08/06/2026
თბილისის უშუს ფედერაცია/Tbilisi Wushu Federation
თბილისის უშუს ფედერაცია დაარსდა 2012 წელს
08/06/2026
08/05/2026
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი ლიონში (საფრანგეთი) ევროპის უშუ კუნგფუს მე-20 ჩემპიონატზე მიემგზავრება.
The national team of the Wushu National Federation of Georgia is departing for Lyon, France, for the 20th European Wushu Kungfu Championships
01/04/2026
თბილისელმა უშუისტმა სპორტსმენმა გვანცა ქარჩავამ მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია ახალგაზრდულ ულიმპიადაზე.
ულოცავთ საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციას და მთლიანად საქართველოს ამ დიდ წარმატებას!!!
25/03/2026
10th World Juniro Wushu Championships Opening Ceremony The world's highest-level youth wushu competition kicks off in Tianjin, China. Athletes from five continents have gathered to compete in 83 events, setting t...
08/02/2026
ამა წლის 6-8 თებერვალს, ა(ა)იპ თბილისის უშუს ფედერაციის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თბილისში თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური , ბობ უოლშის №23-ში მდებარე „ტანვარჯიშის არენაზე“ (დიღმის მასივი, ოლიმპიური სოფელი) გაიმართა თბილისის უშუს მე-16 ღია პირველობა.
ტურნირში თბილისის კლუბებთან და გუნდებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს 7 რეგიონის (მარნეული, წალკა, დედოფლისწყარო, დუშეთი, მარტვილი, ქუთაისი, ფოთი) სპორტული სკოლებისა და გუნდების 160-მდე სპორტსმენმა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში (უშუ-სანდა: 6-40 წ.; სპორტული ტაოლუ: 6-35 წ.; ტრადიციული ტაოლუ: 8 წლამდე ასაკიდან 60+ ვეტერანთა კატეგორიის ჩათვლით).
შეჯიბრებას უძღვებოდა ორი სამსაჯო კოლეგია (სანდასა და ტაოლუს მიმართულებით) საერთაშორისო კატეგორიის მთავარი მსაჯების — გიორგი ვერულიძის Giorgi Verulidze (უშუ-ტაოლუ) და ავთანდილ ჯიშიაშვილის ავთანდილ ჯიშიაშვილი (უშუ-სანდა) ხელმძღვანელობით.
6 თებერვალი: დაეთმო გუნდების მიღებას, რეგისტრაციას, კენჭისყრასა და მსაჯების წინასაშეჯიბრო სემინარს.
7 თებერვალი: გაიმართა ორთაბრძოლები უშუ-სანდაში და საჩვენებელი გამოსვლები სპორტულ უშუ-ტაოლუში. დღის ბოლოს შედგა გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
8 თებერვალი: ჩატარდა ფინალური ბრძოლები სანდაში და ტრადიციული უშუ-ტაოლუს გამოსვლები. ტურნირის დასასრულს დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სპორტსმენები.
ა(ა)იპ თბილისის უშუს ფედერაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში, უშუს პოპულარიზაციასა და განვითარებაში.
ფედერაციის სახელით, გვინდა თითოეული მონაწილე სპორტსმენის მიმართ გამოვხატოთ დიდი პატივისცემა და გულწრფელი მადლიერება. მათი შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც აჩვენეს, ჩვენთვის უდიდესი სიამაყის საფუძველია. ვაფასებთ მათ ერთგულებას ამ სპორტის მიმართ და გვჯერა, რომ თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი საერთო გამარჯვება და წინ გადადგმული ნაბიჯია.
მადლობას ვუხდით მწვრთნელებსა და მშობლებს, რომლებიც დაუღალავად დგანან თითოეული სპორტსმენის გვერდით. ვულოცავთ ყველა პრიზიორს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ყველას ვუსურვებთ წინსვლას მომავალ ასპარეზობებზე!
06/02/2026
"Athletes Need Professional Tournaments" - How Georgia Built Europe's Only Professional Sanda League On February 14 at 19:00, the Eurasian Professional Sanda League returns to Georgia with a six-bout international fight card featuring athletes from five countries. European Wushu Television spoke with...
26/01/2026
ამა წლის 6-8 თებერვალს ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ქ. თბილისში დიღომში ოლიმპიურ სოფელში ტანვარჯიშის არენაზე გაიმართება თბილისის უშუს მე-16 ღია პირველობა!
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
University Street #2
Tbilisi
0152
Opening Hours
| Monday | 09:00 - 21:00 |
| Tuesday | 09:00 - 21:00 |
| Wednesday | 09:00 - 21:00 |
| Thursday | 09:00 - 21:00 |
| Friday | 09:00 - 21:00 |
| Saturday | 11:00 - 15:00 |