03/04/2024
✅კოლეჯში „მერმისი“ მომავალ მეწარმეთა კლუბი აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას.
✅ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს „სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში 2024 წლის 2 აპრილს გაიმართა კლუბის წევრების მორიგი სამუშაო შეხვედრა.
✅შეხვედრის დროს გაკეთდა მოკლე პრეზენტაცია კლუბის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს იდეები სწავლის დასრულების შემდგომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და განხორციელების შესახებ.
#კოლეჯიმერმისი
#მომავალმეწარმეთაკლუბი
#პროფესიულიგანათლება
25/04/2023
✅ მომავალ მეწარმეთა კლუბი აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას.
✅ ექსტრაკურიკულური აქტივობის ფარგლებში, 2023 წლის 24 აპრილს გაიმართა კლუბის წევრების მორიგი სამუშაო შეხვედრა.
✅ კლუბის წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს იდეები სწავლის დასრულების შემდგომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და განხორციელების შესახებ.
23/12/2022
სსიპ კოლეჯის „მერმისი“ „მომავალ მეწარმეთა კლუბის წევრებთან“ ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „მომინანქრების“ კურსდამთვრებულებმა, რომლებმაც სწავლის დასრულების შემდგომ წამოიწყეს ერთობლივი ბიზნესი, შექმნეს საწარმო "შემეფტონი", შემდგომ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოიგეს გრანტი საქმიანობის გასაფართოებლად;. შეხვედრა უძღვებოდნენ კოლეჯის კურსდამთავრებულები შპეტიშვილი ლალი და ჭინჭარაული ირინა.
შეხვედრა აქტიური კითხვა პასუხის რეჟიმით დასრულდა
22/12/2022
კოლეჯის „მერმისი“ პარტნიორი კომპანიის - საქართველოს დეკორატიული მცენარეებისა და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ნინო ხარხელაური ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯის "მომავალ მეწარმეთა კლუბის" წევრებს უტარებს მასტერკლასს მცენარეთა გასხლვაში.
22/12/2022
სსიპ კოლეჯში „მერმისი“ ა (ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს „სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში პარტნიორი კომპანიის - საქართველოს დეკორატიული მცენარეებისა და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ნინო ხარხელაურმა "მომავალ მეწარმეთა კლუბის" წევრებისათვის - კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისთვის გამართა სამდღიანი ტრენინგი "დეკორატიული ბაღის მოვლა".
ტრენინგმა დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებს შორის.
დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს საინტერესო ტრენინგის წარმართვისთვის
22/12/2022
სსიპ კოლეჯში „მერმისი“ ა (ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს „სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში პარტნიორი კომპანიის - საქართველოს დეკორატიული მცენარეებისა და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციისა და კოლეჯის დირექციის, პედაგოგებისა და პროფესიული სტუდენტების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს სკვერის მოწყობის ღონისძიებები.
22/12/2022
სსიპ კოლეჯის "მერმისი" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "გრაფიკული დიზაინის შესრულება" პროფესიული სტუდენტების მიერ შეიქმნა მეწარმეთა კლუბის ლოგო
20/12/2022
სსიპ კოლეჯში "მერმისი" „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის ფარგლებში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის ა(ა)იპ „საქართველოს დეკორატიული მცენარეების და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციისა" და კოლეჯის "მომავალ მეწარმეთა კლუბის" წევრების აქტიური ჩართულობით დაიწყო სკვერის მოწყობა
20/12/2022
სსიპ კოლეჯის "მერმისი" „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის ფარგლებში შექმნილმა მომავალ მეწარმეთა კლუბის მონაწილეების სამუშაო შეხვედრამ აქტიურ რეჟიმში ჩაირა. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი, სტარტაპერი და მეწარმე დარეჯან თედორაძე
05/12/2022
სსიპ კოლეჯში „მერმისი“ ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს „სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში შეიქმნა „მომავალ მეწარმეთა კლუბი“.
კლუბის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს მეწარმეობის სფეროთი დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული სტუდენტები და მისცეს მათ საშუალება განახორციელონ სხვადასხვა საინტერესო აქტივობები და პროექტები.
შეხვედრაზე შემუშავდა წესდება და სამოქმედო გეგმა.