12/06/2023
ადამიანს ძალიან დიდი რესურსი აქვს, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუმცა, რესურსის გამოსაყენებლად ჯერ მისი მოძიებაა საჭირო, რაც, პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცნობას გულისხმობს.
სტრესს წარმოქმნის სწორედ ის მდგომარეობა, როდესაც ჯერ არ გვაქვს საკუთარი თავი შესწავლილი, არ ვიცნობთ ჩვენივე სხეულს, არ ვიცით ცხოვრების ამ ეტაპზე რა რესურსი გაგვაჩნია. მიზნები და მოთხოვნები კი დიდი და ხშირ შემთხვევაში არარეალისტური გვაქვს.
სწორედ ეს შეუსაბამობა იწვევს სტრესს და შფოთვას.
გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ სტრესთან უკეთ გამკლავებაში ან საუკეთესო შემთხვევაში თავის არიდებაში.
🟢ნუ იქნებით მაქსიმალისტი. ნუ მოთხოვთ საკუთარ თავს შეუძლებელს. უმჯობესია გქონდეთ რეალისტური მოლოდინი და გაითვალისწინოთ როგორც საკუთარი, ასევე სხვების შესაძლებლობები.
🟢შეადგინეთ გეგმა და მიჰყევით მას. საქმის ბოლო წუთამდე გადადებამ შეიძლება დიდი სტრესი გამოიწვიოს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს
🟢დაიცავით ბალანსი. ადამიანს, რომელიც მთელ დროს სამსახურში ატარებს, არც დრო რჩება და არც ენერგია, რომ ისიამოვნოს იმით, რისთვისაც ამდენი იშრომა.
🟢იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. განივითარეთ სასარგებლო ჩვევები. ფიზიკური აქტივობა განწყობას ამაღლებს და ორგანიზმს სტრესთან გასამკლავებლად ამზადებს. ჯანსაღად იკვებეთ, დაისვენეთ და საკმარისად იძინეთ.
🟢და რაც მთავარია იცხოვრეთ დღევანდელი დღით
დაფიქრდით და დააკვირდით, რა გიქმნით სტრესს, რას გრძნობთ, რას ფიქრობთ ან როგორ რეაგირებთ ამ დროს. რაც უფრო კარგად გეცოდინებათ, როგორ რეაგირებთ სტრესის დროს, მით უფრო ადვილად გაუმკლავდებით მას. დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა გამორიცხოთ სტრესის გამომწვევი მიზეზები.