05/11/2024
გრძელდება რეგისტრაცია Dungeons & Dragons - ის კლუბში (ბაქსვუდის წყნეთის ფილიალში).
Dungeons & Dragons (DND) ესაა ამაღელვებელი და მიმზიდველი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში, რომელიც მოზარდებში ანვითარებს კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებას, გუნდურობას და ზრდის წარმოსახვის უნარს. კლუბი განსაზღვრულია 6-14 წლის მოსწავლეებისთვის (და არამარტო) და ახალგაზრდებში აძლიერებს სოციალურ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და ისტორიის გადმოცემას.
თითოეული სესიის განმავლობაში მოზარდები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ზღაპრული დავალებების შესრულებაში, შეიძენენ მეგობრებს და მათთან ერთად გადალახავენ დაბრკოლებებს. Dungeons and Dragons ესაა თამაში, სადაც წარმოსახვას არ აქვს საზღვრები!
კურსის ღირებულებაა თვეში 90 ლარი. სესიები ჩატარდება ყოველ სამშაბათს.
Join our DnD kids club - strategic thinking, and team-working skills through the fun game of Dungeons & Dragons tailored just for kids.