Artspace - არტსფეისი • თბილისის თავისუფალი სკოლა - Tbilisi Free School

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Artspace - არტსფეისი • თბილისის თავისუფალი სკოლა - Tbilisi Free School

Artspace - არტსფეისი • თბილისის თავისუფალი სკოლა - Tbilisi Free School Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Artspace - არტსფეისი • თბილისის თავისუფალი სკოლა - Tbilisi Free School, School, აღმაშენებლის ხეივანი 240, Tbilisi.

💛
21/09/2026

💛

ტელე-კინო აკადემია სივრცეა, სადაც ბავშვი სწავლობს საკუთარი აზრის თამამად გამოხატვას, სხვების მოსმენას, ემოციების მართვას, გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობას.

თამაშითა და შემოქმედებითი პროცესით ის იძენს თავდაჯერებას, ავითარებს მეტყველებას, წარმოსახვასა და კომუნიკაციის უნარს.

💛საფეხბურთო კლუბი F.C. Free Juniorაგრძელებს 5-დან 12 წლამდე ასაკის გოგონების 🙋‍♀️ და ბიჭების🙋‍♂️ მიღებას ვარჯიშები ტარდე...
15/09/2026

💛
საფეხბურთო კლუბი F.C. Free Junior
აგრძელებს 5-დან 12 წლამდე ასაკის გოგონების 🙋‍♀️ და ბიჭების🙋‍♂️ მიღებას

ვარჯიშები ტარდება თავისუფალი სკოლის
სპორტულ მოედანზე.

ვარჯიშებს ატარებენ UEFA-ს
ლიცენზირებული, გამოცდილი,
პროფესიონალი მწვრთნელები.

განვლილ პერიოდში, მოზარდებმა ნაყოფიერად გაიარეს საზაფხულო შეკრება და ასევე წარმატებით იასპარეზეს საფეხბურთო ტურნირში.

ჩვენთან დაგხვდებათ
მეგობრული გარემო და
ჯანსაღი ატმოსფერო.

ჩვენი პირველი
წარმატებული და მიმდინარე პროექტია
საფეხბურთო კლუბი FC Vake Junior

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ
დაგვიკავშირდეთ - ტელ: 591 19 78 07

წარმატებები ჩვენს ჯუნიორებს
🙋‍♀️🙋‍♂️⚽️🇬🇪🌐

31/08/2026

📣📣📣
Artspace - არტსფეისი . თბილისის თავისუფალი სკოლა აცხადებს რეგისტრაციას.
2026 – 2027 სასწავლო წელი

📌 მორგებული გრაფიკი სკოლის შემდეგ - 15:00 - 19:50 სთ.
🌟 მრავალფეროვანი სასწავლო და შემოქმედებითი გარემო, სადაც ბავშვები აღმოაჩენენ თავიანთ უნიკალურ შესაძლებლობებს, თბილისის თავისუფალი სკოლისა და მოწვეული მასწავლებლების პროფესიონალ გუნდთან ერთად.
შეგიძლიათ აირჩიოთ კლუბები თქვენი შვილის ინტერესებისა და თქვენი დროის მიხედვით.
🔸კლუბების ღირებულება განსხვავდება, გათვლილია 35 სასწავლო კვირაზე და შეგიძლიათ იხილოთ სარეგისტრაციო ბმულის ჩამონათვალში.
შესაძლებელია თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკის არჩევა. გთავაზობთ უფასო საცდელ გაკვეთილსაც.
🗓️სწავლა დაიწყება 2026 წლის 15 სექტემბერს და გაგრძელდება 2027 წლის 15 ივნისამდე.
📌 დამატებითი დეტალებისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://forms.gle/upe1taheNcavDXRk7

ან დაგვიკავშირდით ნომერზე -599337634; 598993399.
[email protected]
🔸სკოლისშემდეგიცხოვრება #თბილისისთავისუფალისკოლა

🏆🥇Artspace - არტსფეისი და თბილისის თავისუფალი სკოლა სიამაყით ულოცავს ზაზა ფაჩულიას აკადემიის მოზარდებს, ჩვენი სკოლის ფილ...
05/08/2026

🏆🥇

Artspace - არტსფეისი და თბილისის თავისუფალი სკოლა სიამაყით ულოცავს ზაზა ფაჩულიას აკადემიის მოზარდებს, ჩვენი სკოლის ფილიალს, ამ ბრწყინვალე გამარჯვებას — საქართველოს 14 წლამდელთა ჩემპიონობას!

გისურვებთ კიდევ უამრავ გამარჯვებას, ახალ მწვერვალებსა და დაუვიწყარ წარმატებებს!

🙏❤️ განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის გუნდის პროფესიონალ ხელმძღვანელს - ლაშა თოიძეს თავდადებული შრომისა და ამ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის!

05/08/2026

We are the champions my friends 🏆🥇
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის B ლიგის 14- წლამდელთა გუნდმა გამარჯვება ღირსეულად მოიპოვა!

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი სამწვრთნელო შტაბი:
მთავარი მწვრთნელი: ლაშა თოიძე

ვულოცავთ მათ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და რაც მთავარია დღის მთავარ გმირებს ჩვენს ბავშვებს და სამომავლოდ კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას ვუსურვებთ 🏆🌟

🌟

💛🌟ზოგი წიგნი იკითხება… ზოგი კი სცენაზე ახალ სიცოცხლეს იძენს.Artspace - არტსფეისი . თბილისის თავისუფალი სკოლის Literacy &...
08/07/2026

💛🌟
ზოგი წიგნი იკითხება… ზოგი კი სცენაზე ახალ სიცოცხლეს იძენს.
Artspace - არტსფეისი . თბილისის თავისუფალი სკოლის Literacy & Drama - ინგლისური ლიტერატურა და დრამის კლუბის შემაჯამებელი სპექტაკლი სწორედ იმ საღამოთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დიდხანს რჩება მაყურებლის გულსა და მეხსიერებაში.
წიგნიდან სცენამდე - მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე შთამბეჭდავად გააცოცხლეს Laura Ingalls Wilder-ის ცნობილი ნაწარმოები “The Little House on the Prairie”. თითოეული როლი, დიალოგი და ემოცია იყო მრავალთვიანი კითხვის, შრომის, ანალიზისა და შემოქმედებითი ძიების შედეგი.
ეს იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიქმნება მკითხველი შემოქმედად, როგორ აძლევს ლიტერატურა ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვის, თავისუფლად მეტყველების, ემპათიის, კრიტიკულად აზროვნებისა და სცენაზე თავდაჯერებულად დგომის უნარს.
⚡️ასეთ გარემოში ინგლისური ენა არ არის მხოლოდ სასწავლო საგანი - ის ხდება ცოცხალი კომუნიკაციის, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის საშუალება.
❤️განსაკუთრებული მადლობა კლუბის ხელმძღვანელს Nanuka Shapakidze რომლის პროფესიონალიზმი, შთაგონება და თითიეული მოსწავლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აისახა იმ ხარისხში, რომელიც მაყურებელმა სცენაზე იხილა.
❤️მადლობა თითოეულ მოსწავლეს ამ ემოციური საღამოსთვის.
📣თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ინგლისურ ენას სწავლობდეს არა მხოლიდ სახელმძღვანელოდან, არამედ წიგნების სამყაროს აღმოჩენით, პერსონაჟების გაცოცხლებითა და სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენით - Literacy & Drama სწორედ ის სივრცეა, სადაც ეს ყველაფერი რეალობად იქცევა.

03/07/2026

📣📣📣
Artspace - არტსფეისი . თბილისის თავისუფალი სკოლა 2026 - 2027 სასწავლო წლის რეგისტრაციას დაიწყებს 25 აგვისტოდან.

18/06/2026

💛🌟🎉სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება ერთ დიდ შემოქმედებით სამყაროდ გადაიქცა - სადაც ფერები, მუსიკა, იდეები და ბავშვების შესაძლებლობები ერთმანეთს შეხვდა.
🎨 გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აკადემიური და თავისუფალი ხატვის ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნება, ელექტროინჟინერიის და ლეგოსფეისის პროექტები და აქსესუარების ხელოვნება.
🎤 ღონისძიება განსაკუთრებული ემოციებით დააგვირგვინა ვოკალური სტუდიის კონცერტმა სკოლის პროექტით “ მე ვარ ქართველი”.
❤️ ყველაზე დიდი სიმდიდრე კი ის თვალებია, რომლებშიც მთელი წლის შრომა, სიხარული, აღმოჩენები და წარმატება იკითხებოდა.
📣❤️მადლობა მასწავლებლებსZaza Tsurtsumia Keti Tedoradze Tamuna Maisuradze@Shota Sharashenidze ლევან ნიშნიანიძე Misha Xmaladze Ia Kimeridze, თითოეულ მოსწავლეს და მშობელს, ვინც ეს წელი განსაკუთრებულად აქცია.

17/06/2026

🎹🎸 განსაკუთრებულია ემოციები, რომელსაც მხოლოდ ცოცხალი, კლასიკური მუსიკა გვჩუქნის.
უკვე 4 წელია, რაც არტსფეისის საშემსრულებლო მიმართულების მოსწავლეები აკადემიური მუსიკის სამყაროს ეცნობიან. სწავლობენ შრომის, მოთმინების, შემოქმედებითი თავისუფლების მნიშვნელობას და სცენაზე საკუთარ შესაძლებლობებს თამამად ავლენენ.
🎼აკადემიური მუსიკა მარტივი გზა არ არის. ის ყოველდღიურ შრომას, დისციპლინას, პასუხისმგებლობასა და სიყვარულს მოითხოვს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს ჩვენი მოსწავლეების ყოველი წარმატება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი და ყოველი გამარჯვება.
💛 წლევანდელი კონცერტი განსაკუთრებული იყო - ჩავერთეთ სკოლის პროექტში “მე ვარ ქართველი”, რის გამოც პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას. მათი მუსიკა ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის ცოცხალი გამოხატულებაა. ბედნიერები ვართ, რომ ახალგაზრდა მუსიკოსებმა ეს საგანძური ახალი სიცოცხლით ააჟღერეს.
📣❤️ მადლობა თითოეულ პედაგოგსTamar MtsuravishviliMari BarqaiaLali KobakhidzeEka Japaridze@ნინო ბახტაძე რომელიც ცოდნასა და გულს დებს ამ საქმეში.
📣❤️ მადლობა მშობლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
📣❤️ მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც მუსიკით ავსებენ ამ სივრცეს და ყოველ კონცერტს განსაკუთრებულ ისტორიად აქცევენ!

🌟გილოცავთ წარმატებულ პრემიერას!ტელე-კინო აკადემია💛მადლობა ტელე-კინო აკადემიის ხელმძღვანელს - Nonika Vashakmadze პროფესიო...
16/06/2026

🌟გილოცავთ წარმატებულ პრემიერას!ტელე-კინო აკადემია
💛მადლობა ტელე-კინო აკადემიის ხელმძღვანელს - Nonika Vashakmadze პროფესიონალიზმისთვის, შრომისთვის, ლამაზი პროექტისთვის, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა აღმოეჩინათ საკუთარი უნარები და ეგრძნოთ სცენის მაგია;
🙏💛მადლობა ამ პროექტისთვის, სადაც გარდა აკადემიის მოსწავლეებისა თბილისის თავისუფალი სკოლა • Tbilisi Free School სხვა მოსწავლეებსაც მისცა ამის საშუალება.
👏❤️მადლობა თითოეულ მოსწავლეს ამ ემოციური საღამოსთვის;
მადლობა რეჟისორს - Mumladze

Address

აღმაშენებლის ხეივანი 240
Tbilisi

Opening Hours

Monday 16:30 - 19:00
Tuesday 16:30 - 19:00
Wednesday 16:30 - 19:00
Thursday 16:30 - 19:00
Friday 16:30 - 19:00

Telephone

+995599337634

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Artspace - არტსფეისი • თბილისის თავისუფალი სკოლა - Tbilisi Free School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Artspace - არტსფეისი • თბილისის თავისუფალი სკოლა - Tbilisi Free School:

Shortcuts

Share

Category