11/09/2026
🏡გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი, ლიზი გიორგობიანი, რომელიც ზრუნავს ბავშვების სენსორულ განვითარებაზე, გარემოსთან ადაპტაციასა და ყოველდღიური უნარების გაძლიერებაზე.
🧩 რით ეხმარება სენსორული თერაპია ბავშვს?
🌿სენსორული სტიმულების (ბგერები, შეხება, მოძრაობა) სწორად აღქმასა და გადამუშავებაში;
🌿ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციაში;
🌿მსხვილი და წვრილი მოტორიკის, წონასწორობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაში;
🌿ყოველდღიურ აქტივობებში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში.
🏡თიკოს სახლის მიზანია თითოეულ ბავშვს შეუქმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც თამაშით გაიუმჯობესებს უნარებს და თავს კომფორტულად იგრძნობს.
📍 დეტალური ინფორმაციისთვის ან კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით:
📞 555200453
📍 გ.ონაშვილის 9