კერძო სკოლა ლილე • Private school Lile

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კერძო სკოლა ლილე • Private school Lile

კერძო სკოლა ლილე • Private school Lile აღმოაჩინე შესაძლებლობები 🎓

24/09/2026

🔆 რა მოსწონთ ჩვენს პირველკლასელებს სკოლაში ყველაზე მეტად? 💛

სკოლა „ლილეს“ ახალი წევრები სულ ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდნენ და მათი პირველი შთაბეჭდილებები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამიტომ ჩვენს პატარა პირველკლასელებს ერთი მარტივი კითხვა დავუსვით: „რა მოგწონთ სკოლაში ყველაზე მეტად?“ 🎒✨

მათი პასუხები ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა. ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ ჩვენი პატარა მოსწავლეები სკოლაში თავს კარგად გრძნობენ და ლილე უკვე მათთვის საყვარელ ადგილად იქცა. 💛

წინ კი კიდევ უამრავი ახალი აღმოჩენა, მეგობრობა და საინტერესო დღეები გველოდება! ✨

სკოლა ლილე - აღმოაჩინე შესაძლებლობები 💫

#სკოლალილე #პირველკლასელები #ახალისასწავლოწელი #აღმოაჩინეშესაძლებლობები

31 წელი - ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების გზაზე! 💛📚სკოლა „ლილეში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო! ✨31-ე სასწა...
19/09/2026

31 წელი - ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების გზაზე! 💛📚

სკოლა „ლილეში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო! ✨

31-ე სასწავლო წელი ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია - წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება, ახალი იდეები და სურვილი, თითოეულ მოსწავლეს მივცეთ შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები, განავითაროს შესაძლებლობები და შექმნას საკუთარი მომავალი. 🌱

წინ ახალი სასწავლო წელი, ახალი მიზნები , ახალი გამოცდილებები და ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია! ✨

სკოლა ლილე — აღმოაჩინე შესაძლებლობები 💫

#სკოლალილე #ახალისასწავლოწელი #31წელი #აღმოაჩინეშესაძლებლობები #ახალიშესაძლებლობები #განათლება #სკოლა #კერძოსკოლალილე

From School Lile to University! 🎓✨ჩვენი მოსწავლეები უკვე სტუდენტები არიან! 🎉გვინდა, განსაკუთრებული სიამაყით გაგიზიაროთ, ...
25/08/2026

From School Lile to University! 🎓✨

ჩვენი მოსწავლეები უკვე სტუდენტები არიან! 🎉

გვინდა, განსაკუთრებული სიამაყით გაგიზიაროთ, რომ ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებული სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მათ შორის, ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე სწავლას ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგრძელებს - კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი საერთაშორისო განათლებისკენ! 🇺🇸

ეს შედეგები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სწორი მხარდაჭერა, ხარისხიანი განათლება და საკუთარი მიზნების რწმენა შესაძლებლობებს რეალობად აქცევს.

ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! 💛

წინ ახალი გარემო, საინტერესო გამოწვევები და კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებია.

გვჯერა თქვენი და გვეამაყებით! ✊

#სკოლალილე #სტუდენტები2026 #წარმატება #სტუდენტობაიწყება #ჩარიცხვები2026 #წარმატებულიკურსდამთავრებული

🎓  სკოლა „ლილე“ აცხადებს მობილობას II-XI კლასებში!სკოლის არჩევა მხოლოდ მომავალი სასწავლო წლის გადაწყვეტილება არ არის - ე...
06/07/2026

🎓 სკოლა „ლილე“ აცხადებს მობილობას II-XI კლასებში!

სკოლის არჩევა მხოლოდ მომავალი სასწავლო წლის გადაწყვეტილება არ არის - ეს არის გადაწყვეტილება თქვენი შვილის მომავლისთვის.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სწავლობდეს გარემოში, სადაც თანამედროვე განათლება, საერთაშორისო შესაძლებლობები და პიროვნული განვითარება ერთიანდება, სკოლა „ლილე“ სწორედ ასეთი სივრცეა.

ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ:

✨ თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე დაფუძნებულ სწავლებას;
🌍 საერთაშორისო პროექტებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
🎭 არაფორმალური განათლების მხარდამჭერ მრავალფეროვან კლუბებს;
🇬🇧 გაძლიერებულ ინგლისურ ენას Pearson-ის პროგრამით;
🗣️ Native English Teacher - რეგულარულ გაკვეთილებს, რომლებიც მოსწავლეების სასაუბრო უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული;
➗ გაძლიერებულ მათემატიკას MAX Mathematics-ის და MVP პროგრამით;
🇪🇸 მესამე უცხოურ ენას - ესპანურს;
🚀 VII-XI კლასებისთვის ინოვაციურ სამოტივაციო შეფასების სისტემას SPACE, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას, პასუხისმგებლობის განვითარებასა და მიღწევების აღიარებას.

შეარჩიეთ სკოლა, რომელიც ბავშვს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შესაძლებლობებსაც აძლევს.

📝 დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადის ფორმა - https://forms.gle/Agx69L9yCRQHQHmW6

სკოლა ლილე - აღმოაჩინე შესალებლობები! 🔆

----------------------------

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

#სკოლალილე #მობილობა #სკოლა #სკოლისარჩევა #აღმოაჩინეშესაძლებლობები #ხარისხიანიგანათლება #თანამედროვეგანათლება #სკოლა #კერძოსკოლა #თბილისისკოლა #ინგლისურიენა #ესპანურიენა

30/06/2026

🔆 ყოველი სასწავლო წლის დასასრული განსაკუთრებულია!

ეს არის დრო, როცა ვემშვიდობებით არა მხოლოდ გაკვეთილებს, არამედ ყოველდღიურ შეხვედრებს, საერთო ისტორიებსა და დაუვიწყარ მომენტებს.

მადლობა სკოლა „ლილეს“ თითოეულ თანამშრომელს - ყველას, ვინც მთელი წლის განმავლობაში თავისი შრომით, ზრუნვითა და თავდადებით ყოველდღე ქმნიდა თბილ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს ჩვენი მოსწავლეებისთვის.

გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ და ენერგიით სავსე ზაფხულს! ☀️

სექტემბერში ისევ შევხვდებით ახალი იდეებით, ახალი მიზნებითა და ახალი წარმატებებით. 💛

#სკოლალილე #სკოლისცხოვრება #სკოლისგუნდი #სასწავლოწელი #ზაფხულისარდადეგები #ბედნიერიზაფხული

28/06/2026

🏆 სკოლა „ლილე“ - UG ინოვატორის ფინალში!

💡🚀 ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში UG ინოვატორი.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. მონაწილეებს უნდა შეექმნათ ინოვაციური პროექტი, რომელიც რეალურ პრობლემას წარმოაჩენდა და მის ეფექტურ გადაწყვეტას შესთავაზებდა.

🧑‍🦽 ჩვენი მოსწავლეების გუნდმა წარადგინა აპლიკაცია GoAble - ინიციატივა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უსაფრთხო, მარტივ და ხელმისაწვდომ გადაადგილებას შეუწყობდა ხელს.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოსწავლეები საუკეთესო ათეულში მოხვდნენ და საკუთარი პროექტი ფინალში წარმატებით წარადგინეს. 👏

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებასა და საინტერესო იდეების განხორციელებას. ასევე, ვულოცავთ კონკურსის გამარჯვებულ გუნდებს გამარჯვებას! 🌟

#სკოლალილე #აღმოაჩინეშესაძლებლობები #ფინალი #ინოვაცია #ახალგაზრდები

📰 სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის გაზეთს - „ინფოზონა“, რომელიც ჟურნალისტიკის კლუბის ფარგლებში შეიქმნა და დაიბეჭდა.📝 გ...
24/06/2026

📰 სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის გაზეთს - „ინფოზონა“, რომელიც ჟურნალისტიკის კლუბის ფარგლებში შეიქმნა და დაიბეჭდა.

📝 გაზეთის მომზადებაზე მთელი მეორე სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ ჟურნალისტიკის კლუბის წევრები. ისინი იკვლევდნენ საინტერესო თემებს, ამზადებდნენ სტატიებს, იღებდნენ ინტერვიუებს და ქმნიდნენ შინაარსს, რომელიც ასახავს ჩვენი სკოლის ცხოვრებას, წარმატებებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს.

✨ „ინფოზონა“ მოსწავლეთა შრომის, შემოქმედების, პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის შედეგია. ეს გამოცემა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების წარმოსაჩენად, ასევე სკოლის ცხოვრების ამსახველი ისტორიებისა და სიახლეების გასაზიარებლად.

👏 ვულოცავთ ჟურნალისტიკის კლუბის წევრებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გაზეთის შექმნაში მიიღო მონაწილეობა!

✨ გაზეთის შექმნის იდეის ავტორია სოფო ბოლქვაძე, ხოლო „ინფოზონას“ რედაქტორი - ეკა ფეიქრიშვილი, რომელთა მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით ეს მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა. 📰

სკოლა ლილე - აღმოაჩინე შესაძლებლობები! 💫

#სკოლალილე #აღმოაჩინეშესაძლებლობები #ჟურნალისტიკისკლუბი #სკოლისგაზეთი #გაზეთი #შემოქმედებითობა #არაფორმალურიგანათლება #სკოლისსიახლეები #განათლება

Address

33 ნოდარ დუმბაძის გამზირი
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995574114147

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კერძო სკოლა ლილე • Private school Lile posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category