სვოტი

სვოტი 142-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,სვოტი’’

16 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში პროექტის "მსოფლიო თავისუფლების ქართული ხმები" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. სადაც მ...
22/06/2026

16 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში პროექტის "მსოფლიო თავისუფლების ქართული ხმები" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. სადაც მონაწილეობდა ჩვენი კლუბის წევრი Keso Gogoberishvili და წარმატებული მონაწილეობისთვის
გადაეცა საჩუქრები. მადლობა პარტნიორ ორგანიზაციებს, სპონსორებს.
სასკოლო კლუბების ასოციაცია/School Clubs Associacion
New Economic School - Georgia / ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო
საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

დღეს, ჩვენს სკოლაში გაიმართა სამოქალაქო კლუბის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაც...
10/06/2026

დღეს, ჩვენს სკოლაში გაიმართა სამოქალაქო კლუბის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების შესახებ, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე, გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებაზე.
მათი პრეზენტაციები ნათლად ასახავდა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც კლუბის ფარგლებში განხორციელდა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ.
ვულოცავთ სამოქალაქო კლუბის წევრებს წარმატებულ წელს და მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიურობის, ინიციატივებისა და თანამშრომლობისთვის. გვჯერა, რომ მიღებული გამოცდილება მომავალშიც დაეხმარება მათ აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
👏 მადლობა ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მხარდამჭერს, ვინც წვლილი შეიტანა სამოქალაქო კლუბის წარმატებაში!
#სამოქალაქოგანათლებისკლუბი
#აქტიურიმოქალაქეობა
#მოსწავლეთაჩართულობა
#ჩვენისკოლა
#წარმატება
#სვოტი

01/06/2026

🎈 ბავშვთა დაცვის დღე – 1 ივნისი 🎈
დღეს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღვნიშნეთ ბავშვთა დაცვის დღე. შევქმენით სადღესასწაულო განწყობა, მოვუწყვეთ ბავშვებს სამახსოვრო სივრცე, გავუკეთეთ ფოტოების გადასაღები ჩარჩო და კიდევ ერთხელ შევახსენეთ მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, უნიკალური და ძვირფასები არიან.
ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ნათელ მომავალს, სიხარულით, სიყვარულითა და წარმატებებით სავსე ბავშვობას.✨
#ბავშვთადაცვისდღე #1ივნისი #ბავშვები #ბედნიერიბავშვობა #სიყვარულიდაზრუნვა 💙👧👦🎉

25/05/2026

🇬🇪 დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ჩვენმა მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით დახატეს საქართველოს დროშები და ააგეს საქართველოს დროშის პაზლი.
ამ აქტივობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა სამშობლოს, ეროვნული სიმბოლოებისა და თავისუფლებისადმი.
ვულოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪✨

22 მაისს🌿 ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩვენი სკოლის ბაღში დავრგეთ ვარდები 🌹ეს პატარა, მაგრამ მნიშვ...
22/05/2026

22 მაისს🌿 ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩვენი სკოლის ბაღში დავრგეთ ვარდები 🌹
ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბუნებაზე ზრუნვის, გარემოს გაფრთხილებისა და მომავალი თაობებისთვის უფრო ლამაზი სამყაროს შექმნისკენ.💚

18/05/2026

🏛️ მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში გაიმართა განსაკუთრებული გამოფენა, სადაც კათედრების მიხედვით წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი და საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევრები.
გამოფენამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში შემოქმედებითი უნარების განვითარება. მოსწავლეებმა საკუთარი ხედვითა და შთაგონებით წარმოადგინეს ნამუშევრები.
მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს აქტიური ჩართულობისთვის, ინიციატივისა და შრომისთვის. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და სასკოლო საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას.
✨ გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს!

09/05/2026

გილოცავთ Europe Day!
ერთიანობა, მშვიდობა და განვითარება — ეს არის ევროპული ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს.

08/05/2026
08/05/2026

"ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი"

დღეს, ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული განწყობით აღვნიშნეთ ევროპის დღე. სკოლის სივრცე ევროპის ქვეყნების დროშებით გაფორმდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთიანობის, მეგობრობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობას.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად გავიხსენეთ ევროპული ღირებულებები — მშვიდობა, თანასწორობა, განათლება და თანამშრომლობა.
ევროპის დღე გვახსენებს, რომ ახალგაზრდები მომავლის მთავარი ძალაა და სწორედ განათლება, ტოლერანტობა და ერთობა ქმნის უკეთეს სამყაროს.
გილოცავთ ევროპის დღეს! 🇪🇺✨
🇪🇺
#ევროპისდღე

#9მაისი
#ევროპისდღე2026

#ერთიანობა
#მშვიდობა
#განათლება
#ჩვენისკოლა

04/05/2026

3 მაისი — პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე
ჩვენ, როგორც მომავალი თაობა, ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. ინფორმირებული საზოგადოება არის ძლიერი საზოგადოების საფუძველი.
მოვუწოდებთ ყველას, დავაფასოთ სიმართლე, კრიტიკული აზროვნება და თავისუფალი სიტყვა.
თავისუფალი პრესა ნიშნავს თავისუფალ საზოგადოებას.
#ახალგაზრდები #პრესისთავისუფლება #განათლება

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სვოტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share