დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია • Academy of Digital Humanities-Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია • Academy of Digital Humanities-Georgia

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია • Academy of Digital Humanities-Georgia შემოაბიჯე დიგიტალურ ქართველოლოგიაში

02/10/2026
30/09/2026
⚜️  28 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის დარბაზში გაიმა...
24/09/2026

⚜️ 28 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართება ფრანკფურტის
უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის გერმანიაში 25 წლის მოღვაწეობის შემაჯამებელი საღამო.

⚜️ საღამოზე წარმოდგენილი იქნება გერმანიაში, რაიხერტის გამომცემლობის მიერ გამოცემული სამეცნიერო კრებული FOLIA CAUCASICA-ს მეშვიდე ტომი სათაურით "კავკასიოლოგია ციფრულ ეპოქაში", რომელიც კოლეგებმა და მოსწავლეებმა მიუძღვნეს პროფ. მანანა თანდაშვილს.

⚜️ კრებულში გამოქვეყნებულია უცხოელ და ქართველ მეცნიერთა უახლესი კვლევის შედეგები კავკასიოლოგიასა და ქართველოლოგიაში.

⚜️  22 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა საერთაშორისო  ახალგაზრდუ...
23/09/2026

⚜️ 22 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ახალგაზრდული რეფერირებადი ჟურნალუს "მილენიუმის" მე-4 ნომრის პრეზენტაცია.

⚜️ ღონისძიება მიჰყავდა ჟურნალის მთავარ რედაქტორს დოქ. მარიამ ყამარაულს.

⚜️ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები და კოლეგები საქართველოდან და უცხოეთიდან.

⚜️ გამოვიდა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის...
18/09/2026

⚜️ გამოვიდა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის - „მილენიუმის“ - მეოთხე ნომერი.

⚜️ ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება 2026 წლის 22 სექტემბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში.

⚜️ ჟურნალის მიმდინარე ნომერში გამოქვეყნებულია ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები შემდეგ სამეცნიერო დარგებსა და მიმართულებებში: ქართველური ენები (ელზა ასანიძე), ლინგვისტიკა (თამაზ დევიძე, დავით იობიძე), ხელნაწერთა კვლევა (სანდრო ცხვედაძე), დიგიტალური რუსთველოლოგია (იანიკ ლიდტკე), მედია და კომუნიკაცია (ნინო კვიტაშვილი, კიმ სპოლიარევიჩი, ლევან ქათამაძე), პოლიტიკური ლინგვისტიკა (თამარ გუჩუა, იულიან ჰაშე, ანასტასია ყამარაული).

⚜️ უწერაში დასრულდა საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია და ვორქშოფი "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში...
10/09/2026

⚜️ უწერაში დასრულდა საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია და ვორქშოფი "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში".

პროექტს აფინანსებდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ქართულ ენასთან მიმართებით.

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია კვლავაც გააგრძელებს ამ თემაზე ახალგაზრდა მეცნიერებთან მუშაობას.

⚜️ გრძელდება კონფერენცია თემაზე "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში".გიზიარებთ დღევანდელი გამოსვლებისა და...
04/09/2026

⚜️ გრძელდება კონფერენცია თემაზე "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში".

გიზიარებთ დღევანდელი გამოსვლებისა და თემების ამსახველ ფოტომასალას.

⚜️ გრძელდება კონფერენცია "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში".
03/09/2026

⚜️ გრძელდება კონფერენცია "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში".

⚜️ უწერაში გრძელდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში".⚜️ პროგრამის ფა...
03/09/2026

⚜️ უწერაში გრძელდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში".

⚜️ პროგრამის ფარგლებში საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს კონფერენციის მონაწილეებმა: დოქ. გიორგი ჯღარკავამ, დოქ. მარიამ რუხაძემ, დოქტორანტებმა
ელზა ასანიძემ (თსუ) და იულიან ჰაშემ (ფრანკფურტი).

⚜️ წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ ქართულ ენასთან მიმართებით.

💝უკვე 25 წელია, რაც პროფესორი მანანა თანდაშვილი კავკასიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში....
22/01/2026

💝უკვე 25 წელია, რაც პროფესორი მანანა თანდაშვილი კავკასიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში.

⚜️ ამ ხნის განმავლობაში არაერთი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა, რომელმაც გზა გაუკვალა ქართულ ენას მსოფლიოს ციფრულ სამყაროში - შეიქმნა დიგიტალური კვლევის რესურსები და მეთოდები, ჩამოყალიბდა ახალი მიმართულებები ქართველოლოგიაში, გაიზარდა ახალგაზრდა ქართველოლოგთა დიგიტალური თაობა.

💝 ეს თარიღი 18 იანვარს საზეიმოდ აღნიშნეს ქალბატონი მანანას კოლეგებმა, სტუდენტებმა და ახლობლებმა.

🔸"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში ჩემთან ერთად ქმნიდა დიგიტალურ ქართველოლოგიას, მადლობა ჩემს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც ესწრებოდნენ იუბილეს, მადლობა ჩემს კოლეგებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო დაწესებულებებიდან, მადლობა ახალგაზრდა ქართველოლოგებს, რომლებიც ბათუმის საზაფხულო სკოლებში ეზიარნენ დიგიტალურ ჰუმანიტარიას და წარმატებით აგრძელებენ აკადემიურ მოღვაწეობას ამ მიმართულებით. წინ შემდეგი 25 წელია - ერთობლივი პროექტების, თანამშრომლობისა და წარმატებების წლები" - მანანა თანდაშვილი.

💐 ვულოცავთ ქალბატონ მანანას ამ განსაკუთრებულ თარიღს და ვუსურვებთ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას პროფესიულ გზაზე.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 01:00 - 16:00
Tuesday 01:00 - 16:00
Wednesday 01:00 - 16:00
Thursday 11:00 - 16:00
Friday 11:00 - 16:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია • Academy of Digital Humanities-Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category