საქართველოს ფრინველები • Birds of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ფრინველები • Birds of Georgia

საქართველოს ფრინველები • Birds of Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს ფრინველები • Birds of Georgia, Education, Tbilisi.

📚 ორნითოლოგის მიერ მომზადებული საინტერესო ამბები საქართველოს ფრინველების შესახებ 🦉

🦆 Sharing BIRD news and stories from 🇬🇪 to raise awareness among birders and nature lovers 🌎

👨🏻‍💻 managed by Nika Budagashvili: eBird reviewer for Georgia 🇬🇪

👇 ეს ფრინველი გახლავთ წითელი ძერა, იგივე ბორა (Milvus milvus) 🦅🇬🇪 საქართველოში მისი სტატუსი ბურუსითაა მოცული 🌫️📢 წითელი ...
15/09/2026

👇 ეს ფრინველი გახლავთ წითელი ძერა, იგივე ბორა (Milvus milvus) 🦅

🇬🇪 საქართველოში მისი სტატუსი ბურუსითაა მოცული 🌫️

📢 წითელი ძერა, იგივე ბორა, ძალიან ბევრ ისტორიულ ლიტერატურაშია ნახსენები, როგორც საქართველოს ორნითოფაუნის მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი წარმომადგენელი 🤔

📢 ადრე, სანამ კაცობრიობა და ტექნოლოგია წინ წავიდოდა და დიდ ლინზიანი ფოტოაპარატების დრო მოვიდოდა, ორნითოლოგები სახეობებს უბრალოდ კლავდნენ და ასე აგროვებდნენ მასალებს კვლევებისთვის და მუზეუმებისთვის. ისტორიულ ლიტერატურაში, წითელ ძერაზე დაწერილ ცნობებში ვკითხულობთ, რომ ეს სახეობაც არაერთხელ იყო საქართველოში მოპოვებული (შეგროვებული) და ინახება სხვადასხვა მუზეუმში. პირადად მე, მცდელობების მიუხედავად, სამუზეუმო კოლექციები არ მინახავს (არაა საჯარო) და შესაბამისად, სახეობის 100%-იან სიზუსტეზეც თავს ვერ დავდებ. 🫣

📢 რაც შეეხება ამ სახეობის თანამედროვე დაფიქსირებებს, სანდო ინფორმაცია ჩემს ხელთ არ არსებობდა. აწ უკვე ტექნოლოგიური უპირატესობების დამსახურებით, სახეობის მოკვლა აღარ გვჭირდება, მათ შესახებ მარტივი მონაცემების შესაგროვებლად, რაც სახეობის დადგენაში დაგვეხმარება. 📸

📢 როცა 2024 წელს, საქართველოს ფრინველების განახლებული ნუსხა გამოვაქვეყნეთ (იხ. https://www.facebook.com/birdingingeorgia/posts/pfbid02s5jTg7GatHwnCRuEuJCekemJQsYkikQmuaM4EKMzhtNicXTVwKe2LmnByFjS7HMYl), წითელი ძერას (ბორას) ფოტომტკიცებულებას ვერაფრით მივაკვლიეთ ინტერნეტ სივრცეში. რადგან სახეობა ისტორიულ ლიტერატურაში ბევრგან იყო ნახსენები, ნუსხაში დარჩა, როგორც საქართველოს ორნითოფაუნის სრულიფლებიანი წევრი, მაგრამ...
..მაგრამ დღეს ფოტომტკიცებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს 📸

✅ ეს ფოტოები კი, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ამ სახეობის პირველი ფოტოებია საქართველოში 🤩

📢 დააფიქსირეს აჭარაში, სოფელ სახალვაშოში, მტაცებელი ფრინველების ყოველწლიური მონიტორინგის დროს, Batumi Raptor Count-ის გუნდის წევრებმა 📸 მათ გაწვრთნილ თვალებს, განსხვავებული ძერა არ გამოპარვიათ 👀

📸 ფოტოების ავტორი: Lorin Trösch, 12 სექტემბერი 2026

🦉 ჭოტები (Athene noctua) საკმაოდ პატარა ზომის ბუები  არიან, მაგრამ თან  საკმაოდ კარგი მტაცებლებიც 🐁🦉 მათი ზომა სულ რაღაც...
31/08/2026

🦉 ჭოტები (Athene noctua) საკმაოდ პატარა ზომის ბუები არიან, მაგრამ თან საკმაოდ კარგი მტაცებლებიც 🐁

🦉 მათი ზომა სულ რაღაც 21–23 სმ-ია, თუმცა მათ შეუძლიათ ინადირონ ისეთ მსხვერპლზე, როგორიცაა მწერები, პატარა ძუძუმწოვრები, ბაყაყები და პატარა ფრინველებიც კი 🐦

🦉 ჭოტებს აქვთ ე.წ. „წარბები“, ანუ თვალების ზემოთ არსებული ღია ფერის ზოლი, რაც მათ საოცრად საყვარელ, ოდნავ გაბუტულ გამომეტყველებას აძლევს 🫩

🧠 ბუების ბევრ სხვა სახეობისგან განსხვავებით, ჭოტები ხშირად ცხოვრობენ ფერმების, სოფლების, პარკებისა და ბაღების მიმდებარედ და არა ღრმა ტყეებში და არც ადამიანების ეშინიათ ისე, როგორც მათ მონათესავე სხვა ბუებს 😨

🌞 მათ მკაცრად ღამის ცხოვრების ნირი არ გააჩნიათ 🌜 ხშირად შეგიძლიათ შეამჩნიოთ (როგორც მე შევამჩნიე) დღისით ნადირობისას, ან მზეს მიფიცხებულები, განსაკუთრებით განთიადსა და შებინდებისას 🌅

🦉 ჭოტს სიბრძნესთან უძველესი ისტორიული კავშირი გააჩნია 🏛 მისი სამეცნიერო სახელწოდება, Athene noctua, დაკავშირებულია ათენასთან, ძველი ბერძნული სიბრძნის ქალღმერთთან, ანუ ჭოტი სწორედ ათენასთან და თავად სიბრძნესთან ასოცირდებოდა 🦉

👋 მოგესალმებით მეგობრებო,🦉 ინსტაგრამზე გავაკეთე გვერდი, სადაც ჩემს გადაღებულ და შვიდი წლის ნაგროვებ ფრინველების ფოტოებს ...
22/08/2026

👋 მოგესალმებით მეგობრებო,

🦉 ინსტაგრამზე გავაკეთე გვერდი, სადაც ჩემს გადაღებულ და შვიდი წლის ნაგროვებ ფრინველების ფოტოებს მოვუყრი თავს 👀 თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ 👉https://www.instagram.com/wildbynika/ 👈

🦉 ეს ფრინველი კი ბუხრინწაა (Tyto alba) - ბუ გულის ფორმის სახით. სახის ეს გამორჩეული დისკო ხმას ყურებისკენ მიმართავს, რაც მათ განსაკუთრებულად წარმატებულ მონადირეებად აქცევს 👀

👂 ბუხრინწებს ნადირობა თითქმის სრულად სმენის დახმარებით შეუძლიათ 🤫 ისინი საოცრად ჩუმად დაფრინავენ. მათ ფრთების ბუმბულებს სპეციალური, ფოჩისებრი კიდეები და ხავერდოვანი ზედაპირი აქვს, რაც ამცირებს ჰაერის ტურბულენტობასა და ხმაურს და ბუს საშუალებას აძლევს, ნადავლს თითქმის სრულიად უხმაუროდ მიუახლოვდეს.

🌙 ისინი მთლად ღამის ფრინველები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ღამით ნადირობენ, ბუხრინწები აქტიურები შეიძლება იყვნენ განთიადსა და შებინდებისასაც, ზოგჯერ კი დღისითაც.

🐭 ნადავლს მთლიანად ყლაპავენ. ბეწვი, ძვლები და სხვა მოუნელებელი მასალა გუნდებად იკვრება და მოგვიანებით ბუ მათ ამოანთხევს. მეცნიერებს შეუძლიათ ამ გუნდების გამოკვლევა და იმის დადგენა, თუ რით იკვებებოდა ბუ.

🏚️ ბუხრინწები საბუდრად ირჩევენ ბეღლებს, ეკლესიის კოშკებს, ფუღუროიან ხეებს, კლდეებსა და სხვა, ძირითადად მიტოვებულ ნაგებობებს, რომლებიც მათ საფრთხისგან დაცულად აგრძნობინებთ თავს.

🐣 ბუხრინწას კვერცხები შეიძლება სხვადასხვა დროს გამოიჩეკოს. ამის მიზეზია ის, რომ დედალმა ბუმ შესაძლოა ყველა კვერცხის დადებამდე დაიწყოს ინკუბაცია, ამიტომ ერთ ბუდეში მყოფი ბარტყები შეიძლება შესამჩნევად განსხვავდებოდნენ ზომით.

🌍 ბუხრინწებს უზარმაზარი გეოგრაფიული არეალი გააჩნიათ და ისინი ყველა კონტინენტზე ბინადრობენ, ანტარქტიდის გარდა.

🦉 ეს ფოტოები კახეთში გადავიღე. კიდევ ბევრ ფერად ფრინველს ნახავთ ჩემს ახალ ინსტაგრამ გვერდზე https://www.instagram.com/wildbynika/

🇬🇪 საქართველოში პრანწიას (Vanellus sp.) ოთხი სხვადასხვა სახეობა არსებობს ⤵️👉 ამ ოთხი სახეობიდან 2 სახეობა საქართველოში ბ...
31/05/2026

🇬🇪 საქართველოში პრანწიას (Vanellus sp.) ოთხი სხვადასხვა სახეობა არსებობს ⤵️

👉 ამ ოთხი სახეობიდან 2 სახეობა საქართველოში ბუდობს, ხოლო 2 სახეობა იშვიათი შემომფრენია ✅

👉 შავმუცელა პრანწია (Vanellus spinosus) ჩვენი ქვეყნის ყველაზე იშვიათი პრანწიაა ⤵️

🇬🇪 საქართველოში, შავმუცელა პრანწიას (Vanellus spinosus) უახლესი დაფიქსირებები, რომლებიც ვიპოვე არის 2015 წლის მაისიდან და 2016 წლის მაისიდან ⤵️

👉 ერთი ინდივიდი ნახეს აჭარაში, მდინარე ჭოროხის დელტის მიმდებარედ, 2015 წელს. შემდეგი დაფიქსირება კი 2016 წელს, ჯავახეთში იყო. ორივე დაფიქსირება დოკუმენტირებულია და დადასტურებულია სახეობის ფოტოსურათებით ✅

👆 ზემოთხსენებული ორი თანამედროვე დაფიქსირების გარდა, ყველაზე ძველი ჩანაწერი, რაც შავმუცელა პრანწიას შესახებ აღმოვაჩინე, არის პუბლიკაცია ჟურნალში "Dutch Birding" (Hottola P. 1987. Bird records in Georgian SSR. Stichting Dutch Birding Association, pp. 123, Amsterdam) 👉 როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავმუცელა პრანწიას მისი აღმოჩენა ამ სახეობის პირველი დაფიქსირება იყო საქართველოში და მანამდე ეს სახეობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინაში იყო ნანახი 📑

✅ ჩემს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ზემოთხსენებული ისტორიული დაფიქსირების შემდეგ (Hottola 1987), ამ დრომდე, ამ სახეობის მხოლოდ ორი საჯაროდ დოკუმენტირებული დაფიქსირება არსებობდა ⤵️

✅ სიხარულით გიზიარებთ შავმუცელა პრანწიას მესამე, თანამედროვე და უახლეს დაფიქსირებას საქართველოდან, რომელიც ფოტოდოკუმენტირებულია ⤵

✅ იპოვეს გასულ თვეს, 2026 წლის 25 აპრილს, ბათუმთან ახლოს, მდინარე ჭოროხის დელტის მიმდებარე ტერიტორიაზე ⤵

✅ დაფიქსირებისა და ფოტოს ავტორი © Alina Druzhinina 📸

🇬🇪 ნიღბიანი ღაჟოს (Lanius nubicus) ახალი დაფიქსირება  საქართველოში და სახეობის სტატუსის მიმოხილვა ✅👉 ნიღბიანი ღაჟო (L. n...
31/05/2026

🇬🇪 ნიღბიანი ღაჟოს (Lanius nubicus) ახალი დაფიქსირება საქართველოში და სახეობის სტატუსის მიმოხილვა ✅

👉 ნიღბიანი ღაჟო (L. nubicus) სულ რამდენიმეჯერ არის დადასტურებული საქართველოში და შესაბამისად დამტკიცებული ფოტო მტკიცებულებებით ⤵️

👉 ეს, სულ რაღაც 6-7 დადასტურებული დაფიქსირებაა ✅

⤵️

1️⃣. პირველი ფოტოთი დადასტურებული დაფიქსირება (რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია) 2012 წლის 20 მაისს იყო. წყაროს მიხედვით, მათი ნიღბიანი ღაჟო მეორე დაფიქსირება იყო საქართველოსთვის, მაგრამ პირველ დაფიქსირებაზე დეტალები ვერ მოვიძიე ⤵️

2️⃣. მეორე ფოტოთი დადასტურებული დაფიქსირება, იმავე წელს, 2012 წლის 20 ოქტომბერს, ჭოროხის დელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, Batumi Raptor Count (BRC)-ის გუნდმა იპოვნა ერთი ახალგაზრდა ინდივიდი ⤵️

3️⃣. ერთი ზრდასრული ინდივიდი დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, Ecotours Georgia-ს ტურში, 2015 წლის 12 მაისს ⤵️

4️⃣. 2019 წლის 29 სექტემბერს დაფიქსირდა შემდეგი ინდივიდი, მდინარე ჭოროხის დელტას მიმდებარედ ⤵️

5️⃣. ნიღბიანი ღაჟოს შემდეგი, ფოტოთი დადასტურებული ინდივიდი დაფიქსირდა კვლავ ჭოროხის დელტას ტერიტორიაზე. ერთი ინდივიდი აღმოაჩინეს 2023 წლის 7 სექტემბერს. აღნიშნული ახალგაზრდა ინდივიდი დიდი ხნით დარჩა ჭოროხის დელტას ტერიტორიაზე და არაერთმა ადამიანმა შეძლო მისი ნახვა ⤵️

6️⃣. ნიღბიანი ღაჟოს ბოლო დაფიქსირება წელს, 2026 წლის 27 მაისს იყო. იპოვეს ერთი ინდივიდი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს ხეობაში ⤵️

✅ მპოვნელი: Colin Beale ⤵️

✅ თანდართული ფოტოების ავტორი: Giorgi Natsvlishvili

29/04/2026

ℹ️ ინვაზიური სახეობები ისეთი სახეობები არიან, რომლებიც ცალკეულ, მათთვის ახალ გარემოში, შემთხვევით ან შეგნებულად არიან შეყვანილი ან შესული. ეს სახეობები იმ გარემოში მანამდე არასოდეს გვხვდებოდნენ და შესაბამისად, საჭიროებენ ადაპტაციას, ახალი გარემოს ასათვისებლად. ინვაზიური სახეობები კონკურენციას უწევენ ადგილობრივ სახეობებს საკვებ და სხვა რესურსებში, ასევე გასამრავლებელ ადგილებში. ეს, როგორც წესი, იწვევს ადგილობრივი სახეობების პოპულაციების შევიწროებას, შემცირებას და ზოგ შემთხვევაში, სახეობების ადგილობრივ გადაშენებასაც. ინვაზიის საფრთხე განსაკუთრებით მწვავედ ზემოქმედებს ენდემურ და ვიწრო არეალის მქონე სახეობებზე.

⛔️ ახლა ასეთი შეკითხვა მაქვს, რა გეგმები აქვს საქართველოს ინვაზიურ სახეობებთან დაკავშირებით❓

ეს ვიდეო კახეთში გადაიღეს, შავი ყარყატის (Ciconia nigra) ძალიან ცნობილი ბუდეა, რომელიც დიდი კლდის სადღაც შუაში, ყველანაირად მიუდგომელ ადგილას არის. საიდან მოხვდა იქ ენოტი (Procyon lotor), რომელიც ამერიკის კონტინენტის ცხოველია?

საქართველოში აზერბაიჯანიდან მოხვდა, ვიცით, მაგრამ რა უნდა შავი ყარყატის ბუდეში, რანაირად ჩააღწია ამ რთულად ჩასაღწევ ბუდეში და რა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ორნითოფაუნას? შავ ყარყატს ახლა კვერცხები უნდა ჰქონდეს და ზედ იჯდეს, როგორც სულ რამდენიმე დღის წინ ვნახე, სულ სხვა ბუდეზე 😵‍💫

🇬🇪 საქართველოში ფრინველებზე დაკვირვების შიდა ტურიზმი თითქმის საერთოდ არაა განვითარებული. 🦉ℹ️ ამას დიდწილად განაპირობებს ...
29/04/2026

🇬🇪 საქართველოში ფრინველებზე დაკვირვების შიდა ტურიზმი თითქმის საერთოდ არაა განვითარებული. 🦉

ℹ️ ამას დიდწილად განაპირობებს ინფორმაციის ნაკლებობა აქტიური ტურიზმის ამ კონკრეტული მიმართულების შესახებ, ადგილობრივ მოსახლეობაში.

ℹ️ საქართველოს ყველა კუთხეში მოიძებნება ისეთი ადგილი, რომელიც საინტერესოა, როგორც გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აქტიური მიგრაციის პერიოდებში, ასევე ზაფხულსა და ზამთარში, საინტერესო მოზამთრე და მობუდარი ფრინველების სანახავად.

ℹ️ აქტიური ტურიზმის ამ მიმართულებით დაინტერესების საწყისი, მინიმალური ცოდნის მოძეიბა და შემეცნებაა, ზოგადად ფრინველებზე დაკვირვებაზე და შემდეგ პოტენციურ სამიზნე სახეობებზე, რისი ნახვაც ჩვენთანაა შესაძლებელი. მერე კი, თუნდაც, საკუთარი აივნიდანაა შესაძლებელი ფრინველებზე დაკვირვების დაწყება. აივნის შემდეგ, შესაძლებელია გავართულოთ ჩვენი ძიება და ქალაქის მწვანე სივრცეებში გადავინაცვლოთ, ურბანული გარემოს პარკებსა და სკვერებში, სადაც კოდალების ნახვაც კი შეიძლება. ამ უკანასკნელის ფრინველების ნახვისა და სწავლის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ გაართულოთ თქვენი სამიზნე ფრინველების სია და ქალაქგარეთ გადაინაცვლოთ, წყალჭარბი ტერიტორიებისკენ, ტბებისკენ, ჭაობებისკენ და მსგავსი ადგილებისკენ, სადაც პოტენციური საინტერესო ფრინველები იქნებიან. ამ ამბებში აქტიურად ჩართვისთვის თქვენ მხოლოდ კარგი ჭოგრიტი დაგჭირდებათ, რომელიც ფრინველებზე კომფორტულად დაკვირვებისთვისაა საჭირო. ფოტოაპარატი არაა აუცილებელი ფრინველების სილამაზის დასანახად, მაგრამ მისი ფლობა საშუალებას მოგცემთ თქვენი ფერადი მეზობლების დაფიქსირების კადრები სამახსოვროდ შეინახოთ-დააარქივოთ ან დამატებით, რამე იშვიათი ფრინველის პოვნისას, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება გქონდეთ.

ℹ️ გაზაფხულის მიგრაციის პერიოდში ყველგან რაღაც საინტერესო ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. მათი დიდი ნაწილი უბრალოდ დასასვენებლად გაჩერდება საქართველოში, თავიანთ სამიგრაციო გზაზე, საბუდარ ტერიტორიებზე მიმავალი. სხვა, ადგილობრივი, მობუდარი ფრინველები კი დაბრუნდებიან საქართველოში და ბუდობის სეზონს დაიწყებენ. ასეთი ფრინველები არიან კვირიონები (Merops apiaster), ყაპყაპები (Coracias garrulus), ოფოფები (Upupa epops) შავთავა გრატები (Emberiza melanocephala), ტარბები (Sturnus roseus), ფასკუნჯები (Neophron percnopterus) და სხვა მრავალი სახეობა, რომლებიც აფრიკის ქვეყნებში და სხვა, შედარებით თბილ ქვეყნებში იზამთრებენ, როცა შემოდგომის მიწურულს საქართველოდან დროებით მიდიან.

ℹ️ ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ფრინველების ძებნასა და მათზე დაკვირვებას ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენა გააჩნია. ეს ამბავი უფრო ხშირად ისმოდა ბოლო პანდემიის პერიოდში.

ℹ️ ფრინველებზე დაკვირვება მთლიანად დაინტერესებული ადამიანის ინიციატივაზე და სურვილზეა დამოკიდებული 🤩 შეიძინეთ მინიმალური აღჭურვილობა, გადით ბუნებაში და ყველაფერი თავისით დაიწყება. დანარჩენი, სწავლა და თვითგანვითარება ავტომატური პროცესია და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ დროს გაატარებთ ბუნებაში. ყოველი ახალი სახეობის ნახვის შემდეგ, საჭიროა მათი შესწავლა, მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოძიება, რისთვისაც არსებობს ფრინველების სარკვევი ლიტერატურა. ამ ეტაპზე, მსგავსი თემატიკის ლიტერატურა ძირითადად უცხო ენებზეა ხელმისაწვდომი, რაც ალბათ, თავისმხრივ განაპირობებს ამ მიმართულების ნაკლებპოპულარობას საქართველოში. თუ გინდათ, რომ მსგავსი ლიტერატურა გქონდეთ, მომწერეთ და გაგიზიარებთ ჩემს პატარა კოლექციას 😍

🇬🇪 საქართველოში, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, სადაც ფრინველებზე დაკვირვებაა შესაძლებელი, არის აჭარა, კერძოდ ბათუმის სიახლოვეს არსებული სოფლები. ორ სოფელში, სახალვაშოსა და შუამთაში არსებობს საერთაშორისოდ ცნობილი მტაცებელი ფრინველების მონიტორინგის სადგურები, სადაც შემოდგომაზე უამრავი დაინტერესებული ადამიანი ჩამოდის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საქართველოში მიმომფრენი მტაცებელი ფრინველების მონიტორინგში. ბათუმთან ახლოს მდებარე მდ. ჭოროხის დელტა კი ერთ-ერთი დიდი ტერიტორიაა, სადაც მწვანე საფარია შემორჩენილი და რომელ ადგილსაც, ცუდი ამინდების დროს, უამრავი მიმომფრენი ფრინველი აფარებს თავს და იღდგენს ენერგიას, მიგრაციის გასაგრძელებლად. ამ ადგილას რამოდენიმე ისეთი ფრინველია ნანახი, რომლებიც მანამდე საქართველოში არავის უნახავს - ეგვიპტური უფეხურა (Caprimulgus aegyptius), შავთავა ტოროლა (Eremopterix nigriceps), სამზოლა აფრიკული წინტალა (Charadrius tricollaris) და სხვა. მსგავს იშვიათ სახეობებს, როგორც წესი, საქართველოში ჩამოსული ეკოტურისტები პოულობენ ხოლმე. ფრინველებზე დაკვირვების შიდა ტურიზმის განვითარების პარალელურად გაიზრდება მსგავსი იშვიათი სახეობების საქართველოში პოვნის შემთხვევებიც, რაც ქართველების დიდი წვლილი იქნება ეროვნულ დონეზე, სამეცნიეროდ მნიშვნელოვანი ცოდნის შექმნაში 🤩 ესაა ჩემი დიდი სურვილი და ამ ჩემი გვერდის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაც 🤩

🤩 ერთ-ერთი "ტოპ" ყველაზე ლამაზი იხვი მოვიდა საქართველოში - გრძელკუდა იხვი, იგივე კუდმაკრატელა იხვი (Clangula hyemalis), ...
16/01/2026

🤩 ერთ-ერთი "ტოპ" ყველაზე ლამაზი იხვი მოვიდა საქართველოში - გრძელკუდა იხვი, იგივე კუდმაკრატელა იხვი (Clangula hyemalis), რომელიც ჩემი აზრით, საქართველოს იხვების ტოპ 3-ში იმსახურებს ადგილს, სილამაზით 😍

👉 გრძელკუდა იხვი, იგივე კუდმაკრატელა იხვი (Clangula hyemalis) ფართოდ გავრცელებული სახეობა არაა საქართველოში, აქ მხოლოდ ზამთარში გვხვდება და ისაც იშვიათად. კიდევ უფრო იშვიათია ჩვენი ქვეყნის შიდა წყლებში. 🧐

👉 ეს კონკრეტული ინდივიდი გუშინ იპოვა გიორგი დარჩიაშვილმა თბილისში. მადლობა მას ამ ამბის გაზიარებისთვის, რისი წყალობითაც დღეს უკვე გიორგი ნაცვლიშვილმა შეძლო ამ სილამაზის ნახვა და ფოტოგადაღაება 😍

ℹ️ გრძელკუდა იხვი (Clangula hyemalis) საშუალო ზომის ზღვის იხვია და ნამდვილი არქტიკული სახეობა. იგი მრავლდება ტუნდრისა და ტაიგის რეგიონებში, გამრავლების შემდეგ კი მიგრირებს ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ გრენლანდიის, აღმოსავლეთ აზიის ცივი და ზომიერი წყლების სანაპიროებზე, აგრეთვე დიდ ტბებზე. ინდივიდები საკვების მოსაძებნად ზღვის წარმოუდგენელ სიღრმეებზე ყვინთავენ, რომლებსაც სხვა ზღვის იხვები ვერ აღწევენ, შეუძლიათ 60 მეტრზე მეტ სიღრმეზე ჩაყვინთონ. 🤯

ℹ️ ყველაზე გამორჩეული ნიშანი, რომელიც ამ სახეობას სახელწოდებასაც აძლევს არის კუდის ორი ცენტრალური, თხელი და დაგრძელებული ბუმბული, რაც მამრი გრძელკუდა იხვისთვისაა დამახასიათებელი. ამ ფრინველის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა მისი ხმა, რომელიც საკმაოდ დიდი მანძილიდან ისმის, როგორც სახეობის გამოსაზამთრებელ სანაპიროებზე, ისე ტუნდრაში მდებარე საბუდარ ტერიტორიებზე. 🤩 👉ხმა https://xeno-canto.org/898214 👈

13/01/2026

🫶 გნოლები ჩვენი მთების კალთებიდან 🤩

🎥 ვიდეოს ავტორი: დავით შეთეკაური

📍ხევსურეთი

👉 საქართველოში მედუდუკეები (Bombycilla garrulus) ისევ გამოჩნდნენ 🤩ამჯერად ყაზბეგში დააფიქსირეს გუშინ და დღესაც 😍 ამიტომ ...
03/01/2026

👉 საქართველოში მედუდუკეები (Bombycilla garrulus) ისევ გამოჩნდნენ 🤩

ამჯერად ყაზბეგში დააფიქსირეს გუშინ და დღესაც 😍 ამიტომ ყურადღებით იყავით, სადაც ცივა და ხეზე ხილია შემორჩენილი, ყველგან შეიძლება ეს ულამაზესი ფრინველები მოფრინდნენ სტუმრად 🤩

მედუდუკე საქართველოს ზამთრის სტუმარია, მაგრამ ისეთი, რომელსაც ყოველ ზამთარს ვერ ნახავთ ჩვენთან 🪺

ისინი უკიდურესი ჩრდილოეთით ბუდობენ, მაგრამ მიმომფრენები არიან ზამთარში თავიანთ საბუდარ ტერიტორიებს ტოვებენ 📣

საინტერესო ისაა, რომ მედუდუკეები სხვა სახეობებს არ გვანან და ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილებს არ სტუმრობენ გამოსაზამთრებლად, არამედ იქით მიემართებიან, სადაც მოეხასიეთებათ 😵‍💫

მათი მიგრაცია ძირითადად სექტემბერში იწყება, როდესაც სახეობის არეალში ტემპერატურა მაქსიმალურად ეცემა 🥶 პ.ს ჩრდილოეთ ციმბირშიც ბუდობს🥶

მედუდუკეები ძალიან სოციალური ფრინველები არიან და ზამთარში საკმაოდ დიდ გუნდებსაც ქმნიან, რათა ერთმანეთს ხეებზე შემორჩენილი ხილის პოვნაში დაეხმარონ ❤️ გუნდებში ხშირად 50-დან 300 ინდივიდამდე ერთიანდება და ზოგჯერ შეიძლება ათასობით მედუდუკეც კი იყოს ერთ გუნდში 🤯

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი მედუდუკეს შესახებ არის ის, რომ ისინი გასამრავლებლად არასოდეს ბრუნდებიან იმავე ადგილას, სადაც წინა წელს იბუდეს. ზოგიერთმა მედუდუკემ, მისი ძველი საბუდარი ადგილიდან ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი შეიძლება დაიბუდოს 🤯

ფოტოს ავტორი: Boran Çilek

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ფრინველები • Birds of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category