სსიპ ქალაქ თბილისის N 59 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N 59 საჯარო სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ქალაქ თბილისის N 59 საჯარო სკოლა, Middle School, გლდანის ხევი ( გლდანულა), Tbilisi.

12/12/2025

წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო💫
⛪️სამების ტაძრის ეზოში
📆28 დეკემბერს, 17:00საათზე
💫ერთად ავუსრულოთ საახალწლო სურვილები ბავშვებს, რომლებსაც სასწაულების ჯერ კიდევ სჯერათ!🎁

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 59 საჯარო სკოლა's post 29/10/2025

28 ოქტომბერს ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები სკოლაში. გიტვირთავთ ფოტოებს სანდოობის გასაზრდელად. დეზინფიცირება ტარდება უსაფრთხოების მიზნით. 2-3 საათის შემდეგ უვნებელია.

10/06/2025

გაცნობებთ რომ, სსიპ ქალაქ თბილისის N59 საჯარო სკოლა იწყებს ინტეგრირებული პროფესიული მოდულის განხორცოელებას სექტემბრიდან, ახლა ტარდება ავტორიზაციის მოპოვებისთვის საჭირო ღონისძიებები, აუცილებელი გახდა ხედვა, მისია, ღირებებულების გადახედვა, გიზიარებთ სასკოლო საზოგადოების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს.
სკოლის მისია:
სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის პოზიტიური, განმავითარებელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. რაც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენთაგანისათვის წარმატების შანსს. შეძლებს გლობალურ სამყაროში სწრაფად ადაპტირებას, ინიციატივის გამოჩენას და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებას. შესწევს უნარი საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, დაწესებულება ორიენტირებულია შრომის ბაზრის შესაბამისი კადრების მომზადებაზე და უზრუნველყოფს ინკლუზიური, პროფესიული და თანასწორი განათლების გარემოს შექმნას, უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პროფესიული სტუდენტებისთვის.
სკოლის ხედვა :
სსიპ ქალაქ თბილისის N59 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლა აღზრდის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალ პიროვნებას, რომელსაც მისცემს საფუძვლიან განათლებას და მუდმივად ცვალებად გარემოში ექნება ადაპტაციის უნარი, რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.
სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება ხელმძღვანელობს ღირებულებებით:
 გუნდურობა
 ინოვაციურობა
 მშობელთა ჩართულობა
 პროფესიული განათლების სტუდენტთა ხელშეწყობა.

07/03/2025

ყურადღება!!!
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება.

I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025 წლის 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2025 წლის 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.

II ეტაპი - ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2025 წლის 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:

რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2025 წლის 22 მაისს დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

IV ეტაპი - ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2025 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.

19/10/2024

N59 საჯარო სკოლის ღირსეული ახალგაზრდები და ბედნიერი მე ❤ მადლობა თქვენ, თქვენს მასწავლებლებს და მშობლებს.
ვამაყობ თქვენით!

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 59 საჯარო სკოლა's post 15/09/2024

ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო მშვიდობიან საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ !
გელოდებით სიყვარულით ❤️

06/09/2024

მოგესალმებით მეგობრებო. სსიპ ქ.თბილისის 143 საჯარო სკოლა XI კლასის მოსწავლეებს გთავაზობთ რეგიტრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე- „სასტუმრო საქმე“. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.
👩‍💻პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო 2024 წლის 2 სექტემბერს და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ პორტალს - vet.emis.ge
☎️პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

22/11/2023

🔷ძველი ეროვნული სასწავლო გეგმით მკაცრად იყო ჩამოყალიბებული განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასების კომპონენტები.

შესაბამისად, მოსწავლის ნიშნები საკლასო, საშინაო და შემაჯამებელ დავალებებში იწერებოდა, რაც საბოლოოდ სემესტრულ და წლიურ ნიშანს განსაზღვრავდა. ამასთანავე, მკაცრად იყო განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა.

შეფასების განსხვავებული სისტემის არსებობა საჭიროებდა სამინისტროსთან შეთანხმებას.

🔹ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით აღარ განისაზღვრება საშინაო, საკლასო, შემაჯამებელი დავალებების სავალდებულოობა, შესაბამისად, სკოლა უფლებამოსილია საგნების მიხედვით თავად განსაზღვროს შეფასების სემესტრული თუ წლიური ნიშნის დაანგარიშების სისტემა. სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლეთა ინტერესებიდან და საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე თუ რა ფორმებს გამოიყენებს - პროექტის შეფასება, შემაჯამებელი წერები, დიაგნოსტირების ინსტრუმენტები, საკლასო სამუშაოები თუ სხვ.

აქედან გამომდინარე შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასწავლო სასკოლო გეგმაში და არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას.

🔹ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებას მხარდამჭერი ღონისძიებები მოჰყვება სამინისტროს მხრიდან.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 59 საჯარო სკოლა's post 13/07/2023

გლდანის რაიონის საკრებულოს დეპუტატის ბატონ კონსტანტინე ზარნაძის და ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის ქალბატონი ნანა ციმაკურიძის ორგანიზებით 2023 წლის 11 ივლისს გაიმართა წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს , ბავშვებს, პედაგოგებს, მშობლებს და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მედალოსნებს:
1.ლიზი ბარბაქაძე
2.გვანცა ბურდული
3.მარიამი მოსიაშვილი
4.მეგი მკალავიშვილი
5.მარიამ ჩალაძე
6.ხატია ტაბატაძე
7.ია ჯანგველაძე
8.სალომე არქანია
9.თათა გოგიაშვილი
10.მარიამ ხვედელიანი
11.ანა ბეგოიანი

05/04/2023
26/07/2022

წარმატებები

🏆 ,,თბილისის მინი ფეხბურთის საკოლო ლიგა 2022"-ს ტურნირის საუკეთესო მცველი გახდა დიმა დეკანოიძე, თბილისის 59-ე საჯარო სკოლა.

🤝 სასკოლო ლიგა თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly-ს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია Sports and Youth-ის ინიციატივით, თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation-ის, რუსთავის მერია / Rustavi City Hall-ისა და სააფთიაქო ქსელ PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი მხარდაჭერით და სპორტის მართვის ასოციაცია-Sports Management Association-ის ორგანიზებით იმართება. პროექტი ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემითა და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით https://sfl.ge/ka ხორციელდება.

👉 პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. სასკოლო ლიგის ბაზაზე შექმნილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობს.

#ნომინაცია
#საუკეთესომცველი
#სასკოლოლიგა2022
#როდესაცსპორტიცვლისსამყაროს

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


გლდანის ხევი ( გლდანულა)
Tbilisi

Opening Hours

Monday 08:30 - 18:00
Tuesday 08:30 - 18:00
Wednesday 08:30 - 18:00
Thursday 08:30 - 18:00
Friday 08:30 - 18:00