გია მურღულიას უნივერსალური სკოლა

გია მურღულიას უნივერსალური სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გია მურღულიას უნივერსალური სკოლა, School, Tbilisi.

04/05/2026

გიზიარებთ GMUS-ის ლოგოს შექმნის პროცესს ☀🌸❤

23/04/2026

ჩვენი გუნდი მუშაობს თქვენი შვილებისთვის საუკეთესო პედაგოგების შესარჩევად 🎓📚


#გიამურღულია

21/04/2026

👉 გთხოვთ, შეავსოთ მცირე კითხვარი და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები.
📋 თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

🔗 https://forms.gle/FH4MLZQx8wikGjBV8

💙 მადლობა მხარდაჭერისთვის!

#გიამურღულია

20/04/2026

📚✨ გია მურღულიას უნივერსალური სკოლის საგანმანათლებლო პროექტები ✨📚

ბოლო წლებში გია მურღულიამ შექმნა რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი, რომლებიც ჰუმანიტარული განათლების ახალ პარადიგმას ქმნიან და ხელს უწყობენ როგორც ლიტერატურული ალღოსა და გემოვნების ჩამოყალიბებას, ისე ისტორიის გააზრებას, ფილოსოფიური ხედვის ელემენტების შეცნობასა და ხელოვნების გაცნობიერებულ აღქმას.

ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილი იცნობს ამ პროექტებს - ავტორი მათ ცალკეულ ელემენტებს ასწავლიდა კერძო სკოლებში: „ლოგოსში“, „ბაქსვუდში“, „შავნაბადასა“ და „მთიებში“.

მოკლედ მათ შესახებ:

📖 „მცირე პროზა“ - ეს არის კრებული, რომელშიც წარმოდგენილია გამორჩეული უცხოელი მწერლების (რიუნოსკე აკუტაგავა, ჯერომ სელინჯერი, ერნესტ ჰემინგუეი, ბერტოლდ ბრეხტი, სინკერ ლუისი, ხორხე ლუის ბორხესი, გაბრიელ გარსია მარკესი, ტონინო გუერა, უმბერტო ეკო... ) პატარა მოთხრობები, რომლებსაც ახლავს მოკლე ანოტაციები ამ შემოქმედთა შესახებ და კრებულში შეტანილ ტექსტთა გზამკვლევები. ეს საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებს შესაძლებობას აძლევს, პრაქტიკულად თითო გაკვეთილზე გაეცნონ შესანიშნავ ნაწარმოებებს, გაიაზრონ მრავალი ახალი თემა, შეისწავლონ მოთხრობის ანალიზისა და შეფასების მთავარი კრიტერიუმები, საკვანძო ფრაზები, პერსონაჟთა ხასიათების შექმნისა და დიალოგის კულტურა.

🎬 „ფილმმი“ - ეს საგანმანათლებლო პროგრამა გულისხმობს ცალკეული ცხოვრებისეული თემების (სამართლიანობა, თავისუფლება, პიროვნების დაბადება, სიყვარული, საზრისი...) კომპლექსურ გააზრებასა და შეცნობა-შესწავლას სხვადასხვა ჰუმანიტარულ განზომილებაში. რატომ „ფილმმი“?

ეს არის აბრევიატურა:
ფ - ფილოსოფია;
ი - ისტორია;
ლ - ლიტერატურა;
პირველი მ - მუსიკა;
მეორე მ - მხატვრობა;
ი - იერარქია ანუ ღირებულებათა სისტემა.

მთლიანად კი, ცხადია, ცნება „ფილმსაც“ ეს პროგრამა გვერდს არ უვლის. თითოეულ თემას 5-6 გაკვეთილი სჭირდება, ასე რომ, წლის განმავლობაში (თუ კვირაში ერთ გაკვეთილს ვიგულისხმებთ) სულ, დაახლოებით, 6-მდე თემის გავლას მოვასწრებთ). ყოველ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ მაგალითებს ვეცნობით - ლიტერატურულ, ფილოსოფიურ, ისტორიულ ტექსტებს, მუსიკალურ ნაწარმოებებს, ნახატებს და ფილმებს (მთლიანად ან ეპიზოდებს). ეს პროგრამა მოსწავლეებს საგანგებოდ მნიშვნელოვან ცოდნასა და შემეცნების გამოცდილებას აძლევს.

💭 „ფიქრი ფიქრზე“ - არსებობს სიცარიელის სრულყოფილება. წარმოიდგინეთ წიგნის მარცხენა მხარე, რომელზეც შთაგონებისთვის ვიღაც მნიშვნელოვანი ადამიანის ფიქრია აღბეჭდილი და მარჯვენა მხარე, რომლის არაფრობა თქვენს ფიქრს ელის, როგორც იმ წინარე ფიქრის გაგრძელება, შევსება, პიროვნული დასტური თუ სულაც უარყოფა.

რა იქნება ეს? რა შედეგს მოგვცემს შთაგონება და მისი სხვადქმნა? როგორი სახე აქვს ფიქრს ფიქრზე?

ეს ორი სხვადასხვა კუთხით არის აღქმული და დანახული:

პირველი - ეს გამოცემა, არსებითად, უფროსკლასელთათვის არის გამიზნული, სკოლას კი სამი უმთავრესი მიზანი აქვს: ასწავლოს საგნები, ჩამოაყალიბოს უნარები და განავითაროს ღირებულებათა სისტემა. ერთი მათგანი აკადემიური ცოდნაა, მეორე - შესაძლებლობათა გაფართოება, მესამე კი - სამყაროსა და ადამიანის მიმართ დამოკიდებულება. ამ გამოცემის ყველა მარცხენა გვერდი სწორედ ამ სამი მიმართულებით ბადებს გამოწვევას, რომელსაც მოსწავლემ თავისი ნიჭიერებითა და ორიგინალური ხედვით უნდა გასცეს პასუხი.

მეორე - არსებობს განვითარების „ჯერ“ და „მერე“. მეორე ვერ იცოცხლებს პირველის გარეშე, რადგან სამყაროში ყველაფერს, ღმერთის (ვისაც მისი სწამს) გარდა, თავისი მიზეზი და საყრდენი აქვს. მარცხენა გვერდი ბადებს მარჯვენას, წინარე ფიქრი დაბადებისკენ უბიძგებს მომდევნოს. აზროვნების ბუნება განვითარებაა და ის არასდროს სრულდება, რადგან ევოლუციას არ აქვს ბოლო.

ამ გამოცემაში ყველა მოსწავლე ბევრ თემასა და სამსჯელო იმპულსს ნახავს და მიიღებს. ეს თემები და იმპულსები მათ დაეხმარება, გზა გაიკვლიონ ფიქრის ოკეანეში - არა მხოლოდ შეიცნონ, არამედ გამოხატონ კიდეც სამყაროც და ადამიანიც. ეს არ არის ადვილი ამოცანა, მაგრამ ძალიან საინტერესო და, რიგ შემთხვევაში, სახალისოც არის.

📄 ცარიელი ფურცლის სრულყოფილება დიდი გამოწვევაა.

ძველებს უთქვამთ: „გაჩუმდი ან თქვი ისეთი რამ, დუმილს რომ სჯობდეს“.

სხვებმა იფიქრეს.

ჩვენ შეგვიძლია მათ ფიქრზე ვიფიქროთ და შევქმნათ აზროვნების ისეთი სპირალი, რომელიც რამდენიმე ადამიანის ენერგიით ცოცხლობს.

როდესაც მოსწავლე ამ გამოცემის შევსებას დაასრულებს, დაინახავს, რომ წიგნში ახალი წიგნი დაბადებულა და უკვე ავტორი გამხდარა.

✨ ეს მისი პირველი წიგნი იქნება.

არავინ იცის, დაწერს თუ არა მეორეს, მაგრამ როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ვინმე შეეკითხება, შეეცადა თუ არა, გამოეხატა თავისი თავი, მას შეეძლება უპასუხოს:

დიახ!

🧠 „ფილოსოფიური საუბრები უფროსკლასელთათვის“ – ბევრი დიდი მოაზროვნე ამბობდა, რომ სკოლამ საგნობრივი სწავლების პრინციპის შემოღებითა და დამკვიდრებით დაანაწევრა სამყარო. აბა, გაიხედეთ ფანჯრიდან გარეთ - სად არის აქ ცალ-ცალკე ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ბიოლოგია, ისტორია? სამყარო ერთიანია და ის, როგორც მთლიანობა, თითქოს გაძევებულია სკოლიდან. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვებს დავანახვოთ და შევაყვაროთ ფილოსოფიური ფიქრი, რომელიც გვეხმარება, წვეთში ოკეანე შევიცნოთ. ეს თავისუფალი ფიქრის, კითხვებისა და პასუხების გაკვეთილებია. აქ გამზადებული ჭეშმარიტებები არ არსებობს - ყველაფერი უნდა შეისწავლო, გაიაზრო და მოიპოვო. ვის აღარ შევხვდებით ამ კურსის შესწავლისას: სოკრატეს, პლატონს, პითაგორას, მარკუს ავრელიუსს, მიშელ მონტენს, ბლეზ პასკალს, ბერნარ ფონტელენს...

💡 გონებასაც ისევე სჭირდება ვარჯიში, როგორც სხეულს.
სულსაც ისევე სჭირდება განწმენდა, როგორც ქალაქს.

ეს ყველაფერი, რაც ამ ოთხი პროექტისა თუ პროგრამის შესახებ აქ მოკლედ ითქვა, მხოლოდ სიტყვებია. მთავარი ის არის, რაც გაკვეთილებზე ხდება.

🌟 კარგი მასწავლებლის ხელში ეს პროექტები შეიძლება ბავშვების დიდ სიკეთედ და სიხარულადაც იქცეს.

ეს ოთხი პროგრამა ოთხი გზაა ინტელექტისა და ზნეობის სრულყოფისკენ

18/04/2026

როგორ მასწავლებლებს ვარჩევთ ჩვენი სკოლისთვის📚🎓

17/04/2026

რა არის ქართული ენა? 🗣️📜

რა მნიშვნელობა აქვს მას საქართველოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ქართველი კაცისთვის, ისტორიისა და მომავლისთვის? ❤️🏛️⏳

როგორ გავუფრთხილდეთ, როგორ შევინარჩუნოთ და ძალუმად როგორ ვაცოცხლოთ მომავალშიც? 🌱🔥📚

15/04/2026

✨📚 ახალი სკოლის შექმნა და ამოქმედება ყოველთვის იდეათა სისტემის დაბადებაა. ამ მცირე ჩანაწერში ვსაუბრობ იმ საფუძვლებზე, რომლებზეც აიგება გია მურღულიას უნივერსალური სკოლა.

📞 +995 595 54 88 22
📧 [email protected]

14/04/2026

გაბედე - იყო ქართველი:

იფიქრე ქართულად;

ილაპარაკე ქართულად;

მოიქეცი ქართულად.

იცხოვრე, როგორც ქართველმა.

თუ შენ არა, აბა ვინ?!

ეს არის შენი არჩევანი და პასუხისმგებლობა.

06/04/2026

გია მურღულიას უნივერსალური სკოლის "მცირე კონსტიტუცია":

1. მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, თანამშრომლები, მენეჯერები ერთმანეთს პატივს მიაგებენ და გამონაკლისის გარეშე იცავენ საზოგადოებაში მოქცევის აღიარებულ წესებს.

2. სამართლიანობა ყველას პრივილეგია და მოვალეობაა.

3. პიროვნების ჩამოყალიბება და განვითარება მთავარი მიზანია.

4. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის თავისუფლება და ღირსება ხელშეუხებელია.

5. სწავლება მასწავლებლის, ხოლო სწავლა მოსწავლის უპირობო მოვალეობაა.

6. სასკოლო დისციპლინის პატივისცემა თანაბრად მოეთხოვება ყველას.

7. უსაფრთხოება დაცულია.

8. როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური ძალისხმევა პიროვნული თუ სასკოლო წარმატებისთვის წახალისებულია.

9. პასუხისმგებლობა სამშობლოს, საზოგადოების, სხვა ადამიანისა და თავისი თავის მიმართ სასკოლო კულტურის ბუნებრივი ნაწილია.

10. ჩვენ ვაღიარებთ და ვიცავთ პრინციპს: "აჯობე შენ თავს - არც ერთი დღე განვითარების გარეშე!"

05/04/2026

📣 იწყება რეგისტრაცია მასწავლებელთათვის! 📚📖

👇jobs.ge-ს ბმული კომენტარებში👇

31/03/2026

✨მოგესალმებით,

👉 დღეიდან ჩაირთო ცხელი ხაზი - 📞 595 54 88 22, რომელზეც შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია - სწავლების საფასურის ჩათვლით;

👉 ასეთივე სრული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სკოლის ფბ გვერდზე (პირადი შეტყობინების სივრცეში);

📣 ასევე ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

🔴 სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი - https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=711390
🔴 სკოლის საქმისმწარმოებელი - https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=711392
🔴 მასწავლებელი - https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=711387

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi