28/01/2022
სამართლისა და ფსიქოლოგიის სასწავლო ცენტრი,
გთავაზობთ ორ თვიან, სასწავლო კურსს თემაზე „ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელების ტაქტიკა“. კურსის ფარგლებში თქვენ შეძლებთ, პრაქტიკულ დონეზე შეისწავლოთ შემდეგი საკითხები :
1. გამოძიების დაწყების/არ დაწყების საფუძვლები
2. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები
3. დათვალიერება ( შემთხვევის ადგილის; ადგილმდებარეობის; ნივთის, საგნის, დოკუმენტის ან ინფრომაციის შემცველი სხვა ობიექტის მათ შორის ვიდეო კამერის დათვალიერება, გვამის დათვალიერება)
4. გამოკითხვა
5. გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვა
6. ჩხრეკა (პირადი ჩხრეკა; ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან; მასმედიის გამომცემლობის დედაქციაში სამეცნიერო, საგანმანათლებლო , რელიგიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სათავსოებში; )
7. ამოღება (ამოღება დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან; მასმედიის გამომცემლობის დედაქციაში სამეცნიერო, საგანმანათლებლო,რელიგიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სათავსოებში;)
8. საგამოძიებო ექსპერიმენტი
9. ამოცნობა ( პირის, ნივთის, გვამის)
10. დოკუმენტაციის ან ინფრომაციის გამოთხოვა
11. ექსპერტიზის დანიშვნა ( დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური, სამედიცინო, გენეტიკური, ჰაბიდოსკოპიური და ასშ.)
12. ნიმუშის აღება ( ოდოროლოგიური, სისხლის, დაქტილოსკოპიური, ფოტო ნიმუში და ასშ. )
13. პირის დაკავება
14. ბრალდებულად/დაზარალებულად ცნობა
15. შესაძლო მტკიცებულებების შესახებ ინფრომაციის გაცვლა და ა.შ.
• კურსის მიმდინარეობისას გექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ, იმიტირებულ რეჟიმში განახორციელეთო თითოეული მოქმედება ასევე მოახდენთ იმიტირებულ გამოძიებას ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების გათვალისწინებით.
• კურსს გაუძღვებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები.
• კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი.
• კურსი ჩატარდება კვირაში ორჯერ. საათები განისაზღვრება ჯგუფთან შეთანხმებით
დამატებითი ინფრომაციისთვის მოგვწერეთ.
გისურვებთ წარამტებებს
👆