27/07/2026
დავით გაბადაძე - სიბელიუსის ეტიუდი ლა მინორი, სპონტანური შესრულება სიმღერის "O sole mio".
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა საშემსრულებლო ინკლუზიურ ფესტივალს „კამერტონი“, რომელიც პირველად ჩატარდა.
ფესტივალი 27 ივნისს კონფერენციით გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ინკლუზიური მუსიკალური კონცერტი, სადაც ერთად იყვნენ სცენაზე ბავშვები და მათი გულშემატკივრები. შესრულდა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მუსიკა, სხვადასხვა ინსტრუმენტის თანხლებით.
მადლობა ყველა მონაწილეს, მშობელს, პედაგოგს, სპეციალისტს, მხარდამჭერსა და მაყურებელს, ვინც ეს დღე ნამდვილ ინკლუზიად აქცია.
ეს არ იყო მხოლოდ ფესტივალი. ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს საზოგადოება, როდესაც ხელოვნება ნამდვილად ეკუთვნის ყველას. ❤️🎶
განსაკუთრებული მადლობა შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire იდეის მხარდაჭერისთვისა და განხორციელებისთვის.