26/10/2020
კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში, 19-22 ოქტომბერს ახალციხის ქართულ, ქართულ-რუსულ და სომხურ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საშუალო საფეხურის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ვორქშოპები თემაზე „ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში.“ ვორქშოპებს უძღვებოდნენ პროექტის ექსპერტები, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები, ეკატერინე ქარდავა, ზურაბ ბრაგვაძე და გურანდა ჭელიძე. სკოლებთან შეხვედრების ორგანიზება-მომზადებაში ჩართულები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) განხორციელებას მხარი დაუჭირა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა. შეხვედრები ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით.
ვორქშოპები მიზანად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. კერძოდ, სწავლების, კომუნიკაციისა და ინფორმირების საშუალებით მსმენელების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური სივრცის შეთანხმებისა (AA/DCFTA) და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ.
ვორქშოპები მონაწილეობა მიიღო 250-მდე მსმენელმა. ვორქშოპები მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობაში ქართული ენის ცოდნას გაღმავებასა და მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებას გააუმჯობესონ საკომუნიკაციო უნარები სახელმწიფო ენაზე.
ვორქშოპები გამოკვეთა მსმენელთა დიდი ინტერესი საქართველოში ევროპული ასოცირების პროცესებთან მიმართებაში. მოსწავლეებმაც, მშობლებმაც და პედაგოგებმაც აღნიშნეს, რომ მათთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ბევრი რამ ახალია და ძალიან საჭირო. აქვე ხაზგასმით აღინიშნა პედაგოგების ინტერესი გაიზარდოს ევროინტეგრაციისა და ასოცირების თემატიკის განხილვა სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის სწავლების პროცესში. ამისათვის კი მასწავლებლებს ძალიან მალე მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ ამავე პროექტის ფარგლებში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის დამხმარე რესურსის სახით მომზადებული სახელმძღვანელო, რომელიც მალე იხილავს დღის სინათლეს ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.
პროექტით გათვალისწინებული ვორქშოპები ახალციხეში დასრულდა. ამჯერად მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ჟან მონეს ამავე პროექტში გამოცხადებულეს ესეების კონკურსში, სახელწოდებით „მე დავინახე ევროპა საქართველოში“. მოსწავლეები ქართულ ენაზე, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს AA/DCFTA–ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოს განვითარებაში და მათ ცხოვრებაში, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისინი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
მომდევნო ვორქშოპები დაიგეგმება მარნეულის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
In the frames of Erasmus + Jean Monnet project "Triangle Effect of European Studies at Schools" (TEESS) was organized workshops in Akhaltsikhe on October 19-22, 2020. Workshops were attended by secondary stage students, their parents and teachers from Akhaltsikhe public schools of different languages (Georgian, Armenian and Russian).
The workshops were conducted by the professors of Caucasus University: Ekaterine Kardava, Zurab Bragvadze and Guranda Tchelidze. The project experts made the overview of the European Association Process in Georgia. Caucasus University European Studies undergraduates were involved in organizing and preparing workshops for schools.
The implementation of the project "Triangle Effect of European Studies at schools" (TEESS) was supported by the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia and the Educational Resource Center of Akhaltsikhe. The meetings were held in full compliance with the regulations of the Ministry of Healthcare of Georgia.
The aim of the workshops was to support Georgia's association with EU in the regions of Georgia populated with the ethnic minorities. In particular, to raise the awareness of the trainees through education, communication and information about Association Agreement between Georgia and European Union, the Deep and Comprehensive Free Trade Agreement (AA/DCFTA) and sound information policy.
Up to 250 listeners participated in the workshops that were conducted in Georgian language to deepen the knowledge of Georgian language (as a state language) in the ethnic minority groups and to strengthen the motivation of students to improve their communication skills in the state language.
The workshops highlighted great interest of the listeners in the Association process of Georgia into the EU. All the listeners including students, parents and teachers noted that much of the information provided was new and important. Teachers emphasized the interest to the discussions on European integration and association issues in the process of teaching civil education and history. In the frames of the project they will soon be able to use the textbook prepared as an additional material for civic education and history classes available in Georgian, Russian, Armenian, Azerbaijani and English languages.
The workshops provided by the project have been completed in Akhaltsikhe and now the students are given the opportunity to take part in the essay competition "I Saw Europe in Georgia" organized within the frames of the same project. They have the opportunity to present papers in Georgian language on the importance of AA / DCFTA in the development of Georgia and on the impact on their lives. They should show how they see themselves in building a democratic society based on European values.
The next workshops are planned in Marneuli secondary schools according to the epidemiological situation in the country.