Gl School • ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Gl School • ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი

Gl  School • ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Gl School • ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი, Language school, პეკინის ქ #34, Tbilisi.

Gl School-ი კემბრიჯის  უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად არის სერტიფიცირებული, როგორც საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზად...
19/09/2026

Gl School-ი კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად არის სერტიფიცირებული, როგორც საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრი თბილისში ! ✨

ზედიზედ მე-4 წელია, რაც კემბრიჯის გუნდისაგან აღიარების წერილს ვიღებთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და სანდო მოსამზადებელი ცენტრი, რაც განსაკუთრებული მოტივაციითა და სიამაყით გვავსებს. 🤗💙

აქვე შეგახსენებთ, რომ გრძელდება მიღება ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე +995 555 39 88 48 ☎️

21/08/2026

📢 Gl School-ის ბათუმის ფილიალში (DS Mall) მიმდინარეობს მიღება 2026 ახალი აკადემიური წლიდან ინგლისური ენის შესწავლის მსურველთათვის! 🇬🇧✨

აქტიურ ფაზაშია ჯგუფების დაკომპლექტება და სწავლა დაიწყება სექტემბრის თვიდან.

რას გთავაზობთ Gl School-ი?
🔹 კომფორტული სასწავლო სივრცე;
🔹 კვალიფიციური, საერთაშორისო დონის პედაგოგები;
🔹 ცოცხალი და ინტერაქციული სწავლება;
🔹 უნიკალური პერსპექტივა დიდ ბრიტანეთში - საზაფხულო სკოლები და ექსკლუზიური პროგრამები.

📍 მისამართები:

ბათუმი: ტბელ აბუსერიძის 5, DS Mall-ის შენობა, ოთახი 28.

თბილისი: საბურთალო - პეკინის გამზირი 34; გლდანი- ომარ ხიზანიშვილის ქუჩა 17.

📩 რეგისტრაციისთვის: მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
📞 ან დაგვიკავშირდით: +995 555 39 88 48

15/08/2026
📢 გაიხსნა ახალი სარეგისტრაციო ადგილები 2026-2027 სასწავლო წლისთვის! 🇬🇧✨სწავლების მსურველთა მოთხოვნიდან გამომდინარე, Gl S...
14/08/2026

📢 გაიხსნა ახალი სარეგისტრაციო ადგილები 2026-2027 სასწავლო წლისთვის! 🇬🇧✨

სწავლების მსურველთა მოთხოვნიდან გამომდინარე, Gl School-ი გაფართოვდა და ვაცხადებთ დამატებით მიღებას ახალი აკადემიური წლისთვის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში 🚀

თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა გადალახოს სასაუბრო ბარიერი, შეიყვაროს ინგლისური ენა და ისწავლოს თავდაჯერებულად — ჩვენი კარი თქვენთვის ღიაა!

რას გთავაზობთ Gl School-ი?

🔹 კომფორტული სასწავლო სივრცე - ადგილი ახალი აღმოჩენებისა და კომფორტული განათლებისთვის.
🔹 კვალიფიციური, საერთაშორისო დონის პედაგოგები - ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლის პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად.
🔹 ცოცხალი და ინტერაქციული სწავლება - გაკვეთილები ტარდება პრაქტიკასა და კომუნიკაციაზე ორიენტირებული მეთოდებით.
🔹 უნიკალური პერსპექტივა დიდ ბრიტანეთში - საზაფხულო სკოლების ექსკლუზიური პროგრამები მხოლოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის, შიდა უპროცენტო განვადებით.

⏳ ადგილების რაოდენობა ახალ ჯგუფებში შეზღუდულია! არ გამოტოვოთ შანსი, გახდეთ ჩვენი წარმატებული გუნდის ნაწილი.

📍 მისამართები:
თბილისი: საბურთალო - პეკინის გამზირი 34; გლდანი- ომარ ხიზანიშვილის ქუჩა 17.

ბათუმი: ტბელ აბუსერიძის 5, DS Mall-ის შენობა.

📩 რეგისტრაციისთვის: მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
📞 ან დაგვიკავშირდით: +995 555 39 88 48

05/08/2026

დღეს განსაკუთრებული დღეა — GI School-ის მოსწავლეებმა ოქსფორდის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა წარმატებით დაასრულეს! 🎓🇬🇧
უზომოდ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით. თქვენმა შრომისმოყვარეობამ, ენთუზიაზმმა და მონდომებამ ეს მოგზაურობა დაუვიწყარ გამოცდილებად აქცია. ვიმედოვნებთ, რომ ოქსფორდში გატარებულმა დრომ ღირებულ ცოდნასთან ერთად ახალი მეგობრები, საინტერესო მოგონებები და მომავლის დიდი რწმენა შეგძინათ.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვისი ძალისხმევითაც ეს შესაძლებლობა რეალობად იქცა, და განსაკუთრებით ჩვენს მოსწავლეებს — GI School-ის ასეთი ღირსეული წარდგენისთვის.
გილოცავთ საზაფხულო სკოლის დასრულებას! გისურვებთ დიდ წარმატებას მომავალ სწავლაში და მოუთმენლად ველოდებით თქვენს ახალ მიღწევებს! 👏🎊🌟

Today is a very special day as our Gl School students graduate from their International Summer School in Oxford. 🎓🇬🇧
We are incredibly proud of each and every one of you. Your hard work, enthusiasm, and dedication have made this journey a great success. We hope this experience has given you not only valuable knowledge but also unforgettable memories, new friendships, and greater confidence for the future.
A heartfelt thank you to everyone who made this opportunity possible, and especially to our wonderful students for representing Gl School with pride.
Congratulations on your graduation! We wish you every success in your future studies and look forward to seeing all that you will achieve.👏🎊🌟 . # Graduation

ჩვენი საზაფხულო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ საგანმა...
03/08/2026

ჩვენი საზაფხულო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ საგანმანათლებლო ცენტრს - ოქსფორდის უნივერსიტეტს ვეწვიეთ! 🏛️📚

ოქსფორდი მხოლოდ საუკუნოვანი არქიტექტურა და ულამაზესი ეზოები როდია, ეს მსოფლიო საგანმანათლებლო ისტორიის კერაა. ასეთ გარემოში მოხვედრა კი მოზარდისთვის უდიდესი მოტივაციაა.
🔹მოსწავლეები ხედავენ, რომ გლობალური განათლება ხელმისაწვდომი და რეალურია;
🔹 იფართოებენ თვალსაწიერს და ისახავენ ახალ, უფრო ამბიციურ მიზნებს;
🔹 რწმუნდებიან, რომ შრომითა და ცოდნით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობაა შესაძლებელი! 💡

გვიხარია, რომ ამ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ვიზიარებთ. ❤️🇬🇪

🇬🇧🌍 Gl School-ის მოსწავლეები  საზაფხულო სასწავლო პროგრამით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ. 🎓მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში...
30/07/2026

🇬🇧🌍 Gl School-ის მოსწავლეები საზაფხულო სასწავლო პროგრამით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ. 🎓

მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში წამყვან სასწავლო ცენტრებში, სრულად ინგლისურენოვან გარემოში, ინტერაქციული და სახალისო გაკვეთილები ჩაუტარდებათ. 👩🏻‍🏫

ლონდონის ქუჩები, ისტორიული ოქსფორდი და კემბრიჯი, ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან, სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული დღეები...✨🎈

კურსის დასრულების შემდგომ კურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. 🎊

წარმატებულ და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს. 💙

ჩვენმა პატარა მოსწავლეებმა კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და Movers-ისა და Flyers-ის სერტიფიკატები...
23/07/2026

ჩვენმა პატარა მოსწავლეებმა კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და Movers-ისა და Flyers-ის
სერტიფიკატები მოიპოვეს! 🎓✨

🌟 რას ნიშნავს ეს მიღწევა ამ ასაკში?
კემბრიჯის სერტიფიკატი მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება არ არის. 7-10 წლის ასაკში ასეთი მასშტაბური და საპასუხისმგებლო გამოცდის ჩაბარება ბავშვის პიროვნულ განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს.
♦️ბავშვები პირველივე ნაბიჯებიდან ეჩვევიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას.
♦️Movers და Flyers ავითარებს ოთხივე ძირითად უნარს — მოსმენას, ლაპარაკს, კითხვასა და წერას. ბავშვები ენას ბუნებრივად, შიშის გარეშე იყენებენ.
♦️როდესაც 8-9 წლის ბავშვი საერთაშორისო საგამოცდო გარემოს გაივლის და წარმატებას მიაღწევს, მას მომავალში ნებისმიერი აკადემიური გამოწვევის დაძლევა მარტივად შეუძლია.
♦️მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ დაისახონ მიზანი, მოემზადონ და დაინახონ საკუთარი შრომის კონკრეტული შედეგი.

💡 კემბრიჯის Young Learners (YLE) გამოცდები შექმნილია სპეციალურად დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვებისთვის — ის არ სტრესავს მოსწავლეს, არამედ პოზიტიური გამოცდილებითა და სტიმულირებით ზრდის ინტერესს სწავლის მიმართ.

ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ჩვენი პატარა ჩემპიონებით და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ინგლისური ენის ათვისების ამ საინტერესო გზაზე! 👏🎈

გვინდა გულწრფელად მივულოცოთ ჩვენს პატარებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების უმაღლეს დონეზე ჩაბარება და KET სერტიფიკატებ...
21/07/2026

გვინდა გულწრფელად მივულოცოთ ჩვენს პატარებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების უმაღლეს დონეზე ჩაბარება და KET სერტიფიკატების მიღება! 📜💙

ეს საამაყო შედეგები მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა აჩვენეს! 👏

ჩვენმა მოსწავლეებმა ასეთ პატარა ასაკში უკვე შეძლეს ამ ენობრივი ბარიერის გადალახვა და A2 დონის საერთაშორისო გამოცდებზე B1 დონის შესაბამისი შედეგები აჩვენეს. 🇬🇧📚
აღსანიშნავია, რომ B1 დონე უახლოვდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის საკვალიფიკაციო სტანდარტს.

ეს არის უდიდესი შრომის, მონდომებისა და სწორი სწავლების შედეგი.✨

ვამაყობთ თითოეული მათგანით და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას მომავალში! 🚀💫

Address

პეკინის ქ #34
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 08:00 - 22:00
Tuesday 08:00 - 22:00
Wednesday 08:00 - 22:00
Thursday 08:00 - 22:00
Friday 08:00 - 22:00
Saturday 08:00 - 22:00

Telephone

+995555398848

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gl School • ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Gl School • ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი:

Shortcuts

Share