციების ცენტრი უწევდა.

GITA-ს STEAM ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა კახაბერ თავზარაშვილმა, რომელმაც ისაუბრა თემაზე: „ჭკვიანი მოწყობილობების ფიზიკა — გაზომვებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე“. შეხვედრის მთავარი იდეა იყო იმის ჩვენება, რომ თანამედროვე „ჭკვიანი“ მოწყობილობების მუშაობის საფუძველში ფიზიკის კონკრეტული კანონები და გაზომვის მეთოდები დგას. მოსწავლეებმა მოისმინეს, როგორ ზომავენ თანამედროვე მოწყობილობები სხვადასხვა ფიზიკურ სიდიდეს, როგორ გარდაიქმნება ეს გაზომვები მონაცემებად და როგორ გამოიყენება მიღებული ინფორმაცია ანალიზის, პროგნოზირებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. საუბარი შეეხო ასევე ზუსტ გაზომვებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებს და დროისა და სივრცის იმ განსაკუთრებულ თვისებებს, რომლებიც დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებში პრაქტიკულად გამოიყენება.

თემამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა აქტიური კითხვებითა და საინტერესო დისკუსიით გაგრძელდა.

🎯 საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრმა, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან ...
14/08/2026

🎯 საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრმა, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან პარტნიორობით, უფროსკლასელებისთვის კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს უმასპინძლა. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ კვანტური გამოთვლების, კომუნიკაციისა და ალგორითმების საფუძვლებს - იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მომავლის ტექნოლოგიებს განსაზღვრავს.

ლექციებზე UG-ის პროფესორებმა: კახაბერ თავზარაშვილმა, ირაკლი ნოსელიძემ და ნანა დიხამინჯიამ, ასევე Apple-ის Tech Lead-მა, მიხეილ წიკლაურმა, ისაუბრეს კვანტური გამოთვლების, კვანტური კომუნიკაციის, კვანტური ალგორითმებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მომავალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს უძღვებოდნენ UC Davis-ის სტუდენტი გიორგი წიკლაური და Mountain View High School-ის მოსწავლე ალექსანდრე წიკლაური, რომლებმაც მონაწილეებისთვის IBM Qiskit-ის ვორქშოფები ჩაატარეს.

უფროსკლასელებს ქონდათ შესაძლებლობა თვითონ შეექმნათ და გამოეცადათ მარტივი კვანტური ალგორითმები, გაცნობოდნენ კვანტური პროგრამირების საფუძვლებს და ენახათ, როგორ ინაცვლებს თეორია რეალურ პროგრამულ გარემოში.

10/06/2026
01/06/2026
საქართველოს უნივერსიტეტი, კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან ერთად 30 მაისს Quantum Technologies Con...
28/05/2026

საქართველოს უნივერსიტეტი, კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან ერთად 30 მაისს Quantum Technologies Conference 2026-ს უმასპინძლებს. კონფერენცია მკვლევრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებსა და საერთაშორისო მონაწილეებს გააერთიანებს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულების — კვანტური ტექნოლოგიების გარშემო.

https://quantumai.ug.edu.ge/ka/conferences/quantum-technologies-conference-2026

5 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტმა, კვნატური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრმა უმასპინძლა MICRO-GEAR პროექ...
10/12/2025

5 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტმა, კვნატური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრმა უმასპინძლა MICRO-GEAR პროექტის ფარგლებში გამართულ ჰიბრიდულ ვორკშოპს, რომლის მთავარი მიზანი იყო მიკროკრედიტების დანერგვის პროცესის გაცნობა და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაცია ქართულ აკადემიურ სივრცეში.

ვორკშოპზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და შედეგებზე, ასევე გაეცნენ სპეციალურად შექმნილ პრაქტიკულ მიკროკრედიტებს, რომლებიც მოიცავს Python/R პროგრამირებას სამედიცინო მონაცემებისთვის, GIS ტექნოლოგიებს ტურიზმისთვის, მიკროკონტროლერების პროგრამირებას დრონებისთვის და ქსელური ინფრასტრუქტურის კურსებს.

შეხვედრამ ხელი შეუწყო სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მონაწილეებმა შეძლეს იდეებისა და საჭიროებების გაზიარება, რაც მომავალში დაეხმარება მიკროკრედიტების ეფექტიანად შემუშავებასა და სატესტო რეჟიმში დანერგვას.

MICRO-GEAR პროექტი, რომელიც ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, უკვე ქმნის მდგრად საფუძველს კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოქნილი განათლების განვითარებისთვის საქართველოში.

On December 5, the University of Georgia hosted a hybrid workshop within the MICRO-GEAR project, dedicated to raising awareness and strengthening institutional capacity for the implementation of micro-credentials across Georgian universities.

During the workshop, participants learned about the project’s goals, expected outcomes, and the importance of competence-based short learning programmes. The presenters introduced several newly developed micro-credential courses, including Python/R programming for medical data analysis, GIS applications for tourism, microcontroller programming for drones, and networking and systems administration modules.

The event created a valuable platform for cooperation among universities and educational organizations. Participants exchanged ideas, discussed institutional needs, and explored opportunities to integrate micro-credentials into their academic offerings. These discussions will contribute to the effective development and pilot implementation of flexible, skills-oriented learning pathways in Georgia.

MICRO-GEAR, funded by the European Union’s Erasmus+ programme, is laying the foundation for sustainable and modern approaches to micro-credential design, delivery, and recognition within the national higher education system.

⚛️💻2025 წლის 5-9 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორები დაესწრნენ ტუშიას უნივე...
14/05/2025

⚛️💻2025 წლის 5-9 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორები დაესწრნენ ტუშიას უნივერსიტეტის საერთაშორისო პროფესიულ კვირეულს ქალაქ ვიტერბოში, იტალიაში. ტრენინგის ფარგლებში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი გაეცნო სხვადასხვა საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და სამომავლო აკადემიურ ინიციატივებს.

🇬🇪🇮🇹კვირეულის ფარგლებში გაიმართა პროდუქტიული შეხვედრები ტუშიას უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტებთან, მათ შორის საერთაშორისო დეპარტამენტთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოსა და ტუშიას უნივერსიტეტების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა ტუშიას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი შეეხო პოტენციურ გაცვლით პროგრამებს და ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამების განვითარებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

🤝🎓საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური გამოთვლების და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა კახაბერ თავზარაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „კომპიუტერული მოდელირება თანამედროვე კვლევაში და კვანტური გამოთვლების მომავალი პერსპექტივები“. ლექციას დაესწრნენ ინჟინერიის, ბიოლოგიის, ფიზიკის მიმართულების სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები.

🇪🇺ვიზიტი განხორციელდა Erasmus+ და შოთა რუსთაველის ფონდის STEM22-192 პროექტის მხარდაჭერით





⚛️💻From May 5-9, 2025, professors from the School of Science and Technology of the University of Georgia attended the International Staff Training Week at Tusia University in Viterbo, Italy. During the training, the university’s academic staff explored various opportunities for international collaboration and future academic initiatives.
🇬🇪🇮🇹As part of the week, productive meetings were held with several departments of Tusia University, including the International Department, where the future collaboration possibilities between the University of Georgia and Tusia University were discussed. Additionally, a meeting took place with the faculty of the Science and Technology Department, focusing on potential exchange programs and the development of joint degree undergraduate programs in the fields of science and technology.

🤝🎓Prof. Kakhaber Tavzarashvili, Director of the Center for Quantum Computing and Artificial Intelligence at the University of Georgia, delivered a public lecture titled "Computational Modeling in Research and Future Perspectives in Quantum Computing." The lecture was attended by students and graduate students from engineering, biology, and physics disciplines, as well as faculty members from the Science and Technology Department.

🇪🇺The visit was carried out with the support of the Erasmus+ program and within the framework of the STEM22-192 project funded by the S***a Rustaveli National Science Foundation.

🇪🇺 ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 4-10 აპრილს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორები — კახა...
15/04/2025

🇪🇺 ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 4-10 აპრილს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორები — კახაბერ თავზარაშვილი და ირაკლი ნოსელიძე — სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საბერძნეთის 🇬🇷 ქალაქ ლარისაში, თესალიის უნივერსიტეტის (University of Thessaly) ციფრული სისტემების დეპარტამენტის მიწვევით.

⚛ 💻ვიზიტის ფარგლებში პროფესორებმა კახაბერ თავზარაშვილმა და ირაკლი ნოსელიძემ ჩაატარეს ლექციები კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის თემებზე: „კომპიუტერული მოდელირება და ხელოვნური ინტელექტი სამეცნიერო კვლევებში“ და „კვანტური ფიზიკის საფუძვლები კვანტური გამოთვლებისთვის“.

🇬🇪 🇬🇷 ასევე შედგა შეხვედრა ციფრული სისტემების დეპარტამენტის პროფესორებთან — ილიას სავასა (დეკანი) და ჯორჯია გარანთან, სადაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები თესალიის უნივერსიტეტსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლას შორის.

🤝🎓 ვიზიტი მიზნად ისახავს ცოდნის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას, ინოვაციური იდეების გაცვლას და ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს პარტნიორობას ორ უნივერსიტეტს შორის.





🇪🇺 Within the framework of the ERASMUS+ exchange program, from April 4 to 10, 2025, professors Kakhaber Tavzarashvili and Irakli Noselidze from the School of Science and Technology visited the University of Thessaly in Larissa, Greece 🇬🇷, at the invitation of the Department of Digital Systems.

⚛ 💻 During the visit, Professors Kakhaber Tavzarashvili and Irakli Noselidze delivered lectures for undergraduate students in the Computer Science program on the topics: "Computational Modeling and Artificial Intelligence in Scientific Research" and "Fundamentals of Quantum Physics for Quantum Computing."

🇬🇪 🇬🇷 Additionally, a meeting was held with Professors Savvas (Head of Faculty at University of Thessaly ) and Georgia Garani from the Department of Digital Systems, where potential future
collaborations between the Department of Digital Systems and the School of Science and Technology were discussed.

🤝🎓 This initiative aims to support the internationalization of knowledge, foster the exchange of innovative ideas, and develop joint scientific and educational projects, thereby strengthening the partnership between the two universities.

Address

77a Kostava Str
Tbilisi
0171

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Quantum AI posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Quantum AI:

Shortcuts

Share