13/12/2021
ვულოცავთ თამარ კერძაიას აკადემიკოსის წოდების მინიჭებას!
2021 წლის 10 დეკემბერს ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აღმასრულებელმა საბჭომ თამარ კერძაია აკადემიკოსად აირჩია.
თამარი ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის მმართველი პარტნიორია, ასევე, შრომისა და სამედიცინო სამართლის ექსპერტი, გერმანიის Munster-ის უნივერსიტეტის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე, საქართველოში Toefl-ის ოფიციალური წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი, რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო სტატიის, წიგნის და კანონის ავტორი, ასევე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სტიპენდიანტი.
აკადემიის პეზიდენტი, ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი დადებითად აფასებს თამარ კერძაიას არჩევას აკადემიაში და აღნიშნავს: “დარწმუნებული ვარ, ასეთი პროფესიონალი, ახალგაზრდა აკადემიკოსის შემოერთება აკადემიას ახალ ენერგიასა და შესაძლებლობებს შესძენს. თამარის გამოცდილება და ინოვატორული ხედვები მნიშვნელოვანი აქტივი იქნება აკადემიის სამომავლო წარმატებულ საქმიანობაში.”
“ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო იმ ადამიანების გუნდის წევრი, ვისაც უდიდესი წვლილი შეაქვს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ვეცდები გავამართლო ეს ნდობა” - აცხადებს თამარ კერძაია.