24/07/2024
📣 2023-2024 წლების ისტორიის კონკურსის „ისტორიის გაყალბება - პროპაგანდის ინსტრუმენტი“ გამარჯვებულები არიან:
🥇პირველი ადგილი - ვიდეო „პიონერული ორგანიზაცია, როგორც საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო საშუალება“.
მოსწავლე: ნიკოლოზ სხირტლაძე
მასწავლებელი: ეკა მაისურაძე, თბილისის N133 საჯარო სკოლა
🥈მეორე ადგილი - ესსე „წარსულის მოჩვენება“.
მოსწავლე: მარიამ არეშიძე
მასწავლებელი: მიხეილ სართანია, თბილისის ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის N50 საჯარო სკოლა
🥉მესამე ადგილი - ესსე „საბჭოთა პროპაგანდა - გონებაზე ზემოქმედების საბჭოთა ,,ინსტრუმენტი“.
მოსწავლეები: მარიამ ტალახაძე, ანი კიკაძე, ლიზი მახარაძე
მასწავლებელი: ნათელა გოგოლაძე, ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა
🏅ჟიურის წამახალისებელი პრიზი - ესსე „ისტორიის გაყალბება აფხაზეთის კონფლიქტის ჭრილში“
მოსწავლე: მიქაელ კურტანიძე
მასწავლებელი: ჯაბა ლაბაძე, სურამის მეორე საჯარო სკოლა
🏅GAHE-ს წამახალისებელი პრიზი - ესსე „ქაქუცა ჩოლოყაშვილი - გმირი თუ ანტიგმირი“
მოსწავლე: თათული კუპრაძე
მასწავლებელი: ნანა სოლოღაშვილი, თბილისის 89-ე საჯარო სკოლა
🎉ვულოცავთ კონკურსში გამარჯვებულებს და მათ საზეიმოდ გადავცემთ პრიზებს.
📌პროქტი ხორციელდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის International და გერმანული კოერბერის ფონდის Körber-Stiftung ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს Auswärtiges Amt ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, მიზნად ისახავს ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითების კრიტიკულ კვლევას სკოლის სახელმძღვანელოებში, დამხმარე ლიტერატურაში, ისტორიის მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამებში, სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას და ცვლილებების დანერგვას ისტორიის მასწავლებელთა მომზადების და გადამზადების სისტემაში.
⚪️ საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია () და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory (SovLab).
🔗https://historycompetitions.ge/winners