Donors.edu.ge

Donors.edu.ge

Share

Donors.edu.ge არის საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებელი ონლაინ პლატფორმა.

Donors.edu.ge ხელს უწყობს მასწავლებლებს, თანამედროვე და გაუმჯობესებული საგანმანათლებლო პრაქტიკა, რესურსები და ინვენტარი გაუზიარონ მოსწავლეებს.
საჯარო სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, შესაძლებლობა აქვთ მათი მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით შექმნან პროექტები, ხოლო დონორებმა დააფინანსონ მათთვის სასურველი პროექტი ნებისმიერი თანხით.

11/05/2024

donors.ge-ს სახელით, იმ ადამიანების სახელით ვისაც განათლების ძალის და ამ ქვეყნის პოტენციალის გვჯერა, გვინდა ჩვენც გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და მოგიწოდოთ ყველას, არ დავუშვათ ადამიანის უფლებების დარღვევა ამ ქვეყანაში!

განათლება ძალაა! ძალა ერთობაშია!

28/02/2024

საქართველოში განათლების სექტორში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასია.

მადლობა მასწავლებლებს თავდადებული შრომისთვის მიუხედავად მათი საქმის არასათანადოდ დაფასებისა!

🟣 ინფოგრაფიკაზე ასახულია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი📊📈📉
2023 წლის III კვარტალი 👩💼👨💼
თუ გსურთ გაიგოთ:
✅დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი
☑️სამეწარმეო სფერო ☑️არასამეწარმეო სფერო
☑️ქალი 👠 კაცი 👞
✅ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი
✅ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი
✔და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ 👇

Photos from Donors.edu.ge's post 16/10/2023

🔈 მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების ერთ-ერთ მთავარ ასპექტს, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი წარმოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, ქალაქ წყალტუბოს №2 საჯარო სკოლას, დონორების დახმარებით, აუდიო დინამიკები და პროექტორი გადავეცით.
ℹ პროექტი: bit.ly/3QkxKIE
📄 შესყიდვის დოკუმენტები: bit.ly/3M32KKT

Photos from Donors.edu.ge's post 05/09/2023

🔬 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა, ახალ სასწავლო წელს მიკროსკოპით შეხვდება. აღნიშნული ინვენტარი უფრო მრავალფეროვანს გახდის ბიოლოგიის სწავლებას და გაზრდის მოსწავლეების საგნით დაინტერესებას.
⭕️ პროექტი განხორციელდა 4GB Festival-ის ფინანსური მხარდაჭერით.
🔗 პროექტი: bit.ly/44EL8vn
ℹ შესყიდვის დოკუმენტები: bit.ly/3Z60yr7

Photos from Donors.edu.ge's post 25/07/2023

🎲 წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლას მრავალფეროვანი განმავითარებელი თამაშები გადავეცით. აღნიშნული რესურსებით სსსმ მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ინტეგრირებულები თანატოლებთან. სამაგიდო თამაშების მეშვეობით ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე და მთლიან ჯგუფებში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური და კონსტრუქციული აქტივობები.
⭕️ პროექტი განხორციელდა 4GB Festival-ის ფინანსური მხარდაჭერით.
🔗 პროექტი: https://bit.ly/476JO6I
ℹ შესყიდვის დოკუმენტები: https://bit.ly/3q29Veu

Photos from Donors.edu.ge's post 18/07/2023

📖 არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისათვის სახელმწიფო ენის სწავლება დიდი გამოწვევაა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლისთვის საჩუქრად გადაცემული საგანმანათლებლო რესურსებით ჩამოყალიბდება ქართული ენის კლუბი, სადაც მოეწყობა ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებები. ასევე, მსგავსი აქტოვობები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, გაიცნონ და დაუმეგობრდნენ ქართველ თანატოლებს.
⭕️ პროექტი განხორციელდა 4GB Festival-ის ფინანსური მხარდაჭერით.
🔗 პროექტი: https://bit.ly/46X1x0n
ℹ შესყიდვის დოკუმენტები: https://bit.ly/3NY8JAN

Photos from Donors.edu.ge's post 11/07/2023

📚 სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, უსახსრობის გამო, არ ჰქონდა ინგლისურენოვანი ლიტერატურა. საჩუქრად გადაცემული 92 წიგნი არის საშუალება, რომ მოსწავლეები გაეცნონ ინგლისურენოვან ლიტერტურას, გაიუმჯობესონ კითხვის უნარი და აიმაღლონ ცნობიერება.
⭕️ პროექტი განხორციელდა 4GB Festival-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ℹ შესყიდვის დოკუმენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/46JAlC9

Photos from Donors.edu.ge's post 19/06/2023

📚 ამჯერად წიგნების ფონდი სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლაში განახლდა, ბიბლიოთეკას საბავშვო-საყმაწვილო მხატვრული ლიტერატურა შეემატა.
⭕️ პროექტი განხორციელდა Vake plaza / ვაკე პლაზა-ს ფინანსური მხარდაჭერით.
ℹ შესყიდვის დოკუმენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/43HAIeG

Photos from Donors.edu.ge's post 06/06/2023

📚 ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლას მხატვრული ლიტერატურა და პუფები შეემატა.
⭕️ პროექტი განხორციელდა Vake plaza / ვაკე პლაზა-ს ფინანსური მხარდაჭერით.
ℹ შესყიდვის დოკუმენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3WNJ9Tf

Photos from Donors.edu.ge's post 29/05/2023

🎥 სოფელ ქვემო სისვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათემატიკური ფუნქციებისა და გეომეტრიული ფიგურების თვისებების უკეთ გასააზრებლად, ესაჭიროებოდათ პროექტორი, რომელიც მათ სკოლას საჩუქრად გადაეცა.
⭕️ პროექტი განხორციელდა Vake plaza / ვაკე პლაზა-ს ფინანსური მხარდაჭერით.
ℹ შესყიდვის დოკუმენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3WDS0Xm

Photos from Donors.edu.ge's post 24/05/2023

🔬 ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიკროსკოპს ეცნობიან. აღნიშნული ინვენტარი უფრო საინტერესოს და თვალსაჩინოს გახდის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას.
⭕️ პროექტი განხორციელდა Vake plaza / ვაკე პლაზა-ს ფინანსური მხარდაჭერით.
ℹ შესყიდვის დოკუმენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3q9RPHi

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ვაჟა-ფშაველას გამზირი 45
Tbilisi