04/02/2023
1. არ მართავთ ბიუჯეტს
ყოველდღიურად ფული იხარჯება ტრანსპორტში, კვებაზე და წუთიერ სიამოვნებებზე.
სცადეთ, 1 თვის მანძილზე ჩაწეროთ თქვენი ხარჯები სრული სიზუსტით და დაინახავთ მთლიან სურათს,
თუ რამდენს იხდით საკვებში, ტანსაცმელში, გართობაში, ან ისეთ ნივთებში, რომლებიც სინამდვილეში არ გჭირდებათ.
როდესაც ხარჯების სიას შეხედავთ, მიხვდებით, რომ მეათე მაისური შესაძლოა სულაც არ გჭირდებოდათ;
2. გადახედეთ მუდმივ ყოველთვიურ ხარჯებს
ხშირად ვიხდით ზედმეტ ფულს სისტემატიურად. გაანალიზეთ, საკაბელო ტელევიზიის და ინტერნეტის ხარჯები,
მობილური ოპერატორების სატარიფო გეგმები და მსგავსი ყოველთვიური გასადახადი.
იქნებ, 210 არხი სულაც არ გჭირდებათ და უფრო დაბალფასიანი ტარიფიც საკმარისი იქნებოდა?
3. სტრესს იხსნით ფულის საშუალებით
შეეცადეთ როცა სტრესი გაქვთ ან ცუდ ხასიათზე ხართ, ახლოსაც არ ჩაუაროთ სავაჭრო ცენტრებს!
როცა მშიერი ხართ, მაშინ ნუ შეხვალთ მაღაზიაში. იქონიეთ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტების სია,
ეს აგარიდებთ გაუაზრებელ შენაძენს და გადახარჯვას. სტრესის დროს უამრავი ბევრად ეფექტური მეთოდი არსებობს,
რომელიც უფულოდ უკეთესს შედეგს მოგცემთ. შოპინგით თერაპია შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პარკში სწრაფი სიარულით ან სირბილით,
აბაზანის ან შხაპის მიღებით, კარგი მუსიკის მოსმენით, ცეკვით.
4. გამიჯნეთ აუცილებელი და სასიამოვნო ხარჯები. დაითვალეთ, რამდენი გჭირდებათ ყოველთიურად კრედიტის,
კომუნალურების, სწავლის ან სხვა ამ ტიპის გადასახდელად, როცა მათ დაფარავთ,
შემდეგ შეგიძლიათ წაახალისოთ თავი სასიამოვნო შენაძენით.
5. მაღაზიების მომხიბვლელ აქციებს გვერდს ვერ უვლით
ყოველთვის დაფიქრდით, 5 ცალი 4-ის ფასად? ნამდვილად გჭირდებათ?!
მაღაზიების სეილებზეც მხოლოდ განსაზღვრული სიით იარეთ, რომ არასაჭირო ტანსაცმელი არ შემოგეყიდოთ.
6. არ ხართ მიჩვეული მასშტაბირებას
გზაზე სამსახურისკენ, 1 ყავის დალევა შესაძლოა სულაც არ ჟღერდეს ძვირად,
მაგრამ თუ ამას ყოველდღიურად იმეორებთ, თვეში საკმაოდ დიდი ხარჯი გამოგივათ.
იგივე შეგიძლიათ განაზოგადოთ სწრაფი კვების და საკვების გამოძახების სერვისებზე.
7. ცხოვრობთ კრედიტებით
შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად ამოძვრეთ ვალებიდან და კრედიტით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს ისარგებლოთ.
უკიდურეს აუციებლობაში ბოლო მოდელის Iphone სულაც არ ითვლება.
არ დაგავიწყდეს გაუზიარო მეგობრებსაც და მოიწონო გვერდი ფულის ანბანი მეტი სასარგებლო ინფორმაციისთვის ფინანსებზე.
#ფულისანბანი #ფინანსური #ფული #ფინანსები #ფულისფსიქოლოგია #მიზანი #განათლება #წარმატება #იდეა #სწავლა #ფსიქოლოგია #ესსაინტერესოა