jim_shamgonary

jim_shamgonary

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from jim_shamgonary, Education, Tbilisi.

30/12/2024

დიახ, მე ასეთი ვარ!
დიახ, მე ასეთი მიყვარს ჩემი თავი!

25/10/2022

რა არის ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება?
ეს - არჩევანია: ვიღაცას და ვიღაცას შორის; რაღაცას და რაღაცას შორის; ვინმეს და რამეს შორის და ა.შ.
ადამიანი მოთავსებულია მუდმივი არჩევანის რეჟიმში და ამ არჩევანს ჩვენ არ ვაკეთებთ უარესსა და უკეთესს შორის. არა. ჩვენ ვირჩევთ ორი “უბედურებიდან” უფრო მსუბუქს, უფრო ნაკლებს, და სულაც არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ამ არჩევანს შეიძლება ბევრი ფარული პრობლემა თან ერთვოდეს.
ერთის მხრივ, არჩევანის დროს თავზე ვიღებთ შედეგზე პასუხისმგებლობას, მაგრამ შედეგი დამოკიდებულია არა მარტო ჩვენზე, არამედ მოულოდნელ გარემო სიტუაციებზე, შემთხვევითობაზე და სხვა, ბევრ გარემომცველ მიზეზებზე, რომლებსაც უნდა შევურიგდეთ და მივიღოთ.

არჩევანს პროგნოზის (მომავლის) “სუნი აქვს”, და ჩვენ მას არა რეალობებს შორის ვაკეთებთ, არამედ პროგნოზთა შორის.
თუ არჩევანს ვაკეთებთ საკუთარ ფანტაზიებსა და შიშებს შორის, და მათ, მითუმეტეს რეალობაში ვაღიარებთ- ცუდადაა ჩვენი საქმე🫣

14/10/2022

ჩვენი ტვინი, როგორც კომპიუტერი, ღებულობს ინფორმაციას გარე სამყაროდან და სასწრაფოდ ეძებს გონებაში სათანადო ფაილებს. 🧠
ტვინის ამოცანაა უპასუხოს კითხვას - ეს რაა? ან - ეს ვინაა?
და პასუხობს კი საკუთარი "ბიბლიოთეკიდან" - არა რეალობისგან გამომდინარე, არამედ საკუთარი ფსიქიკის მიერ ფორმირებული იდეალი- სურათისგან.
მაგალითი:

ცხოვრებაში შეგხვდება ადამიანი, რომელიც, გგონიათ მოგავს გონების ფანტაზიას, იდეალს, რომელიც დახატული გაქვს ტვინში. ანიჭებ მას ყველა "წოდებას", მაგრამ დადგება დრო, როცა ხვდებით, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე თქვენი ილუზია.

ბრაზდებით.

მაგრამ თქვენ არა იმ ადამიანს უბრაზდებით - ბრაზდებით იმ სხვაობაზე, რომელიც აღმოაჩინეთ რეალურ ადამიანსა და ტვინის მიერ დახატულ იდეალს შორის.🧠

თვით ადამიანს განა აქვს ბრალი? არა. ეს ხომ თქვენ გააიდეალეთ მაგი, თქვენს ტვინში.🧠

გამონათქვამი -"სიყვარული ბრმააო"- ჭეშმარიტებაა.☝️

რა თქმა უნდა, როცა რეალობა დიდად განსხვავდება წარმოსახული იდეალისგან წარმოიშობა დიდი დრამატიული სიტუაცია. ტვინში იდეალური სურათი ხომ ძალიან მყარია, და ჩვენ არ გვსურს გამოვეთხოვოთ საკუთარ ილუზიებს. ზუსტად ამიტომ ვებღაუჭებით მათ ბოლომდე და ვერ ვიშორებთ თავიდან. ამიტომ მზად ვართ ვიმსხვერპლოთ ჯანმრთელობით, სიყვარულით, ნერვებით და სხვ.
თუნდაც, აშკარად ოყოს გამოხატული ილუზიის უარმყოფი ფაქტები, ადამიანი მაინც იბრძვის ბოლომდე თავისი იდეალისთვის (მყრადაა ტვინში იდეალი)

თუ აირჩევთ იცხოვროთ არა ილუზიებში, არამედ რეალურ სამყაროში, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე.
რთული და შრომატევადი ქმედებაა, მაგრამ - მიღწევადი👋🧠

09/10/2022

მავნეა თუ არა თვითკრიტიკა❓
პასუხი: - ძალიან.

თვითკრიტიკა -ძლიერი ფსიქიკური შეტევაა საკუთარ თავზე. ის უფრო საშიშია, ვიდრე სხვამ გაკრიტიკოს.

რატომაა თვითკრიტიკა ცუდი❓️

​როცა ხვა გვაკრიტიკებს, ტვინი ჩართავს თავდაცვის მექანიზმს და თავის გამართლებას ვიწყებთ. თვითკრიტიკა კი ჩვეულებრივ ავტომატურად ხდება, რომელსაც ვერც ვამჩნევთ. და რახან ტვინი არ აღიქვამს მას საფრთხედ, თავდაცვის რეჟიმიც არ ირთვება.
თვითკრიტიკა წარმოშობს ორგანიზმისთვის, და ზოგადად, ცხოვრებისთვის დამანგრეველ პროცესებს. ჩვენ ვაკრიტიკებთ და ვუწყრებით საკუთარ თავს.

ხო გახსოვთ, ბავშვობაში, როცა ჩვენს ყოველნაირ თავხედობას მშობლისგან დასჯა მოჰყვებოდა. დააშავე- დაისჯებოდი. ეს ასე იყო, არის და იქნება. ახლა, როცა გაიზარდეთ და კუთხეში უკვე არავინ დაგაყენებთ, ტვინი იგონებს თავდასჯის სხვა და სხვა ვარიანტებს.
რა ვქნათ❓
არ აკრიტიკოთ საკუთარი თავი არასდროს. საკუთარ ტვინს უნდა ვაქოთ ყოველთვის, სასურველია- ხმამაღლა.
ელაპარაკეთ და მოტივირებისკენ მიმართეთ, ბატონი ტვინი☝❗🧠🧠🧠🧠🧠🧠

09/10/2022

რაც უფრო მცირეა ტვინი, მით უფრო "ხმამაღალია" მისი პატრონი.
(რა საყვარელია მარჯვენა😊🧠)

01/10/2022

🧠 რამდენად არის ჩვენი ტვინი უნიკალური❓
💯%
ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს დედამიწაზე ორი ადამიანი, რომლების ტვინი აბსოლუტურად ერთნაირად მუშაობდეს.
ყოველივე ადამიანის ტვინი, ინფორმაციის აღქმით და მათი გადამუშავებით, ნეირონული კავშირებით, წარმოშობს უნიკალურ ნეირონულ ბადეს (ქსელს)

თითოელი ტვინის მიერ შექმნილი ნეირონული ბადე ინდივიდუალურია და განუმეირებელი. დამთხვევა- გამორუცხულია (არც ტყუპებში.) ☝🏻🧠

24/09/2022

სუ❗️🤫

როგორც ამბობენ ხალხში- "თუ გინდა ღმერთი გააცინო, თქვენს გეგმებზე მოუყევით."

🧠​ უნდა ჩუმდეთ, სანამ არ აგისრულდებათ ❗🤫

მართლაც ხომ, ზოგჯერ, კარგად გააზრებული და გათვლილი გეგმებიც იშლება, რაღაც გაურკვეველი სიტუაციების გამო.
ჩვენს გეგმებზე სხვა ვინმეზე მოყოლა წარმოგვიშობს ვადამდე დასრულებულობის გრძნობას.
მაგალითად, მეგობარს მოუყევით თქვენს გეგმებზე, უახლოეს მომავალში დააფუძნოთ ტურბიზნესი. ამისთვის დაგჭირდებათ: კრედიტის გაფორმება, იუსტიციაში რეგისტრირება, საბანკო ანგარიშის გახსნა, ავტოტრანსპორტის შეძენა, ოფისი, კადრები და სხვა.
ჩვენი, იოლად ამყოლი, "ბრიყვი" ბატონი ტვინი გაანალიზებს თქვენს მოყოლილს და აღიქვამს მიღებულ ინფორმაციას, როგორც უკვე შესრულებულს.
.. და, რა თქმა უნდა, გამორთავს მოტივაციის ველებს.🧠

არავის, არავის, არავის არ მოუყვე შენს სამომავლო გეგმებზე.
სუუუ❗️

24/09/2022

ყველაფრის მცოდნეებო, STOP!✋️

ნუ ცდილობ ყოველთვის, ყველაფერში ოყო მართალი.

ყველაფრისმცოდნე, რომელმაც იცის რაზე საუბრობს- იდიოტია; ყველაფრისმცოდნე, რომელმაც არ იცის რაზე საუბრობს - დებილი.

ანუ, იცი თუ არ იცი რაზე საუბრობ, მაგრამ თავი მაინც, ყოველთვის და ყველგან მიგაჩნია სწორად - ეს თვითგანადგურების ნიშანია.

ასეთი, (ყოველთვის და ყველაფერში მართალი ადამიანების ფსიქიკა მიუთითებს მათ სუსტ (მცირე ზომის) ამიგდალაზე. ისინი, გენეტიკურად უფრო მშიშრები არიან და ამგვარი ქცევა, მხოლოდ თავდაცვის მექანიზმია.

ასეთი ტიპის ადამიანს თუ შეხვდი იცოდე, ის სუსტია. მას ვერ უწოდებ ძლიერ პიროვნებას. მისი თანადგომის იმედი არ იქონიო, რადგან თვითონ არის მშიშარა და თავისი ყველაფრისმცოდნეობის გამოხატვით დაკავებულია საკუთარი თავის დაცვით.
(კიდევ ერთხელ:☝️- თავდაცვა).

თვითონ რო არ გახდე ასეთი ტიპის, ან, უკვე ხარ ასეთი, შეეცადე გამოიყენო შემდეგი რჩევები:

1. ნუ "ჭკვიანობ" მეგობრებთან ურთიერთობისას. (თუ "ჭკვიანობ" - მორჩი!). უფრო აღფრთოვანდი სხვების "ჭკუით", და უფრო ხშირად იხმარე " არ ვიცი". (ეს შენი სიძლიერეა)☝️
PS: - როცა ვინმე ჰყვება ანეგდოტს, არ წამოგცდეს - "აუ, ეს ვიცი". პირიქით მოიქეცი!

2. ურთიერთობისას არავის მიუთითო, რომ ის არასწორია, ცდება. თვითონ კი ხშირად აღიარე საკუთარი შეცდომები და ბრალი (რამდენადაც არ იყო სწორი, მართალი);

3. აღიარე და შთაიბეჭდე, რომ არ არსებობს აბსოლუტური აზრი. მიიღე (ხშირად) სხვისი აზრი, დათანხმდი!
...☝️მაშინ იქნები მაგარი..✊️🧐😊
💚❤️💛

19/09/2022

ჩახუტებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის: იზრდება ჰორმონ - აქსეტოცინის გამოყოფა.

აქსეტოცინის მნიშვნელობა ვრცლადაა მოცემული ინტერნეტში🙏🏼

17/09/2022

ძვირადღირებული ინტელექტი!🧠
=================
​სხვა ცხოველებთან შედარებით, ადამიანის ჩვილი იბადება „გამოუცხობელი“: ​ მას, სხვა და სხვა, საციცოხლო მნიშვნელობის ფუნქციები არა აქვს სათანადოდ განვითარებული.

​ ​ ​ კვიცი, ზაქი, თიკანი, ბელი თუ სხვა, ახალდაბადებული ცხოველი, რამოდენიმე წუთში მზად არის გაიქცეს სათამაშოდ. ახალშობილ ადამიანს კი დიდი დრო სჭირდება , უბრალოდ, ნაბიჯი რომ გადაგას, სიარული ისწავლოს.

რატომ ასე?

​ ​ ​ ადამიანს, ორ ფეხზე დგომამ კი გაუადვილა საკვების მოპოვება, მტრის უფრო შორიდან დანახვა, და მისცა სხვა უპირატესობები, მაგრამ ამ დადებით მხარეებს დიდი ფიზიოლოგიური ცვლილებებიც მოჰყვა. მათ შორის - ქალის თეძოს და ასევე, სამშობიარო ორგანოს (კვალის) შევიწროება. ​ მშობიარობისას სიკვდილი თითქმის გარდაუვალი გახდა ჩვენი სახეობისთვის. გადარჩენის შანსი მხოლოდ იმ ქალებს გააჩნდათ, ვისაც შეეძლო ნაადრევი მშობიარობა - სანამ თავის ქალა არც ისე იყო გაზრდილი და იყო რბილი.

​ ​ ​ ამ მიზეზით, ბუნებამ დააწინაურა და ამოირჩია ნაადრევი, განუვითარებელი ემბრიონის მშობიარობა, რომელსაც, დაბადებიდან კიდევ დიდი დრო სჭირდება განვითარებისთვის.

სხვა ცხოველები კი როგორც იდგნენ ორ ფეხზე, ისე დგანან. მშვენივრად.🧐🐒

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi