ინკლუზიური განათლების პროგრამა/Caritas Georgia Inclusive Education Program

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ინკლუზიური განათლების პროგრამა/Caritas Georgia Inclusive Education Program

ინკლუზიური განათლების პროგრამა/Caritas Georgia Inclusive Education Program Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ინკლუზიური განათლების პროგრამა/Caritas Georgia Inclusive Education Program, Education, ნუცუბიძის მე-2 პლატო, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა, 3ა, Tbilisi.

💚 მშობლის როლი ემპათიის განვითარებაშიბავშვები ადრეული ასაკიდან ამჩნევენ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. გა...
21/09/2026

💚 მშობლის როლი ემპათიის განვითარებაში

ბავშვები ადრეული ასაკიდან ამჩნევენ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. განსხვავებული შეიძლება იყოს ადამიანის გარეგნობა, შესაძლებლობები, ინტერესები, კომუნიკაციის ფორმა, ქცევა თუ საჭიროებები.

👨‍👩‍👧‍👦 მშობლის როლი ამ საკითხში გადამწყვეტია, რადგან ბავშვები სამყაროსა და სხვების აღქმას სწორედ ოჯახში, ჩვენი ყოველდღიური ქცევებიდან და რეაქციებიდან სწავლობენ.

ემპათიის სწავლაში ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რასაც ყოველდღიურად ხედავს და განიცდის, როგორ ვსაუბრობთ სხვებზე და როგორ ვრეაგირებთ განსხვავებულობაზე.

📝 რეკომენდაციები მშობლებს:

🤝 აჩვენეთ მიმღებლობის მაგალითი

ბავშვები ბევრს სწავლობენ მშობლების ქცევაზე დაკვირვებით. ჩვენი დამოკიდებულება განსხვავებული ადამიანების მიმართ, ჩვენი სიტყვები და რეაქციები ბავშვისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია.

💬 ესაუბრეთ განსხვავებულობაზე

არ არის საჭირო ბავშვის კითხვების თავიდან არიდება ან განსხვავების დამალვა. მარტივი და ასაკისთვის შესაბამისი საუბრებით შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს გაიგოს, რომ ადამიანებს შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული შესაძლებლობები, გამოცდილებები და საჭიროებები ჰქონდეთ.

შეგვიძლია ვუთხრათ:

„შეიძლება სხვა რაღაცაში შენგან განსხვავებული იყოს, მაგრამ დაფიქრდი, შენც ხომ გაქვს ისეთი რამ, რაც სხვებისგან გამოგარჩევს?“

💭 ასწავლეთ სხვისი ემოციების დანახვა

ფრაზები, როგორიცაა „უბრალოდ თამაშობენ“ ან „ბავშვებმა არ იციან“, შეიძლება დაცინვის ნორმალიზებას შეუწყოს ხელი.

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება იგრძნოს თავი სხვა ადამიანმა კონკრეტულ სიტუაციაში. ეს ბავშვს ეხმარება, მოვლენებს მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან არ შეხედოს და სხვისი ემოციებიც გაითვალისწინოს.

🚫 არ წაახალისოთ დაცინვა და გარიყვა

თუ ბავშვი ამბობს: „მე მასთან თამაში არ მინდა, სხვანაირია“, მხოლოდ „ასე არ შეიძლება“ საკმარისი არ არის.

დაეხმარეთ ბავშვს გაიგოს, რატომ შეიძლება ეწყინოს სხვას და შესთავაზეთ ურთიერთობის ალტერნატივა:

„შეიძლება თქვენ რაღაცებში განსხვავდებოდეთ, მაგრამ შეგიძლია გაიგო, რა უყვარს და ერთად ისეთი თამაში იპოვოთ, რომელიც ორივეს მოგეწონებათ.“

🧩 წაახალისეთ ურთიერთობა და თანამშრომლობა

ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, სხვადასხვა ადამიანთან ითამაშოს, ისწავლოს და ითანამშრომლოს.

უშუალო ურთიერთობა ხშირად ეხმარება ბავშვს დაინახოს არა მხოლოდ განსხვავება, არამედ ისიც, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.

💚 როდესაც ბავშვი ყოველდღიურად ხედავს პატივისცემას, მიმღებლობასა და მხარდაჭერას, ეს დამოკიდებულება თანდათან მის ქცევაშიც აისახება.

სწორედ ასე იქმნება გარემო, სადაც განსხვავებულობა მიღებულია და თითოეულ ბავშვს აქვს შესაძლებლობა, თავი უსაფრთხოდ და მიკუთვნებულად იგრძნოს.

🌿 გარემოში, სადაც განსხვავებულობა მიღებულია:

🤗 ბავშვი უფრო თამამად ერთვება აქტივობებში
🛡️ ნაკლებია დაცინვისა და გარიყვის რისკი
🤝 ბავშვები სწავლობენ თანამშრომლობას
💛 ვითარდება ემპათია
🌱 იზრდება ერთმანეთის დახმარების კულტურა

#საქართველოსკარიტასი #ემპათია #ინკლუზიურიგანათლება #მიმღებლობა #ბავშვთაგანვითარება #მშობლები

15/09/2026

📚✨ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს. ❤️

წარმატებები ყველა მოსწავლეს, სტუდენტს, მასწავლებელსა და მშობელს! 🎓🍀
#საქართველოსკარიტასი #ახალისასწავლოწელი #განათლება #სკოლა #სტუდენტი #მასწავლებელი #მშობელი #წარმატებები

📚✨ ახალი სასწავლო წელი იწყება!სანამ ბავშვები სწავლას დაიწყებენ და აკადემიურ გამოწვევებს გაუმკლავდებიან, მათ სკოლაში ერთი...
14/09/2026

📚✨ ახალი სასწავლო წელი იწყება!

სანამ ბავშვები სწავლას დაიწყებენ და აკადემიურ გამოწვევებს გაუმკლავდებიან, მათ სკოლაში ერთი მთავარი რამ სჭირდებათ-ემოციურად უსაფრთხო გარემო💚

🏫რას ნიშნავს ემოციურად უსაფრთხო გარემო?

💡ასეთ გარემოში ბავშვმა იცის, რომ:

💬 შეუძლია დასვას კითხვა მაშინაც კი, როცა პასუხი არ იცის.
🔄 აქვს უფლება, დაუშვას შეცდომა და ხელახლა სცადოს.
🗣️ შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი განსჯისა და დაცინვის შიშის გარეშე;
🤝 შეუძლია მიიღოს უკუკავშირი შერცხვენისა და დამცირების გარეშე.

💡 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სწავლისთვის?

თუ მოსწავლეს ეშინია: ნაკლებად სვამს კითხვას, ნაკლებად რისკავს, ნაკლებად ერთვება, ნაკლებად სწავლობს.

ხოლო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ხარისხიანი ურთიერთობა ხელს უწყობს მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას და საკლასო ოთახში ქცევითი სირთულეების შემცირებას.

💛 ყოველდღიური ფრაზები, რომლებიც ნდობის საფუძველია:

✨ „ჯერ არ გამოგვივიდა. კიდევ ვცადოთ.“
✨ „შენი აზრი მნიშვნელოვანია.“
✨ „მოდი, ერთად ვიფიქროთ.“
✨ „სცადე. მე აქ ვარ, თუ დახმარება დაგჭირდება.“
✨ „ყველა განსხვავებული ტემპით სწავლობს.“
✨ „შეცდომები სწავლის ნაწილია.“

🫶 ბავშვს სწავლისა და ზრდისთვის პირველ რიგში უსაფრთხოების განცდა სჭირდება.

📚💚 წარმატებულ, მშვიდ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!

#საქართველოსკარიტასი #განათლება #ინკლუზიურიგანათლება #ემოციურიუსაფრთხოება #სკოლა #ახალისასწავლოწელი

📚 სკოლის დაწყების დღე ახლოვდება და ზურგჩანთის ჩალაგების სასიამოვნო ფუსფუსი კვლავ აქტიური ხდება. ახალი რვეულის სუნი, გათლ...
10/09/2026

📚 სკოლის დაწყების დღე ახლოვდება და ზურგჩანთის ჩალაგების სასიამოვნო ფუსფუსი კვლავ აქტიური ხდება. ახალი რვეულის სუნი, გათლილი ფერადი ფანქრები და საგულდაგულოდ მომზადებული ნივთები სექტემბრის ამ მაგიას გვახსენებს.

🏫 ჩვენი მოსწავლეებიც საგულდაგულოდ ემზადებიან მომავალი სასწავლო წლისთვის და ჩვენც ყველაფრით ვეხმარებით მათ, რომ ეს პერიოდი კიდევ უფრო ნაყოფიერი იყოს. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ასევე პარტნიორების დახმარებით, საქართველოს კარიტასმა უკვე მოახერხა, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის ზურგჩანთები და სხვა საჭირო ნივთები შეეგროვებინა, თუმცა ეს ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჩვენი მისიის ბოლომდე შესასრულებლად დამატებით სასკოლო ზურგჩანთები და საკანცელარიო ნივთები გვჭირდება და ამაში თქვენი გვერდში დგომის იმედი გვაქვს. 🫂

📍 დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, სკოლისთვის საჭირო ნივთები თბილისში, ს.ჭილაიას ქუჩაზე, N4-ში, დღის ცენტრ “ემეგობრეში” მოიტანოთ. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე - 10:00-დან 18:00 საათამდე.

ერთად ვაჩუქოთ ბავშვებს ბედნიერი სასწავლო წელი! ✨

📚 სკოლის დაწყების დღე ახლოვდება და ზურგჩანთის ჩალაგების სასიამოვნო ფუსფუსი კვლავ აქტიური ხდება. ახალი რვეულის სუნი, გათლილი ფერადი ფანქრები და საგულდაგულოდ მომზადებული ნივთები სექტემბრის ამ მაგიას გვახსენებს.

🏫 ჩვენი მოსწავლეებიც საგულდაგულოდ ემზადებიან მომავალი სასწავლო წლისთვის და ჩვენც ყველაფრით ვეხმარებით მათ, რომ ეს პერიოდი კიდევ უფრო ნაყოფიერი იყოს. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ასევე პარტნიორების დახმარებით, საქართველოს კარიტასმა უკვე მოახერხა, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის ზურგჩანთები და სხვა საჭირო ნივთები შეეგროვებინა, თუმცა ეს ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩვენი მისიის ბოლომდე შესასრულებლად დამატებით სასკოლო ზურგჩანთები და საკანცელარიო ნივთები გვჭირდება და ამაში თქვენი გვერდში დგომის იმედი გვაქვს. 🫂

📍 დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, სკოლისთვის საჭირო ნივთები თბილისში, ს.ჭილაიას ქუჩაზე, N4-ში, დღის ცენტრ “ემეგობრეში” მოიტანოთ. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე - 10:00-დან 18:00 საათამდე.
ერთად ვაჩუქოთ ბავშვებს ბედნიერი სასწავლო წელი! ✨

👶პირველი დღეები საბავშვო ბაღში-ახალი ეტაპი, ახალი გამოცდილება და ბევრი ემოცია.🌈 რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?საბავშვო ბა...
10/09/2026

👶პირველი დღეები საბავშვო ბაღში-ახალი ეტაპი, ახალი გამოცდილება და ბევრი ემოცია.

🌈 რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

საბავშვო ბაღში მისვლა ბავშვისა და მთელი ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალი გარემო, ახალი ადამიანები და განსხვავებული ყოველდღიური რუტინა ბავშვისთვის შეიძლება ერთდროულად საინტერესო და ემოციურად რთულიც იყოს.

🌈 რატომ არის მნიშვნელოვანი ბაღში სიარული?

ბაღში სიარული ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციის უნარებს. ბავშვი სწავლობს ემოციების ამოცნობასა და გამოხატვას, თანატოლებთან ურთიერთობას, თანამშრომლობასა და ყოველდღიური მოქმედებების დამოუკიდებლად შესრულებას. თამაში და შემოქმედებითი აქტივობები კი მის კოგნიტურ და შემოქმედებით განვითარებას უწყობს ხელს.

👨‍👩‍👧 რეკომენდაციები მშობლებს

🎭 ითამაშეთ როლური თამაშები: როლურ თამაშში გაითამაშეთ ბაღთან დაკავშირებული სიტუაციები. მაგალითად: დედა მიდის ბაღიდან და შემდეგ ბრუნდება. ასეთი თამაში ბავშვს ეხმარება წინასწარ გაიაზროს, რა მოხდება და უფრო მომზადებული შეხვდეს განშორებას.

😊 ისაუბრეთ ბაღზე პოზიტიურად: წინასწარ მოუყევით ბავშვს, რა საინტერესო ამბები ელის ბაღში, ახალი მეგობრები, თამაშები, ზღაპრები და სხვადასხვა აქტივობა.

⏰მოამზადეთ ბავშვი ბაღის რუტინისთვის: ბაღის დაწყებამდე ეტაპობრივად დააახლოვეთ ძილის, გაღვიძებისა და კვების რეჟიმი ბაღის ყოველდღიურობასთან.

🏫 ნელ-ნელა შეაჩვიეთ ბაღის გარემოს: თავდაპირველად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გარკვეული დრო გაატარეთ ბავშვთან ერთად ბაღში, დარჩით ბაღის მიმდებარედ, რათა მან ახალი გარემო მშვიდად გაიცნოს და იცოდეს, რომ თქვენ მის გვერდით ხართ. შემდეგ ეტაპობრივად შეამცირეთ თქვენი ჩართულობა და გაზარდეთ ბავშვის ბაღში დამოუკიდებლად გატარებული დრო.

🧘‍♀️ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა: მოსალოდნელია, რომ ბავშვის ღელვამ და ტირილმა თქვენზეც იმოქმედოს. მიუხედავად ამისა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. ბავშვები ამჩნევენ ჩვენს ემოციებს და ჩვენი სიმშვიდე მათ უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

🕐 დაეხმარეთ ბავშვს გაიგოს, როდის დაბრუნდებით: დროის ნაცვლად გამოიყენეთ ბავშვისთვის ნაცნობი მოვლენები ბაღის რუტინიდან. მაგალითად: ,,ჭამის შემდეგ მოვალ“. ეს ბავშვს დაეხმარება, თქვენი დაბრუნება მისთვის გასაგებ და პროგნოზირებად მოვლენას დაუკავშიროს.

👋 დამშვიდობება იყოს მოკლე და თანმიმდევრული: არ არის საჭირო ხანგრძლივი დამშვიდობება ან ჩუმად გაქრობა. უთხარით ბავშვს, რომ მიდიხართ და აუცილებლად დაბრუნდებით. არ მისცეთ ისეთი დაპირება, რომელსაც ვერ შეასრულებთ.

💕 მიეცით ბავშვს დრო: ყველა ბავშვი ერთნაირი სისწრაფით არ ეგუება ახალ გარემოს. ტირილი, მიჯაჭვულობა ან დროებითი ცვლილებები ქცევაში შესაძლოა ადაპტაციის ბუნებრივი ნაწილი იყოს.

💭 დაინტერესდით ბაღში მომხდარი ამბებით: დაუსვით კონკრეტული და არა ზოგადი შეკითხვები. მაგალითად:

📖 „დღეს რომელი ზღაპარი წაგიკითხეს?“

🎯 „რომელი თამაში მოგეწონა?“

😄 „რა იყო დღეს ყველაზე სახალისო?“

💛 გახსოვდეთ: ადაპტაციას დრო სჭირდება. მთავარია, ბავშვს ჰქონდეს განცდა, რომ ის უსაფრთხოდაა, მისი ემოციები მისაღებია და თქვენ ყოველთვის მის გვერდით ხართ. 🫶🌈

✨ პირველი დღეები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თანდათან ბაღი ბავშვისთვის ნაცნობ, საყვარელ და უსაფრთხო ადგილად იქცევა. 🧸🏫💛

#საქართველოსკარიტასი #საბავშვობაღი #ბაღშიადაპტაცია #ბავშვთაგანვითარება #ადრეულიგანვითარება #მშობლებისთვის #ბავშვისემოციები #სოციალურიუნარები #ოჯახი

09/09/2026

🤝 დაგვეხმარე ბავშვების სასკოლოდ მომზადებაში!
🎒 მათ სჭირდებათ ზურგჩანთები და საკანცელარიო ნივთები, რომლებიც შეგიძლიათ მოიტანოთ ქალაქ თბილისში, სერგი ჭილაიას ქუჩაზე, №4-ში, დღის ცენტრ “ემეგობრეში”. ცენტრი მუშაობს ყოველდღე - 10:00-დან 18:00 საათამდე
#დახმარება #ქველმოქმედება #სკოლა #სასკოლონივთები #საქართველოსკარიტასი

📅 2-5 სექტემბერს, გუდაურში გაიმართა „საქართველოს კარიტასის“ ინკლუზიური განათლების გაძლიერების პროგრამის თანამშრომელთა სა...
07/09/2026

📅 2-5 სექტემბერს, გუდაურში გაიმართა „საქართველოს კარიტასის“ ინკლუზიური განათლების გაძლიერების პროგრამის თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრა.

👩‍💼 სემინარს უძღვებოდა „კარიტას გერმანიის“ პოლიტიკის მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში, ანა ანისი. შეხვედრა მიზნად ისახავდა ინკლუზიური განათლებისა და ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულებით მომუშავე გუნდების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. 💡

🎯 სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები:

📊 შედეგზე ორიენტირებული ინდიკატორების შემუშავება

🔍 მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მექანიზმები

📝 ანგარიშგების პრაქტიკისა და სტანდარტების გაუმჯობესება

👥 ინტერაქციული სესიების, ჯგუფური დავალებებისა და თემატური დისკუსიების მეშვეობით, მონაწილეებმა შეისწავლეს პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მონაცემთა ეფექტიან ტრანსფორმაციას პროგრამული საქმიანობის გავლენის მტკიცებულებებად.

✨ შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მონაწილეებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას. 🤝

#კარიტასი #საქართველოსკარიტასი #კარიტასგერმანია #ინკლუზიურიგანათლება #ადრეულიჩარევა #ინსტიტუციურიგანვითარება

🎒 ახალი სასწავლო წელი იწყება! როგორ დავეხმაროთ ბავშვს ახალ ეტაპთან შეგუებაში?🔔ახალი სასწავლო წლის დაწყება მნიშვნელოვანი ...
07/09/2026

🎒 ახალი სასწავლო წელი იწყება! როგორ დავეხმაროთ ბავშვს ახალ ეტაპთან შეგუებაში?

🔔ახალი სასწავლო წლის დაწყება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. იმისათვის, რომ ეს პროცესი მშვიდი და სასიამოვნო იყოს, გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან ნაბიჯს:

🗓️ 1. შექმენით დღის რუტინა
სწავლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაიყვანეთ ბავშვი სასკოლო რეჟიმზე.

✔ ამცირებს შფოთვას: წინასწარ განსაზღვრული განრიგი ბავშვს უსაფრთხოების განცდას უქმნის.

✔ აუმჯობესებს ძილს: ძილისა და გაღვიძების ფიქსირებული დრო ამცირებს გაღიზიანებას და ამარტივებს ახალ გრაფიკთან შეგუებას.

📐 2. მოაწყვეთ სასწავლო სივრცე ბავშვთან ერთად
გამოყავით მშვიდი კუთხე, სადაც ხელისშემშლელი ფაქტორები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

✔ ზრდის მოტივაციას და ყალიბდება სწავლის ჩვევა. საკუთარი გემოვნებით მოწყობილი კუთხე ბავშვში სწავლისადმი პოზიტიურ განწყობას ქმნის.

🏫 3. გააცანით სკოლის გარემო: თუ შესაძლებელია, წინასწარ დაათვალიერეთ სკოლა, საკლასო ოთახი და ეზო. ესაუბრეთ, თუ როგორ ჩაივლის სასწავლო დღე.

✔ ამცირებს გაურკვევლობით გამოწვეულ შფოთვას და ეხმარება დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

🌱 4. ხელი შეუწყვეთ დამოუკიდებლობის განვითარებას
ასწავლეთ ასაკის შესაბამისი უნარები: ნივთების ჩანთაში ჩალაგება, დამოუკიდებლად ჩაცმა და ჰიგიენური ჩვევები.

✔ ყოველივე მატებს თავდაჯერებულობას და ამცირებს ნერვიულობას ახალ გარემოში.

🤗 5.ხელი შეუწყეთ სოციალური უნარების განვითარებას.

✔ სოციალური უნარების განვითარებისთვის აუცილებელია, სხვადსხვა გარემოში თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის სისტემატური გამოცდილება, როლური თამაშები.

💡 გახსოვდეთ: თქვენი მხარდაჭერა და სიმშვიდე ბავშვისთვის ყველაზე დიდი დასაყრდენია!

#კარიტასი #ერთადყველაფერსშევძლებთ #შეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირები #ინკლუზიურიგანათლება #ერთადსკოლაში #პოზიტიურიცვლილებები #სკოლისთვისმზადება #რჩევებიმშობლებს

#კარიტასი #ერთადყველაფერსშევძლებთ #შეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირები #ინკლუზიურიგანათლება #ერთადსკოლაში #პოზიტიურიცვლილებები #სკოლისთვისმზადება #რჩევებიმშობლებს

📅 22-24 ივლისს საქართველოს კარიტასის განათლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში კახეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე...
27/07/2026

📅 22-24 ივლისს საქართველოს კარიტასის განათლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში კახეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „მზრუნველობის წრე: მათთვის, ვინც სხვებზე ზრუნავს“.

🟥 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს №170-ე და №142-ე საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა.

🟥 მონაწილეებმა შეასრულეს არტთერაპიული და მედიტაციური სავარჯიშოები, ისაუბრეს საკუთარი ენერგიის აღდგენისა და ემოციური დაძაბულობის შემცირების პრაქტიკულ გზებზე. აქტივობებმა მონაწილეებს კიდევ ერთხელ დაანახა თვითზრუნვის მნიშვნელობა და ემოციური კეთილდღეობის როლი ყოველდღიურ საქმიანობაში.

👩‍🏫 სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული ფსიქოთერაპევტი ელა სიხარულიძე.

💚 ბავშვებზე ზრუნვა დიდ პასუხისმგებლობასა და ემოციურ რესურსს მოითხოვს. კვლევები აჩვენებს, რომ ხარისხიანი ზრუნვა პირველ რიგში თავად ზრდასრულზე ზრუნვით იწყება. სწორედ ამიტომ, ვორქშოფის მთავარი მიზანი აღმზრდელების ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერა და თვითზრუნვის პრაქტიკული მიდგომების გაზიარება იყო.

🙏 მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის, გულწრფელი გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის!

#საქართველოსკარიტასი #განათლებისგაძლიერება #თვითზრუნვა #ემოციურიკეთილდღეობა #არტთერაპია #მედიტაცია

📅 13-15 ივლისს, ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში, კახეთში გაიმართა მეოთხე სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ინკლუზიური ...
17/07/2026

📅 13-15 ივლისს, ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში, კახეთში გაიმართა მეოთხე სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ინკლუზიური განათლების განვითარება სკოლაში“.

🟥 სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები: ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი როზა ანა ფერდიგი და სკოლის შეფასების ექსპერტი ურსულა პულიერი.

🟥 შეხვედრაში მონაწილეობდნენ 8 სამიზნე სკოლის დირექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სპეციალური მასწავლებლები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იმსჯელეს ინკლუზიური სკოლის განვითარების პრაქტიკულ მიდგომებზე და ერთობლივად დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები.

🤝 მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სკოლებში ინკლუზიური განათლების გაძლიერებას, პროფესიული თანამშრომლობის განვითარებასა და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოსწავლეს აქვს ხარისხიანი განათლებისა და სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა.

🟥 საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის შეხვედრის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობის, გამოცდილების გაზიარებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

#საქართველოსკარიტასი #ინკლუზიურიგანათლება #სკოლისგანვითარება #პროფესიულიგანვითარება

Address

ნუცუბიძის მე-2 პლატო, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა, 3ა
Tbilisi
0183

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

+995322217819

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ინკლუზიური განათლების პროგრამა/Caritas Georgia Inclusive Education Program posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ინკლუზიური განათლების პროგრამა/Caritas Georgia Inclusive Education Program:

Shortcuts

Share

Category