ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი • Energy Training Center of GNERC

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი • Energy Training Center of GNERC

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი • Energy Training Center of GNERC ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი • Energy Training Center

🟢 ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის მიმდინარე პროექტის - „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილე...
31/07/2026

🟢 ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის მიმდინარე პროექტის - „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში ფოკუს ჯგუფის ფორმატში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სემეკის, ენერგოომბუდსმენის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.

⏩ დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მზადყოფნის შეფასება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს. კერძოდ, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება; ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა და წინადადებების შემუშავება მდგრადობის ასამაღლებლად. დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში შემდეგ საკითხებზე: ნორმატიული ბაზა, ტექნიკური სტანდარტები, მზადყოფნა, პროგნოზირება, რეაგირება და საჭიროებების განსაზღვრა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს.

📌 პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის მომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, პრაქტიკული გზამკვლევის, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. პროექტი ასევე ითვალისწინებს საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს. საპილოტე რეგიონად შერჩეულია გურია.

🔗 პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com.

🟢 ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ  დაფუძნებულ  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის -...
29/07/2026

🟢 ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის -„ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

▶️ საინფორმაციო შეხვედრები პროექტის და დაგეგმილი აქტივობების გაცნობას ემსახურებოდა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე პროექტის დონორი და აპლიკანტი ორგანიზაციის შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაციის გაცნობას. აგრეთვე იმ საერთო მიზნებსა და შედეგებს, რომელთა მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევით არის დაგეგმილი.

📌 პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის მომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, პრაქტიკული გზამკვლევის, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. პროექტი ასევე ითვალისწინებს საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს. საპილოტე რეგიონად შერჩეულია გურია.

🔗 პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com.

__________________

🟢 With the support of the International Visegrad Fund (IVF), information meetings were held in the Guria region with representatives of local self-governments, the Emergency Management Service, and utility companies. The event was organized as part of the ongoing project, "Energy Infrastructure Security During Climate Change-Induced Disasters," implemented by the Energy Training Center founded by the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission (GNERC).

▶️ The purpose of the meetings was to introduce the project and its planned activities. Participants received detailed information regarding the goals, objectives, and scheduled events of the project, as well as the applicant and donor organizations. Special attention was paid to introducing the International Visegrad Fund and project partners, highlighting the shared goals and results expected to be achieved through joint efforts.

📌 The primary objective of the project is to share the experience of Visegrad Group countries (Hungary, Czechia, Poland, and Slovakia) with Georgia regarding energy infrastructure resilience and preparedness for climate-related disasters. Planned outputs include preparing a research study, examining best international practices and regulatory frameworks, creating a practical guidebook, and developing tailored recommendations from international experts. The initiative also encompasses public lectures and training sessions, with Guria selected as the pilot region.

🔗 A dedicated project website has been established at v4share.com.

🔵 “ენერგოინფრასტრუქტურის უსაფრთხოება საჭიროებს ახალ მოდელს კლიმატის ცვლილებებთან მზადყოფნის გასაძლიერებლად" -  ენერგეტიკ...
23/07/2026

🔵 “ენერგოინფრასტრუქტურის უსაფრთხოება საჭიროებს ახალ მოდელს კლიმატის ცვლილებებთან მზადყოფნის გასაძლიერებლად" - ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის აპარატის უფროსი, თემურ თორდინავა ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხების შესახებ საუბრობს “ენერგონიუსთან”

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის აპარატის უფროსი, თემურ თორდინავა ენერგეტიკისა და კლიმა.....

🟠საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი უკვე მეორე წე...
15/07/2026

🟠საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი უკვე მეორე წელია პროექტ ENERGOHACK- ის აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორია.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის რჩეული გუნდი -,,ენერგო სამყარო“ გახდა, რომელმაც სასწავლო ცენტრისგან სპეციალური ჯილდო მიიღო: „ენერგო სამყარო“ ერთი წლის განმავლობაში ცენტრის ტრენინგ-პროგრამებსა და ენერგო ობიექტებზე გასვლით ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდ „ენერგო სამყარო“-ს პროექტი წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც ბავშვების და მოსწავლე ახალგაზრდობისათვის სპეციალური ენერგეტიკული შინაარსის ონლაინ თამაშების შექმნასა და შეთავაზებას ითვალისწინებს. პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას მოსწავლეები საინტერესო გამოწვევების, ინტერაქციული პროცესის და სათამაშო მექანიკის მეშვეობით ენერგეტიკის დარგის აქტუალური საკითხებს გაეცნონ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აქტიურად უწყობს ხელს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ენერგეტიკის სექტორში ინოვაციების დანერგვას.

,,სასწავლო ცენტრი მომავალშიც დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს და ენერგეტიკის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეის და პროტოტიპების ავტორებს“, - განაცხადა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნუგზარ ბერიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში, ჰაკათონი "ENERGOHACK 2026" გაიმართა. ღონისძიების დროს ჟიურიმ საუკეთესო პროექტები გამოავლინა.

⚙️ჰაკათონი "ENERGOHACK 2026"-ის მიზანი ენერგეტიკის დარგში არსებული სექტორული პრობლემების მოკვლევა და ინოვაციური, ტექნოლო...
14/07/2026

⚙️ჰაკათონი "ENERGOHACK 2026"-ის მიზანი ენერგეტიკის დარგში არსებული სექტორული პრობლემების მოკვლევა და ინოვაციური, ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების მოძებნაა.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) და გენერალური სპონსორია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.

გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან საკუთარი იდეის შემდგომი განვითარებისთვის 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა. ხოლო ჰაკათონის სხვადასხვა ნომინაციაში რჩეულ გუნდებს პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა სპეციალური საჩუქრები გადასცეს.

🔗

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

📍ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში,...
14/07/2026

📍ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში, ჰაკათონი "ENERGOHACK 2026" გაიმართა და ჟიურიმ საუკეთესო პროექტები გამოავლინა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან საკუთარი იდეის შემდგომი განვითარებისთვის 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა.

💢პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) და გენერალური სპონსორია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.

➡️ ჰაკათონი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

🔻 პროექტის მიზანი ენერგეტიკის დარგში არსებული სექტორული პრობლემების მოკვლევა და ინოვაციური, ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების (პროტოტიპების) პოვნა იყო.

⭕️ „ENERGOHACK 2026“-მა გააერთიანა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები, ინჟინრები, პროგრამისტები, დიზაინერები და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდები, რაც ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას.

➡️ ჰაკათონის სხვადასხვა ნომინაციაში რჩეულ გუნდებს პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა სპეციალური საჩუქრები გადასცეს. პარტნიორი კომპანიები არიან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, GREDA, VDC, ჰანიველ ცემენტი, სოკარი, საქართველოს განახლებადი ენერგია.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკმა ჰაკათონს „ENERGOHACK 2026” უმასპინძლა

🟢 ტრენინგის “ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკის” ფარგლებში კიდევ ერთი კურსი  ჩატარდა და მსმენელებს ...
09/07/2026

🟢 ტრენინგის “ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკის” ფარგლებში კიდევ ერთი კურსი ჩატარდა და მსმენელებს გადაეცათ სერთიფიკატები.

▶️ მსმენელებს წარმოადგენდნენ სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენლები და სტუდენტები.

📍ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წელს ექვსი სასწავლო კურსი განხორციელდა.

⏩️ შემოდგომიდან ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აქტიურად განაახლებს ტრენინგ პროგრამების განხორციელებას.

08/07/2026

🟢 ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკისა და ქ. ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

07/07/2026

⚡️პროექტის "ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე" მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.

07/07/2026

⚡🔴 განახლებადი ენერგია, პრაქტიკული ცოდნა და ინოვაციური იდეები - სემეკის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

❓ როგორ ესმით ახალგაზრდებს ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან მოხმარებამდე? რამდენად ზრდის მსგავსი პროექტები მათ ინტერესს ენერგეტიკის სფეროს მიმართ? და რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი ინიციატივების რეგიონებში განხორციელებას?

სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

#ბიზნესპარტნიორი

Address

ა. მიცკევიჩის 27ბ
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322420180

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი • Energy Training Center of GNERC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი • Energy Training Center of GNERC:

Shortcuts

Share

Category