25/08/2022
💻📚📖 სააბიტურიენტო კურსების ვრცელი აღწერა
🟢 სრული სააბიტურიენტო კურსი მოიცავს ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო პროგრამას - როგორც ლიტერატურულ, ასევე გრამატიკულ ნაწილს. პრაქტიკულ მუშაობას, იმიტირებულ გამოცდებს.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ.
მთლიანი კურსის ღირებულება 800 ლარი. ( შესაძლებელია ნაწილობრივი გადახდაც)
🟢 გრამატიკის კურსი იმ აბიტურიენტებისთვისაა, რომლებსაც სურთ საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული გრამატიკა, მართლწერა, ტექსტის რედაქტირება. მოსწავლეების გარდა, ამ კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ.
კურსის ღირებულება - 450 ლარი
შესაძლებელია ნაწილობრივი გადახდაც.
🟢 წაკითხულის გააზრება და თხზულების წერა - ეს კურსი მოიცავს როგორც საპროგრამო, ასევე, კლასგარეშე ლიტერატურულ ტექსტებზე მუშაობას; აბიტურიენტები შეისწავლიან ლიტ.მცოდნეობის ძირითად საფუძვლებს, ლიტერატურის ისტორიას, მხატვრული ტექსტების ანალიზს; თხზულების სტრუქტურასა და წერის ხერხებს.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ.
კურსის ღირებულება 450 ლარი
🟢 სწრაფი კურსი კარგი შესაძლებლობაა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო, არ აქვთ საშუალება მთელი წლის განმავლობაში გაიარონ სრული კურსი და პროგრამით გათვალისწინებული მასალა. აბიტურიენტი შეისწავლის ძირითდ გრამატიკულ და ლიტერატურულ საფუძვლებს, ასევე, იმუშავებს საგამოცდო ტესტებზე, დაწერს ესეებს, რედაქტირებებსა და რამდენიმე იმიტირებულ გამოცდას.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. 3 თვის განმავლობაში.
კურსის ღირებულება 500 ლარი...
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით პირად ნომერზე:
📲 577 388098 - ნინო
📲 577 389008 - თამუნა