25/07/2024
⛔️⚠️მნიშვნელოვანი პოსტია და გთხოვთ ყველას რომ გააზიაროთ! ელენეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🙂თუ დიდი ხანია ჩვენს ჯგუფს და ორგანიზაციას ადევნებთ თვალს გეცოდინებათ, რომ ელენე მართასთან ერთად იწვა იაშვილის კლინიკაში. ეს სუპერ გოგო უკვე 5 წელია იბრძვის სიცოცხლისთვის და ყოველ დღე ამ ციცქნა სიფრიფანა გოგოს უწევს ლეიკემიის დანატოვარ მონსტრებთან გამკლავება. მისი ცხოვრების ხარისხი არის დაბალი და ამის ერთადერთი მიზეზი არის ამ ქვეყანაში მოშლილი ჯანდაცვის სისტემა!!!
🥲ელენეს ბოლო პერიოდში (ყველა სხვა გართულებებთან ერთად) დაეწყო საყლაპავის პრობლემები - უჭირს ყლაპვა და შესაბამისად ვერ იკვებება. თვეზე მეტ პერიოდში ბავშვი სვამდა მხოლოდ კაკაოს, რადვან ვერ ახერხებდა თხევადი და დაბლენდერებული საკვების მიღებასაც კი. ძალიან დაიკლო წონაში... სასწრაფოდ გახდა წასაყვანი თურქეთში.
🫠ალბათ გაინტერესებთ რატომ საქართველო არ განიხილება? - იმიტომ, რომ საქართველოში უკვე თავად ექიმები დიდი ხანია ეუბნებიან რომ ვერ უმკურნალებენ მის ვერცერთ გართულებას. ფორმა 100-შიც კი უწერია სიტყვა სიტყვით რომ ვერ მოხერხდება ამ ბავშვის საქართველოში მკურნალობა, რადგან ამის არც ცოდნაა, არც ინფრასტრუქტურა და არც ადამიანური რესურსი.
😶მეორე პრობლემა მის ისტორიაში არის ის, რომ ახალი დაფინანსების პროგრამაში ელენე ვერ ჩაერთო!!! ყველა კლინიკამ თურქეთში და ისრაელში, რომლებიც ემსახურებიან საქართველოდან წასულ ონკოპაციენტ ბავშვებს განაცხადა უარი ელენეს მიღებაზე! რატომ? იმიტომ რომ ელენეს უდიდესი გზა აქვს უკვე გავლილი ერთ კონკრეტულ კლინიკაში და ყველამ განაცხადა ერთხმად რომ ბავშვმა ისევ იმავე ექიმთან და კლინიკაში უნდა გააგრძელოს მკურნალობა!
შედეგად ელენე ვერ დააფინანსა სოლიდარობის ფონდმა! ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი
🙄თურქეთში გახდა სასწრაფოდ წასაყვანი მეთქი დავწერე და რა თქმა უნდა კლინიკიდან გამოაგზავნეს სავარაუდო ინვოისი, რომელშიც შეყვანილი იყო მთელი რიგი კვლევები და სასტუმროს ხარჯი. შეიტანა ელენეს დედამ, ბელამ, ეს საბუთები დაფინანსებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში. რამდენი იწვალა და რამდენი ატარეს ლაგოდეხიდან თბილისში წინ და უკან აბსურდული ბიუროკრატიისთვის ამას აღარ დავწერ. მოვიდა პასუხი - სრული დაფინანსება - ინვოისში მითითებული თანხა $3000 სრულად დაფინანსდა! გახარებული ბელა და ელენე წავიდნენ თურქეთში...
მაგრამ თურმე სად ხარ... ამ მართლა ჩალით დაფარულ ქვეყანაში სიურპრიზები არასდროს ილევა..
😞ბავშვმა გაიკეთა კვლევები, აქვს მძიმე მდგომარეობა. გაკეთდა ენდოსკოპია, ამჟამად ესაჭიროება საყლაპავის გაგანიერების პროცედურა... რა თქმა უნდა ხარჯები გაიზარდა... ამის პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრო დაუკავშირდა კლინიკას და ეუბნება რომ ამ $3000-ში გათვალისწინებულ სასტუმროს ხარჯს ვეღარ დაფარავს და ვერ ჩარიცხავს ამ თანხის ნაწილს!!!! დაახლოებით 2500 ლარი გამოდიოდა ჯამში სასტუმროს ხარჯი და ჯანდაცვა აცხადებს უარს ამ თანხის გადახდაზე მაშინ, როცა დაფინანსების ფურცელი უკვე გაცემულია!!!!
‼️პოსტს ვდებ ორი მიზნით:
🔴 ელენეს კვლავ უნდა აუგროვდეს თანხა რომ უფულობის გამო უკან არ დააბრუნონ ბავშვი იქ, სადაც მას ხელს ვერ კიდებენ... ვერ მკურნალობენ. ეს კი რას ნიშნავს ყველა მიხვდება. კლინიკაში დავალიანება 4000 ლირას აღწევს.. ეს თანხა გაიზრდება მკურნალობის პარალელურად.
🔴მინდა ჯანდაცვის სამინისტრომ ბელას, ელენეს დედას გასცეს პასუხი რატომ იქმნება პრობლემა იქ სადაც არ უნდა იქმნებოდეს. რატომ ხდება უარის თქმა უკვე გაცემულ დაფინანსებაზე. რა ხდება?
ელენეს ვერ შველის საქართველო მაგრამ საკუთარი ქვეყანა არც სხვაგან ეხმარება. ამოცანა გვეკითხება - რა ქნას ამ დროს დედამ? 😑
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოლიდარობის ფონდი / Solidarity Fund
ბე ლა
13/07/2024
Be silent when kids sleep, not when they die...
08/07/2024
ℹ️ ფაქტი: დღეს, 2024 წლის 8 ივლისს, რუსეთმა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. კლინიკაში მკურნალობდნენ ბავშვები განსაკუთრებულად მძიმე დიაგნოზებით, მათ შორის ონკოპაციენტი ბავშვები.
დასკვნები თქვენთვის მოგვინდია..
სად დგას ამ დროს საქართველო?!
სოლიდარობა უკრაინას! რუსეთი მტერია!
#უკრაინა #რუსეთიოკუპანტია #ბავშვთაონკოლოგია #ბავშვთაკლინიკა #ონკოპაციენტი
02/07/2024
✊უმაღლესი სტანდარტის მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების მიღება ონკოპაციენტი ბავშვის უფლებაა და არა პრივილეგია!
😇მას შემდეგ რაც ჩვენი ორგანიზაცია დაარსდა და დავიწყეთ ბრძოლა ბავშვებისთვის უკეთესი სამედიცინო მომსახურებების მიღების მიზნით, 3 წლის შემდეგ შედეგები მართლაც ხელშესახები და საამაყოა! მაგრამ, მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ჯერ კიდევ გასაკეთებელი ძალიან ბევრია! ჯერ კიდევ არიან ბავშვები ვისთვისაც ხელმისაწვდომობა უმაღლესი ხარისხის მკურნალობაზე არ გაზრდილა! ონკოპაციენტ ბავშვებს კვლავ არ აქვთ არჩევანი საკუთარ ქვეყანაში და კვლავ არ აქვთ შანსი კიბოს მკურნალობის ურთულესი გზა გაიარონ სხვა ქვეყანაში გადასახლების გარეშე! საქართველოს სჭირდება ახალი, თანამედროვე და ბავშვზე მორგებული ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილება!
✊უმაღლესი სტანდარტის მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების მიღება - საკუთარ ქვეყანაში - ყველა ონკოპაციენტი ბავშვის უფლებაა და არა პრივილეგია!
🎥ონკოპაციენტი ბავშვების რეალური ისტორიების ვიდეო- სერიები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Youtube არხზე: https://www.youtube.com/watch?v=vpEmihS4Fms&list=PLgNVEYGpKxFo8pY1PCyHLRUpRLnp8Dq7R
✅პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით
#ბავშვთასიმსივნეები #ლეიკემია #ევროპულიჯანდაცვა #სუპერგმირები #მართასსახელით #ბავშვთაონკოლოგია
Account Suspended
16/06/2024
ჩვენი მხარდაჭერა კაფე მზიური • Cafe Mziuri -ს!!! ✊️ ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და გემრიელი ადგილი თბილისში! მაღალი სოციალური ღირებულების მქონე ლოკაცია, რომელიც არის თბილისის გამორჩეული სანახაობა, რაც მთავარია მისი შინაარსიდან გამომდინარე!
ვინც იცით და წლებია თვალს ადევნებთ მზიურის კაფეს, გეცოდინებათ რამხელა ისტორიას და შრომას იტევს ეს ადგილი!
მავნებლობაა ეს ყველაფერი!!!!
დღეს მივიღეთ წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან: „კაფეს მზიურს“ აღარ უგრძელებენ ხელშეკრულებას.
გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში.
8 წლის მანძილზე შემოსული ყოველი თეთრი ხმარდებოდა სივრცის განვითარებას და უამრავ ღონისძიებას, რომელსაც ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის ვატარებდით.
პერიოდულად ვახერხებდით სპონსორების და მეგობრების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი სოციალური აქტივობები.
ჩვენ ყოველთვიურად ვაბარებთ დეკლარაციას და ვიხდით ყველა გადასახადს. ხელშეკრულების განახლების წინ, ყოველ ჯერზე ვაბარებთ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, ქალაქ თბილისის მერიას, რათა პირნათლები ვიყოთ ქალაქთან და საზოგადოებასთან აღებული ვალდებულებების წინაშე.
წელს, ჩვენი თავდაუღალავი შრომის 8 წლის თავზე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი - ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად.
მზიურის კაფეს ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას - შეუნარჩუნეთ კაფე მზიურს სოციალური სივრცის ფუნქცია!
Kakha Kaladze კახა კალაძე თბილისის მერია / Tbilisi City Hall
14/06/2024
14 ივნისი სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა🥰
ეს დღე აერთიანებს ყველა სუპერგმირს😇
🩸 ერთ ადამიანს სისხლის დონაციით შეუძლია საშუალოდ სამი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა! იცოდი?
🥹 რა უნდა იყოს იმაზე დიადი და მადლიანი, როცა სიცოცხლეს ბავშვებს უზიარებ 😊
😎 თუ გინდა დაეხმარო ადამიანებს და სუპერგმირების მანტია მოისხა, დარეგისტრირდი ჩვენი მეგობრების უანგარო სისხლის დონორთა ბაზაში და ისინი დაგიძახებენ მაშინ როცა თქვენი სუპერ ძალები გახდება საჭირო @სისხლის უანგარო დონორები • Volunteer Blood Donors
LONG LIVE VOLUNTEER BLOOD DONORS🌟
შემოგვიერთდით აქ👉🏼 https://vbd.ge/geo/
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით
02/06/2024
☺️ დღეს ჩვენი ბავშვებისთვის მორიგი არტ-თერაპია ჩატარდა!
😇 ჩვენმა სუპერგმირებმა დღეს პორტრეტის ხატვა ისწავლეს პიკასოს სტილში 😁🥰 ვფიქრობ ნამდვილად ორიგინალური ნამუშევრები გამოვიდა! მადლობა ჩვენს მხატვრებს - ქეთის და თამუნას მხიარული განწყობისათვის!
😎 დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და ჩვენს მუდმივ მხარდამჭერებს! თქვენს გარეშე ეს დღე ვერ შედგებოდა!
🙏 Z • სივრცე ზეტი -ს მადლობა მეგობრობისთვის და სასიამოვნო სამუშაო სივრცისთვის!
✅პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით
#მართასსახელით #ონკოპაციენტი #ბავშვებისთვის #არტთერაპია
31/05/2024
😊 დღეს 1 ივნისის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საჩუქრების ნაწილი დარიგდა!
🤗 ვესტუმრეთ ინგოროყვას კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას სადაც მიმდინარე მკურნალობასა და დაცვით თერაპიაზე მყოფ ბავშვებს საჩუქრები დავურიგეთ
🫣 თქვენი დახმარებით 1 ივნისისთვის 8000 ლარამდე შეგროვდა!
🎁 საჩუქრები შევიძინეთ რამდენიმე მაღაზიაში და უკლებლივ ყველასთან ვისარგებლეთ დიდი ფასდაკლებებით. სწორედ ამიტომ გვინდა მადლობა ვუთხრათ წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა - Bookshop Santa Esperanza -ს, რომელმაც საოცარი წიგნები შეგვარჩევინა პატარებისთვის 🫶
🎀 ასევე მადლობა Wishlist.ge • ვიშლისთი -ს, სადაც საინტერესო სათამაშოების შეძენა შევძელით
არტე • Arte ჩვენი აღმოჩენაა, რადგან ბრენდირებული პროდუქცია - თერმუსები და ჩანთები ელვის სისწრაფით და უმაღლესი ხარისხით დაგვიბეჭდეს 🏆
🍫 გემრიელობები გვაჩუქა Supremo • სუპრემო -მ, @პასკუალმა და @დანამ 🍶
🎉 წელს ჩვენი სასაჩუქრე ჩანთა შედგებოდა შემდეგი ნივთებისგან - წიგნები, სტიკერები, ბაფთები, ჩანთები, თერმუსები, ლეგოები, გასაფერადებლები.
🎗წელს მეოთხე წელია #მართასსახელით ვახარებთ ონკოპაციენტ ბავშვებს!!!
პ.ს. რეგიონებში და საზღვარგარეთ მიმდინარე კვირაში გაიგზავნება საჩუქრები ფოსტის საშუალებით!
მ ა დ ლ ო ბ ა !