მეთვითონ • metviton

მეთვითონ • metviton

Share

მშობლის მხარდამჭერი და ბავშვის ინტენსიური განვითარების ფსიქოლოგიური სივრცე

23/08/2025

👶🏻 ბავშვისთვის მშობლის ყურადღება და ემოციური ხელმისაწვდომობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური უსაფრთხოება და საკვები.

💔 ემოციური უგულებელყოფა, თუნდაც გაუცნობიერებლად, ბავშვს ღრმა ჭრილობებს აყენებს; გრძნობს, რომ მისი ემოციები და საჭიროებები უმნიშვნელოა.

🙈 ამ მდგომარეობისგან თავის დასაღწევად, ხშირად სიჩუმეში, საკუთარ ნაჭუჭში იმალება.

➖ ეს ხაზი ზრდასრულობასაც მიჰყვება და იზრდება ალბათობა :
⛓️‍💥 ემოციების გამოხატვის სირთულის
⛓️‍💥 გაუცხოებისა და მარტოობის
⛓️‍💥 მავნე ჩვევების, დამოკიდებულებების
⛓️‍💥 აგრესიული ქცევის

✂️ამის თავიდან ასაცილებლად,
❣️ მოუსმინეთ თქვენს შვილს
❣️ ესაუბრეთ გრძნობებზე
❣️ აგრძნობინეთ, რომ მისი ემოციები მნიშვნელოვანია
❣️ შექმენით უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვს არ შეეშინდება საკუთარი თავის გამოხატვის.

🫂მშობლებს შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს ჯანსაღ და თავდაჯერებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში

🥰 თქვენ ჩვენ დაგეხმარებით
📲 597-732-742

01/06/2025

🎁 საუკეთესო საჩუქარი, რაც მშობელს შეუძლია მისცეს შვილს, არის უპირობო სიყვარილი, მხარდაჭერა და ჯანსაღი ემოციური განვითარება

👶🏻 ბავშვმა უნდა იცოდეს რომ:
🌡️ მისი ყველა ემოცია ნორმალურია
🫂 რაც არ უნდა მოხდეს მოვუსმენთ და მის გვერდით ვიქნებით
💞 ყოველთვის გვეყვარება

✨ არაფერია მის ემოციურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი

💖 "მეთვითონ" გილოცავთ ბავშვთა დაცბის საერთაშორისო დღეს

#დაიცავიბავშვისემოცია

23/04/2025

🤔 გიფიქრიათ, როგორ აისახა ბავშვობაში დედმამიშვილებთან ურთიერთობა თქვენს ზრდასრულობაზე?

👩🏻‍🔬 მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებული ჯანსაღი და-ძმური ურთიერთობა ბევრ სარგებელს იძლევა ზრდასრულობაში,
მათ შორის:

🤝 ეფექტურ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს
😊 უკეთეს ემოციურ მდგომარეობასა და ნაკლებ შფოთვას
💪 სირთულეების მარტივად გადალახვის უნარს
🫂 ემოციების გაგებისა და მართვის უნარს
👨‍👩‍👧‍👦 ძლიერ საოჯახო და სოციალურ კავშირებს.

👩‍❤️‍👨 თქვენ როგორი ურთიერთობა გქონდათ დედმამიშვილებთან?

☺️ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!

#დაძმობა #ოჯახურიკავშირები #ბავშვობისგავლენა #კეთილდღეობა

07/02/2025

📖 რა მოაქვს წიგნების სიყვარულს:

🌍 ცოდნის უსაზღვრო სამყარო:
ახალი იდეები, კონცეფციები, ფაქტები და ისტორიები, რაც აფართოებს მის მსოფლმხედველობასა და ცოდნას.

🌈 ფანტაზიის ფართო ასპარეზი:
წიგნები ბავშვს საშუალებას აძლევს, ჩაეფლოს წარმოსახვით სამყაროში. ბავშვი ინვითარებს ფანტაზიას, კრეატიულობასა და ინოვაციურ აზროვნებას, ხდება უფრო გახსნილი ახალი იდეებისადმი.

🫂 ემოციური ინტელექტი და ემპათია:
სხვადასხვა სიტუაციებში პერსონაჟების გამოცდილების გაგება ეხმარება ამოიცნოს/გაიგოს საკუთარი და სხვების ემოციები, რაც ხელს უწყობს სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ბავშვი ხდება უფრო მგრძნობიარე და ყურადღებიანი ემოციების მიმართ.

💌 ენისა და კომუნიკაციის უნარები:
კითხვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის ლექსიკურ მარაგს, გრამატიკულ ცოდნასა და მეტყველების უნარს. იგი სწავლობს, როგორ გამოხატოს საკუთარი აზრები და იდეები ნათლად და ეფექტურად, რაც აუცილებელია წარმატებული კომუნიკაციისთვის. ბავშვი კომუნიკაცია ხდება უფრო თავდაჯერებული.

🧠 კრიტიკული აზროვნება და ანალიზი:
წიგნები ბავშვს აჩვევს კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზს, შეფასებასა და დასკვნების გამოტანას. იგი სწავლობს, როგორ განასხვაოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უმნიშვნელოსგან, როგორ ამოიცნოს პრობლემები და იპოვოს მათი გადაჭრის გზები.

✨ წიგნების სიყვარული ეხმარება ბავშვის წარმატებულ და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას.

14/08/2024

📖 ღელავთ, რომ თქვენი შვილი საზაფხულო დავალებებს საკმარისად არ ასრულებს?
🥰 მაშინ დაგამშვიდებთ - ძალიან კარგი, თუ დასვენებას ირჩევს
🧠 სრულაფასოვანი დასვენება კავშირშია შემდგომ მთელი წლის განმავლობაში აკადემიურ და პიროვნულ წარმატებებთან
💞 საზაფხულო არდადეგებით ჩვენც აღვიდგენთ ძალებს და გაორმაგებული ენერგიით გიბრუნდებით
#მეთვითონ #მშობლისმხარდაჭერა

08/07/2024

🐞 გიფიქრიათ როგორ შეიცვალა ბავშვის აღზრდისადმი დამოკიდებულებები ისტორიის მანძილზე?

🐞 დღეს ჩვენ შვილებს ვაძლევთ უპირობო სიყვარულს, ზურგს ვუმაგრებთ შეცდომის დაშვებისას და ვუტოვებთ გამოწვევებისგან გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ისტორიულ მორჩილებასა და შეუვალ ჩარჩოებს.

🐞 რეალურად ბავშვებს სჭირდებათ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ემოციურ სილაღეს, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და დამოუკიდებლობის გაზრდას.

🐞 მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული მიდგომა, საკუთარი მოცემულობების პროფესიონალურ ინფორმაციებთან შეჯერებით, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი უნიკალური აღზრდის სტილი.

🐞 თქვენ როგორ ირჩევთ აღზრდის სტილს?

#მშობლობა #აღზრდის სტილი #აღხრდისისტორია

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


ზღვისუბნის Lll მკრ, L კვ, მე-13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
Tbilisi