სსიპ-აკად ივანე ჯავახიშვილის სახ. ქ. თბილისის N53 საჯარო სკოლა

სსიპ-აკად ივანე ჯავახიშვილის სახ. ქ. თბილისის N53 საჯარო სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ-აკად ივანე ჯავახიშვილის სახ. ქ. თბილისის N53 საჯარო სკოლა, Education Website, Tbilisi.

Photos from სსიპ-აკად ივანე ჯავახიშვილის სახ. ქ. თბილისის N53 საჯარო სკოლა's post 19/06/2026
19/06/2026

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.

კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.

ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.

Photos from სსიპ-აკად ივანე ჯავახიშვილის სახ. ქ. თბილისის N53 საჯარო სკოლა's post 14/06/2026

ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ 4 კლასის წარმატებით დასრულებას! დღეს თქვენ ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური გადალახეთ.
გისურვებთ, რომ ყოველთვის გქონდეთ ცოდნის მიღების სურვილი, იყოთ კეთილი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული.
წინ კიდევ ბევრი საინტერესო გზა და წარმატება გელოდებათ.

❤️მაკა აბაშიძე,ნონა ნაჭყებია,
ლია სამსონაძე❤️გისურვებთ
კიდევ მრავალი თაობის აღზრდას!

10/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

Photos from საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation's post 06/06/2026
03/06/2026

პოეზიის საღამოს გაგრძელება მოჰყვა…
2026 წლის 28 მაისს ქალბატონი
ნინო მგალობლიშვილის მე-10/4კლასისმოსწავლეებმა,
მსურველები “ვეფხისტყაოსანთან”შესახვედრად მიგვიწვიეს.
“ნაპოვნი პასუხები”დაარქვეს თავიანთ მცირე კონფერენციას,
საშური პასუხისმგებლობით იმუშავეს პოემის ტექსტზე,როგორც მხატვრულ ფენომენზე,რომელიც
ქართველთა”კეთილ ცოდნას”-სიბრძნეს საჩინოჰყოფს,სიბრძნეს,რომელიც ზოგადსაკაცობრიო კულტურის ერთი,თვალსაჩინო შემადგენელი ნაწილია.

Photos from სსიპ-აკად ივანე ჯავახიშვილის სახ. ქ. თბილისის N53 საჯარო სკოლა's post 03/06/2026

სსიპ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის
ქ.თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა
ნინო მგალობლიშვილმა
ჩაატარა საინტერესო ღონისძიება:
“ლექსთან შესახვედრად გვიხმეს დიდ-პატარა”,
პოეზიის საღამოზე,სადაც ქართულ,რუსულ,ინგლისურ,ფრანგულ და გერმანულ ენებზე წაიკითხეს ლექსები.ერთმანეთს საინტერესო,ლამაზი კითხვა-პასუხებიც შეაგებეს.
მონაწილეობდნენ მე-5,მე-6 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
მათი სალონური საღამო,რომელსაც ასე ერქვა:
“ლექსი ჩიტია…უნდა აგაფრენოს;
ცას გწიოს,სიხარულით გატიროს
და დარდიანი გაგაცინოს”მშვენიერი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

Photos from სსიპ-აკად ივანე ჯავახიშვილის სახ. ქ. თბილისის N53 საჯარო სკოლა's post 27/05/2026

25 მაისს ჩვენი სკოლის პირველკლასელებისთვის სააქტო დარბაზში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე -„ანდაზები“.
დამრიგებლის (ირმა მალანიას) ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე აქტივობა.
• მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ წაკითხულ ტექსტებს შეურჩიეს ანდაზები;
• ითამაშეს სახალისო თამაში - აგრძელებდნენ ერთმანეთისა და მასწავლებლის მიერ დაწყებულ ანდაზებს;
• წაიკითხეს თავისივე შექმნილი ანდაზები;
• გააკეთეს საინტერესო, ორიგინალური მოთხრობების პრეზენტაციები, რომლებიც ანდაზების შინაარსის მიხედვით შექმნეს.
ბავშვებმა გამოავლინეს ფანტაზიის, საკუთარი მოსაზრებების გადმოცემის, კითხვების დასმისა და დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემის უნარი.
აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნების, მეტყველების, მსჯელობისა და გაწაფული კითხვის უნარების განვითარებას.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi