12/10/2024
მასწავლებელთა სერტიფიცირება დირექტორები მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union
მოგესალმებით, ცნობილი გახდა, რომ იგეგმება დირექტორთა გამოცდის ჩატარება. აზრი? დირექტორობას მხოლოდ დირექტორთა გამოცდის ჩაბარება არ შველის. ახლა, ბოლოს 2 წელში 2 ჯერ გავედი გამოცდაზე ორივეჯერ ჩავაბარე, მაგრამ არ ვარ დირექტორი. გახდე დირექტორი საჭიროა, ,,ბაბაია" გყავდეთ. ისე გამორიცხულია ვინმე დირექტორი გახდეს. ეს ისეთი ჭეშმარიტი დებულებაა საქართველოში, როგორც 2×2=4 ს. ზოგიერთმა კრიტიკოსმა შეიძლება იფიქროს ალბათ არ გააჩნია შესაბამისი კონპეტენციაო. მათ გულის გასახარელად მოკლე ინფორმაციას ვეტყვი ჩემს შესახებ: ვარ მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი, ვარ მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვარ ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ვეხმარები, კონსულტაციას ვუწევ ყველა საფეხურის პედაგოგებსა და პედაგოგობის მსურველებს მათემატიკის სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიზნით. მონაწილეობა მიმიღია არაერთ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებში როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ვარ რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. გამაჩნია ლიდერის და სხვა არაერთი ისეთი თვისება, რაც მაძლევს იმის თქმის საშუალებას ვიყო წარმატებული საგანმანათლებლო ლიდერი. დანარჩენ შეფასებას ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებას მივანდობ.