30/07/2026
💛 მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ტრენინგს „მუსიკა — სხვა რაკურსით“ დაესწარით!
როდესაც ერთ სივრცეში იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვების კეთილდღეობა აერთიანებთ, ეს უკვე ცვლილების დასაწყისია.
გვჯერა, რომ განათლების ხარისხი მაშინ იზრდება, როდესაც ცოდნას ვუზიარებთ ერთმანეთს, გამოცდილებას ვცვლით და გვერდში ვუდგავართ კოლეგებს. ჩვენ ერთი დიდი პროფესიული საზოგადოება ვართ და ყველას ერთი მიზანი გვაქვს — შევუქმნათ ბავშვებს საუკეთესო ბავშვობა და საუკეთესო მომავალი. 🌱
განსაკუთრებული მადლობა "საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრს", რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ასეთ მნიშვნელოვან პროფესიულ შეხვედრებს. გვინდა, რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა ჩვენი მთავარი ძალა იქნება. 🤝
ეს მხოლოდ დასაწყისია... და გვჯერა, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. ❤
საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი • Kidsoffice საბავშვო ბაღი პინიკონი • Kindergarten Pinikoni .gobadze @ღიასახლი @საბავშვობაღილელები @საბავშვობაღიიავნანა ცეროდენების სამყარო