03/02/2025
👀 თებერვალი ხშირად ჰგავს სექტემბერს, იცით რატომ?
ზამთრის არდადეგების შემდეგ, საბავშვო ბაღში დაბრუნება ზოგჯერ ისეთივე გამოწვევაა, როგორც ახალი სასწავლო წლის დასაწყისი.
ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ კვლავ ადაპტირება ბაღის რეჟიმთან – ეს კი სრულიად ნორმალურია!
💡 მშობლებს გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ დავეხმაროთ პატარებს, რომ მარტივად მიეჩვიონ გარემოს:
🟢 დაუბრუნდით რუტინას – ძილის, კვებისა და თამაშის დროები ისევ ბაღის რეჟიმს მოარგეთ.
🟢 ესაუბრეთ პოზიტიურად – შეახსენეთ, რამდენად კარგად ატარებდა დროს ბაღში, მეგობრებთან ერთად.
🟢 იყავით მოთმინებით სავსე – ადაპტაციის პროცესს დრო სჭირდება, მაგრამ სიყვარულითა და მხარდაჭერით ყველაფერი უფრო მარტივდება.
მორტის გუნდის თითოეული წევრი ზრუნავს, რომ ბაღში დაბრუნება პატარებისთვის იყოს სასიამოვნო და მხიარული! 🐥