Herstory Georgia • ჰერსთორი საქართველო

Herstory Georgia • ჰერსთორი საქართველო

Share

For English, scroll down The materials on the page are the intellectual property of the Foundation.

ჰერსთორი საქართველო 2021 წლის 25 ნოემბერს დაარსებული საზოგადოებაა, რომლის მისია და მიზანია ქალთა შესახებ სრული, მრავალმხრივი ისტორიების მოყოლა და ქართველი (არამარტო) ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ჩვენ გვსურს ახალგაზრდებს მივაწოდოთ მისაბაძი მაგალითები და ასევე ხელმისაწვდომი გავხადოთ თამაშის შემცვლელი ეგალიტარული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მათ შთააგონებს დ

12/09/2023

ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია 🧚‍♀️

გილოცავ საქართველო 🇬🇪

🇬🇪Georgia is the 2023 FIDE World Women's Team Champion!!!🏆

They beat 🇰🇿Kazakhstan in the final 2½-1½, 3½-½ & secured the gold medal🥇
Congratulations! 👏

29/08/2023

🦋მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი დაიბადა ცნობილი რომანტიკოსი პოეტის, ვახტანგ ორბელიანის ოჯახში. შესაბამისად, იგი იყო ერეკლე მეფის ქალიშვილის, თეკლას შვილიშვილი. მარიამმა ოჯახშივე მიიღო კარგი განათლება, ფლობდა რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებს. თექვსმეტი წლის ასაკში მან დაასრულა თბილისის ქალთა კურსები და მიიღო სიმწიფის ატესტატი. 1872 წელს მარიამი ცოლად გაჰყვა ალექსანდრე (საშიკო) ჯამბაკურ-ორბელიანს, ლამისყანელ მემამულეს.

1879 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებისთანავე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი ხდება მისი ნამდვილი და დამფუძნებელი წევრი. ამავე წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ თბილისში ხსნის ქართულ სათავადაზნაურო სკოლას, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრადაც ირჩევენ მარიამს.

1886 წელს ჩამოყალიბდა მასწავლებელ ქალთა საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა იმ პერიოდში საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებში - სკოლებსა თუ სასწავლებლებში, - ქალთა დასაქმებისათვის ხელშეწყობას და მასწავლებელ ქალთა უფლებების დაცვას შრომით ბაზარზე. ქალთა დასაქმება და ამ გზით მათ მიერ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება, იყო ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა, რომელსაც ამ პერიოდის საზოგადო საქმიანობაში ჩართული ქალები ქალთა თვითგამორკვევისა და ემანსიპაციის აუცილებელ გზად განიხილავდნენ.

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მიერ შეკრებილი ფულით 1906 წელს გაიხსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა საქართველოში. ამ სკოლის გახსნისთვის ზრუნვა მან ჯერ კიდევ 1888 წლიდან დაიწყო.

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი მნიშვნელოვნად დაეხმარა ილია წინამძღვრიშვილს საგურამოში სასოფლო-სამეურნეო სკოლის ჩამოყალიბებაში. ასევე მან მოაწყო დაწყებითი სასწავლებელი ლამისყანაში. მანვე სოფელ ატენში გაახსნევინა სკოლა, რომლის ხარჯების ნახევარიც თავად დაფარა, ნახევარი კი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“.

მარიამი იყო ასევე „ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი.

1917-1918 წლებში მარაიმ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

იგი 1941 წელს გარდაიცვალა.

#ჰერსთორისაქართველო

08/08/2023

„..ქართველო ქალებო, იცოდეთ რომ ჩვენ გვმართებს დიდი თავ-გამოდება, დიდი მეცადინეობა, რომ გავფანტოთ ის უღირსი ჩვენი ზნებორივად დამამცირებელი, ჩვენი ადამიანური ღირსების შემლახველი უკუღმართობანი, რომელიც რუსის ბიუროკრატიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა...“

კატო მიქელაძე 1878-1942

#ჰერსთორისაქართველო

06/08/2023

🦋 ბაბო (ბარბარე) ავალიშვილ-ხერხეულიძე (1851-1900)

ბაბო ავალიშვილი-ხელხეულიძე გახლავთ პირველი ქალი, რომელსაც თბილისის განახლებულ თეატრში წილად ხვდა ტრაგიკული და დრამატული როლების შესრულება. იგი თამაშობდა შემდეგ მთავარ როლებში: მართა (გ. ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), მარინე (გუნიას „და-ძმა“), მარგარიტა (დიუმას „მარგარიტა გოტიე“), ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ამალია (შილერის „ყაჩაღები“) და სხვა.

მან ცხოვრების დიდი ნაწილი მსახიობობასთან ერთად, საქველმოქმედო საქმიანობასა და ქალთა გაძლიერებას დაუთმო; იგი ქართველ ქალთა ამხანაგობის საზედამხედველო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

#ჰერსთორისაქართველო

01/08/2023

🦋 მზია (მედეა) ჯუღელი - პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან
12 წლის იყო, როცა მამა დაუხვრიტეს, დედა - 10 წლით გადაასახლეს. მერე აიძულებდნენ, საქვეყნოდ ეძახა - ბედნიერი ბავშვობა მაქვსო!

1925 წლის 1 აგვისტოს დაიბადა და გურჯაანში იზრდებოდა. ცხენზეც ჯირითობდა, ხეებზეც დაძვრებოდა და ლახტსაც თამაშობდა. ყველაზე მეტად კი რატომღაც, ტანვარჯიშის რგოლებზე ქანაობა მოსწონდა. მაშინ 8 წლის იყო. მერე და მერე კი არაერთი უმაღლესი სპორტული მწვერვალი დაიპყრო.

მზია ჯუღელი გახდა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში და ვერცხლის პრიზიორი სპორტულ ტანვარჯიშში, სსრკ-ის რვაგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

მზია ჯუღელი, 2016 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

#ჰერსთორისაქართველო

16/06/2023

🦋 will introduce you to another important Georgian woman, Ekaterine Gabashvili - Georgian writer and public figure.

June 16 is the birthday of Ekaterine Tarkhnishvili-Gabashvili, the most beloved writer for the Georgian nation. Kato was born in 1851 in Akhalkalaki. After the death of her mother, 5-year-old Catherine was entrusted by her father to her grandmother, who, despite not lacking care, tried to restrict the young woman by conservative methods. The grandmother thought that the education she received at home was enough for her daughter. It was at this point that Catherine's first feminist aspiration began - a woman could be educated as well as a man. Despite her grandmother's resistance, Ekaterine was educated at a German private school in Tbilisi. As a matter of fact while studying at the boarding school, she met Iakob Gogebashvili, who gifted her his book “Deda Ena”.

After finishing her boarding school, upon her return to Gori, Ekaterine was actively involved in educational activities. Kato trained the children at home for free. She made her debut with the letter "The Peasant's Thought on the Public School", which was published in 1870 in the newspaper "Droeba". "Learning is a great jewel for a man, and learning alone can bring people out of the ignorant state in which they are immersed ..." . It is also important that Kato played a major role in the development of Georgian children's literature. She established a style of short stories and novels.

In fact, in 1871 she married to Alexander Gabashvili. Catherine and Alexander had 11 children. Six of them died in early childhood, which was certainly a big trauma for Kato. However, at the end of the 80's, Ekaterine returned to the literary arena with extensive short stories "Roman Didkheva" (1881), "Kona" (1882), "Or-Ena da Kuche" (1883), which were highly praised by Ilia Chavchavadze. Additionally, since 1882, Catherine has been a member of the board of the Society for the Promotion of Literacy among Georgians.

As for her feminist activities, Kato was constantly fighting to spread education among women. In 1895, Cato opened a sewing school in her own home, where she taught poor

01/05/2023

🦋 will introduce you to another Georgian woman, Tinatin Kikodze-Mikeladze, who played an important role in the development of translation activities in Georgian Literacy.

Tina Kikodze-Mikeladze was born on May 1, 1916 in the family of writer Geronti Kikodze. After graduating from the Faculty of Georgian Language and Literature at Tbilisi State University, she continued to work in the system of the Academy of Sciences.

Tinatin's great interest in literature was largely due to the upbringing of the famous writer's family. Geronti Kikodze played a turning point in the early 20th century. In 1917 he was one of the founders and member of the main committee of the National Democratic Party. Geronti was a member of the Georgian National Council and he signed the Act of Independence. As a matter of fact, after the Soviet occupation of Georgia, the writer stayed in Tbilisi with his family.

In fact, Tinatin devoted her whole life to working on Geronti Kikodze's archive. Tinatin's name is associated with the collection, processing and publication of numerous letters and essays by Geronti Kikodze, banned by Soviet censors.

In the literary world, Tinatin soon attracted the attention of her own sophisticated and professional style, emphasizing both the intellectual level of the author and the manner of artistic writing. Translations by Tinatin Kikodze-Mikeladze: Honore Balzac "Vendetta", 1959, Stendhal "Leonardo Da Vinci", Al. Dumas "Journey to the Caucasus", 1965, Maurice Drewon "The Fall of Idols", "Chinese Tales", 1970, and many others.

The Georgian translator, endowed with surprising talents, died in 1997.
Be proud of your story!

28/04/2023

🦋”მუშაობა ხალხისათვის! რაც შეიძლება მეტი სარგებლობის მოტანა“, - ასე ჩამოაყალიბებს ცხოვრების მიზანს თვითონ ანასტასია და მის მისაღწევად პრაქტიკულ ნაბიჯებსაც გადადგამს, - „შევერთდით სამი-ოთხი ქალი: ელ. ყიფიანი, ეკ. მესხისა, ეკ. ღვინიაშვილი, ნიკოლაძის ქალებიო“.

#ჰერსთორისაქართველო

27/04/2023

🦋 ანასტასია თუმანიშვილმა განათლება შვეიცარიაში და საფრანგეთში მიიღო. შეისწავლა თანამედროვე ევროპული მიდგომები განათლების სფეროში: სკოლების მუშაობა და ბავშვთა აღზრდის საკითხები.
საქართველოში დაბრუნებულმა ანასტასიამ დაარსდა საზოგადოება “განათლება”. გახსნა სკოლები, რომლებმაც პირველად შეძლეს ქართულ სწავლებაზე სრულად გადასვლა.
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა “წერა–კითხვის საზოგადოების” მუშაობაში. მან ჩამოაყალიბა ბავშვთა აღზრდის მეთოდები და პედაგოგების გადამზადების სისტემა. დაარსა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ქალების საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანა იყო.
გამოსცემდა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილს“, ფრანგული ენიდან თარგმნიდა ევროპულ ლიტერატურას. მისი დაფინანსებით ტარდებოდა საჯარო ლექციები, საკვირაო სკოლები და საქველმოქმედო საღამოები.
ანასტასია თუმანიშვილი 1932 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.

#ჰერსთორისაქართველო

25/04/2023

„რამდენად მთლიანი თავისუფალი პიროვნებაა დედაკაცი, იმდენად საღია აზროვნება. ეს წვეთია კაცობრიობის ოკეანეში. ყოველი დიდი შემოქმედებითი ნიჭი იქ წარმოიშობის, სადაც დედაკაცი მონა კი არ არის, არამედ თავისუფალი ადამიანია.“

დომენიკა ერისთავი (განდეგილი) 1864-1929 წ.

#დომენიკაერისთავი #განდეგილი #ჰერსთორისაქართველო

23/04/2023

🦋დომინიკა ერისავი, იგივე განდეგილი – პოეტი და პროზაიკოსი. მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ.
განდეგილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი, ფუძემდებელი და დამაარსებელი ქალთა ორგანიზაციის - "ქართველ ქალთა საზოგადოება". ეს იყო ქართველ ქალთა პირველი ორგანიზაცია. ერთ წელიწადში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამიტომ მან ორგანიზაციის ყურადღება ფრონტის ინტერესებს დაუკავშირა და დაიწყო ფრონტის დასახმარებლად სახსრების გამონახვა. განდეგილის თაოსნობით გაიხსნა სალონი-საჩაიე „ძმური ნუგეში“. სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები: შემოსული ფულით წმინდა ნინოს ლაზარეთში ათობით საწოლს ინახავდა დაჭრილი აჭარლებისათვის.
მისი წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი“ გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო ფურცელში“, ეს წერილი ითვლება საქართველოში ქალთა უფლებებისა და ზოგადად ქალის მნიშვნელობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ.

#ჰერსთორისაქართველო

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


Alexander Griboedovi Street 15
Tbilisi
0108