ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახური

ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახური ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახური

ი. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქორეაბილიტაციის სამსახური გთავაზობთ სერვისებს სხვადასხვა მიმართულებით:
ფსიქოდიაგნოსტიკა (ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფასება), რაც გულისხმობს ბავშვის განვითარების შესაბამისობის განსაზღვრას დადგენილ ასაკობრივ ნორმებთან;
პირველადი კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულების ფსიქოლოგებთან და შესაბამისი თერაპია:
ენისა და მეტყველების თერაპია;
აკადემიური თერაპია;
ფსიქორეაბილიტაცია;
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპია.

07/07/2026

სს “საქართველოს კლინიკები” ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თინათინ ქართველიშვილი ბავშვის განვითარებაში ბაღის როლის შესახებ გვესაუბრება 👇

თუ თქვენს პატარას აღენიშნება ბაღის პროტესტის ნიშნები, მიმართეთ სპეციალისტს შესაბამისი რეკომენდაციების და საჭიროების შემთხვევაში, თერაპიული მკურნალობის მისაღებად!

📞 16 033
📍 თბილისი, გივი ჟვანიას N3 (ლუბლიანას N25)
🌐 clinics.ge

07/07/2026

სს “საქართველოს კლინიკები” ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თინათინ ქართველიშვილი ბავშვის სკოლამდელ ფსიქოემოციურ, კოგნიტურ და მოტორულ განვითარებაზე 👇

თუ თქვენი პატარა ვერ ავლენს შესაბამის უნარებსა და მზაობას, სასურველია, მიმართოთ სპეციალისტს შესაბამისი რეკომენდაციების და საჭიროების შემთხვევაში, თერაპიული მკურნალობის მისაღებად!

📞 16 033
📍 თბილისი, გივი ჟვანიას N3 (ლუბლიანას N25)
🌐 clinics.ge

02/07/2026

ემოციების რეგულაცია არ ნიშნავს ემოციების ჩახშობას. 💜

როდესაც ბავშვი სწავლობს ემოციების ამოცნობას, დასახელებასა და გაგებას, მას უფრო მარტივად შეუძლია საკუთარი ქცევისა და რეაქციების მართვაც.

ამ ვიდეოში ჩვენი კლინიკის ფსიქოთერაპევტი საუბრობს:
✨ რა არის ემოციების რეგულაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
✨ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს ამ უნარის განვითარებაში;
✨ და წარმოგიდგენთ ემოციების თამაშს, რომელიც თამაშის გზით ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს:
•ემოციების ამოცნობაში;
• ემოციებზე საუბრის დაწყებაში;
• სხვადასხვა სიტუაციაში საკუთარი რეაქციების გააზრებაში;
• ემოციების რეგულაციის პრაქტიკულ ვარჯიშში.

ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც სწავლა თამაშთან არის დაკავშირებული, ახალი უნარების განვითარება ბავშვებისთვის ბევრად უფრო საინტერესო, ბუნებრივი და ეფექტური ხდება.

📹 უყურეთ ვიდეოს და გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ ეხმარებით ბავშვებს ემოციების მართვის სწავლაში?

https://www.facebook.com/share/v/1CS9VArYF8/?mibextid=wwXIfr

💗🙌🏻 ჩვენი სპეციალისტების და მეგობრების მიერ შექმნილი თამაში, არ გადადოთ ბედნიერი მომენტების დაგროვება🫶ციციშვილის ფსიქოლო...
01/06/2026

💗🙌🏻 ჩვენი სპეციალისტების და მეგობრების მიერ შექმნილი თამაში, არ გადადოთ ბედნიერი მომენტების დაგროვება🫶

ციციშვილის ფსიქოლოგიური სამსახური გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს💛💛👦

გილოცავთ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ✨

თამაში ბავშვისთვის სამყაროს შეცნობისა და ემოციების გამოხატვის მთავარი ენაა. თამაში აახლოებს მშობლებსა და შვილებს, ქმნის დაცულობის განცდას და უპირობო სიყვარულის მოგონებებს, რომლებიც მთელი ცხოვრება მიჰყვებათ.

ჩვენთან თამაშებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგები ქმნიან, ცოდნით, გამოცდილებით, ბავშვების სიყვარულით, მზრუნველობით და პატივისცემით.

მოდით, დღეს (და ყოველდღე) ვაჩუქოთ მათ მეტი დრო, მხიარულება და ერთად ყოფნის ბედნიერი მომენტები! #საუკეთესომომენტები #მომენტები #ბავშვთადაცვისდღე #ბავშვთადაცვისდღესგილოცავთ🎈🎈🎈🎈🎈🎈🍭❤️😘

ვულოცავთ ჩვენს ფსიქოთერაპევტ თამარ (თათული) ბაკურაძეს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ❤️."ჩემს პროფესიაში მთავარი ღირებულება სანდ...
21/04/2026

ვულოცავთ ჩვენს ფსიქოთერაპევტ თამარ (თათული) ბაკურაძეს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ❤️.

"ჩემს პროფესიაში მთავარი ღირებულება სანდოობა და უწყვეტი განვითარებაა. წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება და ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი პროცესი დღეს ახალ, საერთაშორისო ეტაპზე გადადის.

VSOF-ის (Violet Solomon Oaklander Foundation) სერტიფიცირების პროცესი ჩემთვის იმ მაღალი სტანდარტების კიდევ ერთი დასტურია, რომლითაც ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას წარვმართავ. ეს არის შესაძლებლობა, ჩემი პროფესიული ხედვა და დაგროვილი ცოდნა საერთაშორისო გამოცდილებას დაუკავშირდეს და კიდევ უფრო მეტი რესურსი შევძინო იმ თერაპიულ გარემოს, რომელსაც ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ვქმნი.

მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ოკლანდერის ინსტიტუტის მიმართ - Gestalt Play Therapy Georgia. მადლობა იმ პროფესიული სივრცის შექმნისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მუდმივად ვიყოთ ძიების პროცესში, გავიღრმავოთ ცოდნა და მივიღოთ მხარდაჭერა საერთაშორისო აღიარების გზაზე. თქვენი წვლილი ფასდაუდებელია საქართველოში ვაიოლეტ ოკლანდერის მოდელის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრებასა და განვითარებაში.

მიხარია, რომ ამ გზას ჩემს კოლეგებთან ერთად გავდივარ. წინ კიდევ უფრო მეტი სიღრმე და ახალი აღმოჩენებია!" - თამარ ბაკურაძე.

👩‍🎓სიამაყით გაცნობთ და გიზიარებთ ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტის კურსდამთებრებული - აწ უკვე გეშტალტ თამაშით თერაპევტი, რომელმაც ახლახანს წარმატებით დაიცვა დიპლომი - თამარ ბაკურაძის უკუკავშირს ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში სწავლის შესახებ:

"ჩემს პროფესიაში მთავარი ღირებულება სანდოობა და უწყვეტი განვითარებაა. წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება და ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი პროცესი დღეს ახალ, საერთაშორისო ეტაპზე გადადის.

VSOF-ის (Violet Solomon Oaklander Foundation) სერტიფიცირების პროცესი ჩემთვის იმ მაღალი სტანდარტების კიდევ ერთი დასტურია, რომლითაც ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას წარვმართავ. ეს არის შესაძლებლობა, ჩემი პროფესიული ხედვა და დაგროვილი ცოდნა საერთაშორისო გამოცდილებას დაუკავშირდეს და კიდევ უფრო მეტი რესურსი შევძინო იმ თერაპიულ გარემოს, რომელსაც ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ვქმნი.

მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ოკლანდერის ინსტიტუტის მიმართ - Gestalt Play Therapy Georgia. მადლობა იმ პროფესიული სივრცის შექმნისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მუდმივად ვიყოთ ძიების პროცესში, გავიღრმავოთ ცოდნა და მივიღოთ მხარდაჭერა საერთაშორისო აღიარების გზაზე. თქვენი წვლილი ფასდაუდებელია საქართველოში ვაიოლეტ ოკლანდერის მოდელის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრებასა და განვითარებაში.

მიხარია, რომ ამ გზას ჩემს კოლეგებთან ერთად გავდივარ. წინ კიდევ უფრო მეტი სიღრმე და ახალი აღმოჩენებია!" - თამარ ბაკურაძე.

🎓✨ ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი ულოცავს თამარს დიპლომის წარმატებით დაცვას!

გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტის გუნდი თამარს თამამად უწევს რეკომენდაციას, ემსახუროს საკუთარ პროფესუას - ფსიქოთერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან, ნამდვილად მისი საქმეა!

ვულოცავთ თამარს გეშტალტ თამაშით თერაპევტის დიპლომის მიღებას და ვუსურვებთ მომავალში უწყვეტ განვითარებას, პროფესიულ ზრდასა და დიდ წარმატებებს! 🌟

ვულოცავთ მნიშველოვან ნაბიჯს ჩვენს ფსიქოთერაპევტ თინათინ ქართველიშვილს ❤️"ვაიოლეტ ოკლანდერის გეშტალტ თერაპიის პროგრამის დ...
21/04/2026

ვულოცავთ მნიშველოვან ნაბიჯს ჩვენს ფსიქოთერაპევტ თინათინ ქართველიშვილს ❤️

"ვაიოლეტ ოკლანდერის გეშტალტ თერაპიის პროგრამის დასრულება ჩემთვის მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლება არ ყოფილა — ეს იყო გზა ბავშვის შინაგანი სამყაროს სიღრმისეული გაცნობისკენ. ამ მეთოდოლოგიამ დამანახა, როგორ იქცევა თამაში და შემოქმედება თერაპიულ ენად, რომლითაც ბავშვებთან და მოზარდებთან ნამდვილი კავშირის დამყარებაა შესაძლებელი. ამ პროცესმა მასწავლა, როგორ დავეხმარო ბავშვს საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში, შინაგანი ძალის პოვნასა და „მე“-ს გაჯანსაღებაში თამაშის, ხატვისა და შემოქმედებითი პროექციების მეშვეობით. ეს ცოდნა საშუალებას მაძლევს, ვიყო საიმედო მეგზური მათი ემოციური გაჯანსაღებისა და ზრდის პროცესში." - თინათინ ქართველიშვილი.

🎓 წარმოგიდგენთ ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტის კიდევ ერთ დიპლომირებულ კურსდამთავრებულს - თინათინ ქართველიშვილს - აწ უკვე გეშტალტ თამაშით თერაპევტს ✨

თინათინი არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მიზანდასახულობა, შრომა და საკუთარი საქმის სიყვარული. მან წარმატებით დაიცვა დიპლომი და დღეს უკვე მზად არის, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ბავშვებთან მუშაობის პროცესში — იქ, სადაც განსაკუთრებული სითბო, მოთმინება და პროფესიონალიზმი ერთიანდება 💛

🎉ჩვენთვის დიდი სიამაყეა მისი გზა და განვითარება. თითოეული ასეთი ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ.

💬გიზიარებთ მის გულწრფელ უკუკავშირს ჩვენს ინსტიტუტში სწავლის გამოცდილებისა და მნიშვნელობის შესახებ:

"ვაიოლეტ ოკლანდერის გეშტალტ თერაპიის პროგრამის დასრულება ჩემთვის მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლება არ ყოფილა — ეს იყო გზა ბავშვის შინაგანი სამყაროს სიღრმისეული გაცნობისკენ. ამ მეთოდოლოგიამ დამანახა, როგორ იქცევა თამაში და შემოქმედება თერაპიულ ენად, რომლითაც ბავშვებთან და მოზარდებთან ნამდვილი კავშირის დამყარებაა შესაძლებელი. ამ პროცესმა მასწავლა, როგორ დავეხმარო ბავშვს საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში, შინაგანი ძალის პოვნასა და „მე“-ს გაჯანსაღებაში თამაშის, ხატვისა და შემოქმედებითი პროექციების მეშვეობით. ეს ცოდნა საშუალებას მაძლევს, ვიყო საიმედო მეგზური მათი ემოციური გაჯანსაღებისა და ზრდის პროცესში." - თინათინ ქართველიშვილი.

📚თუ შენც გრძნობ, რომ გინდა, შეისწავლო ოკლანდერის მოდელი, გახდე პასუხისმგებლიანი და ეთიკური გეშტალტ თამაშით თერაპევტი და რეალციური გეშტალტ მიდგომით იმუშაო ბავშვებთან და მოზარდებთან — ახალი სასწავლო ნაკადის მიღება უკვე დაწყებულია.

⛓️‍💥რეგისტრაციისთვის მიყევი ბმულს:
https://forms.gle/VyZxjY45tJveGGh47

✨ ვულოცავთ თინათინს ამ ღირსშესანიშნავს პროფესიულ წარმატებას! 🎉🎉

18/04/2026

ჩვენი კლინიკის ფსიქოლოგი კესო ჭურღულია გიზიარებთ მოსაზრებებს სასკოლო ფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ 👩🏻‍🏫

https://www.facebook.com/share/v/1RPYuoQNnm/

Address

დიღმის მასივი, ლუბლიანას 21 ა
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995322600600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share