22/11/2021
ღირსეული #არჩილკონცელიძის ბევრ ღირსებაზე ვისაუბრეთ სასამართლოზე საჯაროდ შესაბამისი მტკიცებულებების თანხლებით. განხილული საკითხებიდან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ნათლად ასახავს #კონცელიძეს ინტელექტსა და ემოციურ ინტელექტს, კანონმორჩილებას და თანამშროლებისადმი დამოკიდებულებას.
პერსონალური ინფორმაცია და პირადი ცხოვრება რომ პირადია და პერსონალური მონაცემის დამუშავება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეს ღირსეული #კონცელიძესთვის არაფერს ნიშნავს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური • State Inspector’s Service
შვებულება მქონდა აღებული 2018 წლის 26-27 ნოემბერს. 28 ნოემბერი არჩევნების დღე იყო. ბანკში მოქმედი წესების თანახმად შვებულებაში ყოფნის დროს, 27 ნოემბერს ჩემთვის მისაღები და ხელმისაწვდომი ფორმით პირადი ელექტრონული ფოსტიდან გავაგზავნე შეტყობინება ღირსეულ #არჩილკონცელიძესთან შვებულების 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელებასთან დაკავშირებით. პასუხის მოწერის ღირსად არ ჩამთვალა, როგორ იკადრებდა...
შვებულების გაგრძელება არ დავუკმაყოფილეთო იმის გამოვო, რომ მიზეზი არ ეწერა შვებულების გაგრძელების მოთხოვნაშიო.
ამიტომ შვებულების გაგრძელებაში რომ დეტალურად არ იყო აღწერილი სად, ვისთან ერთად, რომელ დღეებში და რატომ - ვიყავი, ვაკეთებდი, მეძინა, ვჭამდი, ვსეირნობდი და ა.შ. არ იყო ჩამოთვლილი #კონცელიძეს რომ წერილი მისწერა შვებულების გაგრძელებაზეო, მაგიტომ არის უხეში დარღვევაო.
იმის დასადასტურებლად, რომ მე, შვებულების გაგრძელების მოთხოვნილ პერიოდში მართლა ვიყავი სადღაც, ვიღაცასთან ერთად, ვმოგზაურობდი და ა.შ. ღირსეულმა #არჩილკონცელიძემ, პირადად მისწერა სომხეთის გენერალურ დირექტორს "შენმა თანამშრომელმა ქრისტინამ დაადასტუროს, რომ ბელგიაში ჩემს თანამშრომელთან ერთად იყოვო". დაადასტურა ქრისტინამ (წარმოდგენილია მიმოწერა).
ბრავო პატივცემულო არჩილ #კონცელიძე 👏👏👏👏👏როგორ მოგივიდათ ეს იდეა თავში?! იდეების კონკურსზეა წარსადგენი. უდავოდ შედევრია 👏👏👏👏👏
ის არ იკმარა, რომ თავისი თანამშრომლის პირად ცხოვრებაში აფათურა ხელები, სომხეთის ვეტებე ბანკის თანამშრომლის პირად ცხოვრებასაც გადასწვდა...
და რა პატივცემულ არჩილ #კონცელიძე ?! რა შედეგზე გახვედით?!
იქნებ ქრისტინას საერთოდ არ უნდოდა, რომ სამსახურში ვინმეს სცოდნოდა შვებულება სად გაატარა და ვისთან ერთად? ბრავო პატივცემულო არჩილ!!! 👏👏👏
ნათლად ჩანს თქვენი ღირებულებები...
სამართლებრივი კუთხით რომ შევაფასოთ #კონცელიძის ქმედება - ჰქონდა მას უფლება ჩემი პირადი მონაცემები და პირადი ცხოვრების დეტალები სხვა ქვეყანაში ჩემი თანხმობის გარეშე გადაეცა??
ჰქონდა ღირსეულ #არჩილკონცელიძეს უფლება ის ერკვია, ვისთან ერთად და სად დავდიოდი იმ გაგრძელებული შვებულების პერიოდში, რომელზეც ინფორმაცია პირადად მას ჰქონდა მიღებული?
ჰქონდა ღირსეულ #არჩილკონცელიძეს საერთოდ უფლება თანამშრომლის პირადი ცხოვრება აკონტროლოს და ასაჯაროვოს სად, ვისთან ერთად და როდის მოგზაურობს/რას აკეთებს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა სასამართლოში წარდენილია სარჩელი, სადაც აღწერილია რომ შვებულების პერიოდში თანამშრომელი იმყოფებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. უბრალოდ დაკონკრეტებული არ არის ვისთან ერთად და რომელ ქვეყნებში.
პატივცემულო არჩილ, მე იმ თანამშრომელთა კატეგორიას არ განვეკუთვნებოდი პირადი ცხოვრების დეტალებს თქვენთან ან ბანკის რომელიმე სხვა თანამშრომლებთან რომ განვიხილავდი ან/და ვათანხმებდი. რომელ თანამშრომელში აგერიეთ?!
საზიარო პედაგოგში ხომ არა, შვებულების პერიოდშიც რომ არ გასვენებდათ და ამორალურ წერილებს გწერდათ?!
აი იმ საზიარო პედაგოგმა ტორჩინავამ "ჩამიშვა"თავისი გაგებით და კონცელიძეს უთხრა, რომ გერმანიაში და ბელგიაში ვიყავი. თანმხლები პირებიდან მხოლოდ ქრისტინასთან იდენტიფიცირება მახდინა და მოუყვა კონცელიძეს. ჩემს პირად ცხოვრებაზე იჭორავა.
არასოდეს და არსად არ მითქვამს რას აკეთებდა #კონცელიძე- #ჩხეტიანის საზიარო პედაგოგი ტორჩინავა კომისიის ხდომის შემდგომ რომ კორპორაციული ვახშამი იმართებოდა ხოლმე სტუმრებისთვის. რომ მეკითხებოდნენ სომეხი, ყაზახი და აზერბაიჯანელი კოლეგები ტორჩინავას ქცევის შემხედვარე ქართველი "ქმრებიანი ქალისთვის" მისაღები ქცევის ნორმა თუ იყო ის რასაც ტორჩინავა აკეთებდა ვახშმის დროს, ვპასუხობდი რომ ქართული გვარები "შვილზე" და "ძე" მთავრდება, და მისი გვარის იდენტიფიცირება ქართველ ეროვნებასთან შეუძლებელია.
ასე მაგალითად, თბილისში რომ 2017 წელს კომისიის სხდომა ჩატარდა, სტუმრებისთვის გამართული ვახშამი დავასრულეთ მე და მარკეტინგის თანამშრომელმა. სტუმრებთან ერთად ავტობუსში ავედით, რომელსაც ყველა მისამართების მიხედვით უნდა მივეყვანეთ საცხოვრებლამდე. მარკეტინგის თანამშრომელი ნ.ჯ. მეკითხება - ეგ რატომ არ მოდისო? საზიარო პედაგოგს გულისხმობდა, რომელიც დიღმის ტრასაზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში დარჩა 2 ყმაწვილთან ერთად. ნინო მე რატომ მეკითხებოდა, ვერ გავიგე.
ხოდა რატომ ვყვები ამას, ეს მისი პირადი ცხოვრებაა და რაც უნდა ის აკეთოს. აი ჩემს პირად ცხოვრებას რატომ იხილავდა კონცელიძესთან, ეგ ვერ მესმის, მეტი საქმე არ ჰქოდათ ჩემი მოგზაურობის დატალები არ განეხილათ და გაესაჯაროვებინათ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე?!
სასამრთლო სხდომაზე დაკითხვის დროს ტორრჩინავამ განაცხადა "ისიც კი არ ვიცოდიო, რომელ სასტუმროში იყო მივლინების დროსო, სად დადიოდა და რას აკეთებდაო, ჩემთან ერთად არ დადიოდაო". ქალო მიხედე რა შენს ცხოვრებას, რას დარდაბ სხვა სად დადის. შენ რომ კვალიფიკაციას იმაღლებ და ტექნიკას ხვეწ, მათ შორის კორპორაციული ვახშმის დროს, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მუზეუმებში, თეატრებში დავდიოდით და სხვადასხვა ქვეყნებში ვმოგზაურობდით. საქართველოში ჩამოდიოდნენ თავისი ოჯახებით და ჩემს ოჯახში ვმასპინძლობდით, მაგრამ ეს შენი ან კონცელიძის გასარჩევი არ არის!!! საკუთარ ამორალურ მიმოწერებს და ქმედებებს მიხედეთ!!!
მოკლედ, ტორჩინავას მონაყოლის საფუძველზე და საკუთარი გამოძიების შედეგად #კონცელიძემ დაადგინა, რომ 1-4 დეკემბერს ბელგიაში ვიყავი ქრისტინასთან ერთად. შვებულების გაგრძელება 5 დეკემბრის ჩათვლით მქონდა მოთხოვნილი. 5 დეკემბერს სად და ვისთან ერთად ვიყავი, ეგ ამოუცნობი დარჩა.
29-30 ნოემბერს ფრანქფურტში ვიყავი. შვებულების გაგრძელება 29 ნოემბრიდან მოვითხოვე.
29-30 ნოემბერს დაგეგმილი იყო ვეტებე ჯგუფის საკოორდინაციო კომისიის სხდომა, რომლის წევრიც ვიყავი 2015 წლიდან. კომისიის დღის წესრიგზე წევრები მუშაობას ვიწყებდით კომისიამდე 2-3 თვით ადრე. წელიწადში ორჯერ ტარდებოდა ჯგუფის რომელიმე წევრი შვილობილის ქვეყანაში. 2017 წლის ნოემბერში თბილისში ჩატარდა, 2018-ში ფრანქფურტში ტარდებოდა. აი ამ კომისიის სხდომამდე ერთი კვირით ადრე შემომითვალა ღირსეულმა #კონცელიძემ რომ მივლინეების ბრძანებას ხელს არ მოაწერდა. რატომ?! მაგის ახსნა-განმარტებას დამიწყებდა ეხლა ვიღაც დაქვემდებარებულს. სასამართლოზე განაცხადეს და შესაგებელში და ახსნა განმარტებებში დაწერეს - "კომისიის მუშაობაში რომ იღებდა მონაწილეობას, კონცელიძესგან ბოძებული ნებართვით ხდებოდაო"-ვინც იცნობს, არ გაუკვირდება ამგვარი სიბრძნე მისგან.
საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia ურიგო არ იქნებოდა კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა.
მხოლოდ კონცელიძეს შეუძლია დაწეროს თანამშრომლის განთავისუფლების ბრძანებაში "ზ" პუნქტი (უხეში დარღვევა) კომიტეტის ხდომებზე მონაწილეობის მიუღებლობა, და იგივე დარღვევა კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მიღების გამოც, რომელში მონაწილეობაც, მისივე წარმოდგენილი მტკიცებით, არ მიმიღია. უხერხულია პატივცემულო არჩილ საჯაროდ ამგვარი სიბრძნის დაფიქსირება.
მოკლედ რა მოხდა.
ბოლოს ბანკში ვიყავი 22 ნოემბერს, აი საღამოს რომ გამაცნეს ღირსეული #კონცელიძის (რომელიც საზიარო პედაგოგის "ერთადერთ იმედად" გვევლინებოდა თურმე ბანკში) დაკვეთით საიდუმლო კომისის შექმნის შესახებ. 5 საათი გაგრძელდა ე.წ. დაკითხვა. 23 ნოემბერი გიორგობა იყო, 24-25 შაბათი-კვირა, 26-27 შვებულება მქონდა. შუაში 2 დღე მივლინება უნდა მქონოდა და მერე ისევ შვებულება 6 დეკემბრამდე. სექტემბერ- ოქტომბერში დავგეგმე ჯერ კიდევ ბილეთების ყიდვიდან დაწყებული სასტუმროების წინასწარ გადახდილი თანხებით დამტავრებული.
მივლინება რომ არ დამიკმაყოფილეს გაფრენამდე ერთი კვირით ადრე მითხრეს, შვებულებას ვითხოვ 29 ნოემბრიდან, იმიტომ რომ 29-ში ვერ ჩამოვფრინდები რომ 30 გავფრინდე ისევ, მაგრამ HR პორტალზე შვებულების დადსტურების ღილაკის ნანაცვლად უარყოფას "უტყაპუნებს" ღირსეული #არჩილკონცელიძე, თან ისე, რომ "განმარტების ველში" არ უთითებს შვებულების უარყოფის მიზეზს, თავს ხომ არ შეიწუხებს ახსნა-განმარტებაზე. ეგღა აკლია თანამშრომელს აუხსნას რამე., იმას რომ თავი დავანებოთ რომ საკანონმდებლო მოთხოვნაა თანამშრომელს უთხრა რატომ არ აკმაყოფილებ შვებულებას და შესთავაზო ალტერნატიული გზები/თარიღები. დავანებოთ კანონებს თავი, კონცელიძე უზენაესია. 21-22 ნოემბერს 3-ჯერ მოვითხოვე შვებულება, სამჯერვე HR პორტალში უარყოფას დააჭირა ახსნა-განმარტების გარეშე კონცელიძემ, გაერთო ბიჭი. 22 საღამოს გამაგებინეს, რომ საიდუმლო კომისია იყო შექმნილი. გავეცი პასუხი ყველა შეკითხვას და წავედი. კომისიის დავალება იყო დაეწერათ დასკვნა, ჩემი განტავისუფლების შესახებ, რომ 29 ნოემბერს #კონცელიძეს ჰქონოდა აქციონერისთვის წარსადგენი გამამართლებელი დოკუმენტი, რატომ არ დამიკმაყოფილდა მივლინება. რომ მე ვითომდა ვარღვევდი კანონს ან/და ბანკში მოქმედ წესებს.
წავედი შვებულებაში, და დავბრუნდი 6 დეკემბერს. შუალედში ღირსეულმა კონცელიძემ კიდევ ერთი კონსპირაციული გეგმა განახორციელა. პირადი ელ. ფოსტიდან შეტყბინება რომ გავაგზავნე შვებულების გაგრძელების მოთხოვნით, თავისზე კიდევ უფრო ღირსეულ დოლიძეს შეგნებულად კორპორაციულ ელ. ფოსტაზე მოაწერინა, რომ თურმე შვებულების გაგრძელების მიზეზი არ მქონდა აღწერილი და ამიტომ არ მიკმაყოფილებდნენ შვებულებას. კორპორატიულ ელ. ფოსტაზე რომ წვდომა არ მქონდა პირადად იცოდა ღირსეულმა #კონცელიძემ, რომც არ სცოდნოდა, კორპორატიულ ელ. ფოსტიდან დაუბრუნდებოდათ ავტომატური შეტყობინება, რომ შვებულებაში ვიყავი, არ მქონდა წვდომა და აუცილებლობის შემთხვევაში დამკავშირებოდნენ როუმინგში ჩართულ ტელეფონზე, სხვა საკომუნიკაციო არხებზე, მაგ WhatsApp-ზე, რომელიც ღირსეულ #კონცელიძეს (დავურთავ მიმოწერას) და სხვა თანამშრომლებსაც, არაერთხელ გამოუყენებიათ. ის რომ პირადი ელ. ფოსტიდან გავაგზავნე შეტყობინება, იცოდნენ #ბელაცხვედიანის წერილში იკითხება.
სააპელაციო სასამართლო საპატამ განთავისუფლების ბრძანების ერთადერთ კანონიერ საფუძვლად შვებულებაში უკანონო ყოფნა დაასახელა. HR პორტალიდან შვებულეის გაგრძელება რომ არ დაგიკმაყოფილდა, რატომ არ ჩამოფრინდი 29 ნოემბერს თბილისშიო, მერე რა რომ შეტყობინება არ მოგიღიაო. რომ არ მიიღე, უნდა გეგულისხმა რომ უარი იყოვო.
რა შუაშია პატივცემულო მოსამართლეებო შვებულების მოთხოვნა და შვებულების გაგრძელების მოთხოვნა ერთმანეთთან, ან HR პორტალი, მიზეზშედეგობრივ კავშირს ხომ მაინც უნდა ხვდებოდეთ?.
ეხლა #მოსამართლე #ძლიერიძვილი სამართლებრივ საფუძვლებს იკვლევს პასუხი რომ არ დამიბრუნდა, უნდა მეგულისხმა რომ უარი იყო, თუ უნდა მეგულისხმა, რომ თანხმობა იყო.
მინდა ვენდო სასამართლოს! #სამართლიანისასამართლოსუფლება მე რატომ არ მაქვს?!
VTB Bank - ვითიბი ბანკი
ВТБ
საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia