მე მიყვარს ფსიქოლოგია

მე მიყვარს ფსიქოლოგია

Share

პირადი ბლოგი

21/06/2026

დღეს ერთ-ერთი ადამიანი დავბლოკე. რატომ? იმიტომ, რომ ჩემს გვერდზე აგრესიისა და უხეშობის ადგილი არ არის.
​ზოგჯერ, როცა პოსტს ვდებ, საპასუხოდ ვიღებ შეფასებებს, რომ ეს „აბდაუბდაა“. ოკ, მე მესმის, რომ ზოგჯერ ადამიანებს სხვა გამოცდილება აქვთ, დასწავლული ქცევის ზოგიერთი გამოვლინება. მაგრამ არის შემთხევა, რომ ზოგჯერ ეს შეფასებები აგრესიაშიც გადადის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მტკივნეულია ზოგიერთისთვის იმ სიმართლესთან შეხვედრა, რომელიც მათ კომფორტის ზონას არღვევს.
​მინდა ვთქვა ერთი რამ, დაბლოკვა არ არის სისუსტე. ეს არის ყველაზე მკაფიო საზღვარი, რომელსაც საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას ვუწესებ.
​ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ყველას უნდა ვუპასუხოთ, ყველას დავუმტკიცოთ ჩვენი სიმართლე და ყველა უხეშობას გავცეთ პასუხი. სინამდვილეში კი, ყველაზე ძლიერი „პასუხი“ არის დუმილი და არჩევანი — არ დაუშვა შენს სივრცეში ის, რაც შენს პრინციპებსა და სიმშვიდეს ეწინააღმდეგება.
​როგორც ჩემს ერთ-ერთ პოსტში ვწერდი, „გაშვება“ არის ბევრი პატარა გადაწყვეტილება ყოველდღიურად. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება არის ტოქსიკური გარემოსგან გათავისუფლება. მე არ ვარ ვალდებული, ვიღაცის უზრდელობას ჩემი ენერგიით ვუპასუხო.
​ჩემი გვერდი არის ადგილი მათთვის, ვისაც სურს საკუთარ თავზე მუშაობა, ემოციების გააზრება და საკუთარ „მესთან“ დაბრუნება. თუ ამ ქმედებას ვიღაცის აგრესია მოყვება, მათთვის სხვა სივრცეები არსებობს. მე კი ვირჩევ სიმშვიდეს და იმ ადამიანებს, ვინც პატივისცემით საუბრობს.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi