American Studies Students Scientific Group

American Studies Students Scientific Group

Share

მიზანი - სტუდენტთა სამეცნიერო საქმია?

Photos from American Studies Students Scientific Group's post 06/05/2023

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მე-9 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა,
რომელიც მიეძღვნა პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნას და გაიმართა მისი ლექციის ჩვენება - "შექსპირი და კომპანია".
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს საინტერესო მოხსენებებისთვის.

01/12/2022

2023 წლის 29 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა მე-9 სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნას.
კონფერენციის თემატიკა ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები, კულტურა, განათლება, ლიტერატურა, ფილოსოფია, ქალთა საკითხები და ა.შ.
• მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი;
• მოხსენების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
• კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
მასალების მიღების ბოლო დღე: 2023 წლის 16 მარტი 23:00 საათი.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 29 აპრილი 11:00 საათი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის მომხსენებელმა უნდა გამოგზავნოს:
• მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი, სასწავლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: განაცხადი - მომხსენებლის სახელი და გვარი);
• ანოტაცია ინგლისურ და ქართულ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი, თითოეული 250-300 სიტყვა, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი - Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman), ანოტაციაში უნდა წარმოაჩინოთ კვლევის სიახლე, აქტუალობა, მიზნები და შედეგები (დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ანოტაცია - მომხსენებლის სახელი და გვარი);
• სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია (PDF დოკუმენტი, დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: რეკომენდაცია - მომხსენებლის სახელი და გვარი);

გაფრთხილება:
• ხელმძღვანელის რეკომენდაციის გარეშე ნაშრომები არ მიიღება;
• არ მიიღება ნაშრომები, რომლებიც არ შეესაბამება თემატიკას;
• ასევე, დაგვიანებით გამოგზავნილი ნაშრომები;
• მოხსენების სრული ტექსტის არგამოგზავნის შემთხვევაში მომხსენებელი მოიხსნება კონფერენციიდან;
• იმ შემთხვევაში, თუკი მომხსენებელი ვერ ახერხებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას, მან ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს უნდა აცნობოს არაუგვიანეს 2023 წლის 20 აპრილისა, რათა შესაძლებელი იყოს კონფერენციის პროგრამაში ცვლილებების შეტანა.

მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: [email protected]

შერჩეული მოხსენებების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2023 წლის 23 მარტს 23:00 საათამდე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ავტორებმა 2023 წლის 31 მარტის 23:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (5-6 გვერდი, Microsoft Word დოკუმენეტი, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ფონტი - Sylfaen, დამოწმების სტილი - Chicago, მოხსენებას თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის სია ანბანური თანმიმდევრობით, ჯერ ქართულ, შემდეგ უცხოურ ენებზე).


Institute of American Studies, Georgian Association for American Studies and American Studies Student Scientific Group of Faculty of Humanities at Ivane Javakhishvili Tbilisi State University is pleased to announce the 8th student scientific conference which will be held on April 29, 2023. The conference is dedicated to the memory of Professor Temur Kobakhidze.
Topics not limited: history, politics, foreign relations, culture, education, philosophy, women studies, etc.
• Paper should have one author;
• Working language for the conference is Georgian or English;
• BA and MA students with different academic disciplines are welcome to take part in the conference from accredited Georgian universities.
Important dates:
• Deadline for submission the documents – March 16, 2023, 11:00 PM.
• Opening of the conference – April 29, 2023, 11:00 AM.
To apply, please send the following documents:
• Microsoft Word document with the following information: full name of the paper, full name of the author, current institutional affiliation (title of the file with the following order: Registration form - first name, last name of the author);
• Abstract of the paper (200-250 words): Microsoft Word document, font – Times New Roman, font size – 12, line spacing – 1.5 (title of the file with the following order: Abstract - first name, last name of the author);
• Paper (5-6 pages): Microsoft Word document, font – Times New Roman, font size – 12, line spacing – 1.5, citation style – Chicago (title of the file with the following order: Paper - first name, last name of the author);
• Reference letter from the scientific supervisor on the paper (title of the file with the following order: Reference letter – first name, last name of the author);
Attention:
• Paper will not be accepted without the reference letter from the scientific supervisor;
• Papers that do not correspond to the topics will not be accepted;
• Also, late submitted papers will not be accepted;
• If the author does not send a full text of the report, he/she will not be allowed at the conference;
• If a speaker can not attend the conference, he/she must notify the Organizing Committee no later than April 20th, 2023, so that changes can be made to the conference program.

Documents should be sent to the following E-mail - [email protected]
The authors of the selected reports will be notified via e-mail by March 23, 2023 until 11:00 PM. After receiving a positive response, the authors must send the full text of the report by March 31, 2023, until 11:00 PM (5-6 pages, Microsoft Word document, font size 12, line spacing - 1.5, font – Times New Roman, Chicago style citation, the list of used literature should be in alphabetical order).

Photos from American Studies Students Scientific Group's post 25/09/2022

ამერიკისმცოდნეობის მე-8 ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე მოწვეული სტუმარი იყო კულტურული პროგრამების კოორდინატორი რაიან შერმანი.
მადლობა პროფესორებს მხარდაჭერისთვის, დოქტორანტებს კონფერენციის ორგანიზებისთვის, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტებს საინტერესო მოხსენებებისთვის.
ასევე, მადლობა თამარ ხუბერაშვილს კონფერენციის პროგრამის დიზაინისთვის.

Photos from American Studies Students Scientific Group's post 25/09/2022

ამერიკისმცოდნეობის სამეცნიერო წრის ორგანიზებით 2022 წლის 7 მაისს ჩატარდა ამერიკისმცოდნეობის მე-8 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპოლამტიური ურთიერთობის 30-ე წლისთავს მიეძღვნა.

Photos from American Studies Students Scientific Group's post 25/09/2022

ამერიკისმცოდნეობის სამეცნიერო წრის ბოლო შეხვედრაზე ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტმა ქეთევან ხოხიაშვილმა ჩაატარა სემინარი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს და პიროვნული თავისუფლების პრობლემას ამერიკულ ლიტერატურაში (ჰერმან მელვილის და კენ კიზის რომანების მიხედვით). სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

25/09/2022

მესამე სემინარი ეხებოდა ადამიანის უფლებებსა და ღირებულებებს აშშ-ის კონსტიტუციაში. მადლობას ვუხდი ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს თამთა ზაქარაშვილს ასეთი საინტერესო სემინარისთვის. სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მადლობა სტუდენტებს დასწრებისთვის და შეკითხვებისთვის.

25/09/2022

სამეცნიერო წრის მეორე შეხვედრაზე ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტმა ნინო დონაძემ ჩაატარა სემინარი - პატრიოტიზმის სწავლება ამერიკულ სკოლებში (ისტორიის სწავლების მაგალითზე). სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

Photos from American Studies Students Scientific Group's post 25/09/2022

ამერიკისმცოდნეობის სამეცნიერო წრის ორგანიზებით გასულ წელს ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტებმა ჩაატარეს სემინარები ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების შესახებ შეერთებულ შტატებში. პირველი სემინარი, რომელიც გიორგი თათარაშვილმა ჩაატარა, ეხებოდა ამერიკულ პურიტანულ ღირებულებებს.
მადლობა სტუდენტებს დაინტერესებისთვის, შეკითხვებისთვის და შეფასებებისთვის. მადლობა გიორგის ასეთი საინტერესო სემინარისთვის.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


3 Ilia Chavchavadze Avenue
Tbilisi
0179