19/02/2020
❗️KG ტრენინგ ცენტრში კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო❗️
კურსებს გაუძღვება კონსტანტინე გორბატკოვი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, ექსპერტი საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებში, ლექციასა და პრაქტიკულ სფეროში 40 წელზე მეტი გამოცდილებით სპეციალისტი.
ტრენინგის დასახელება: საგადასახადო დაბეგვრის სრული თეორიული კურსი ბუღალტრული აღრიცხვის ელემენტებით, პრაქტიკული ამოცანების განხილვით -დამწყებთათვის და პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის.
ტრენინგის მიზანი: მსმენელების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, საერთაშორისო საგადასახადო წესების, საგადასახადო აღრიცხვისა და გადასახადების გაანგარიშების შესწავლა, საგადასახადო კანონმდებლობის და საგადასახადო დეკლარაციების შევსების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.
სწავლის საფასური - 625 ლარი
ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 თვე (25-27 ლექცია-50/54 საათი)
🕰 ტრენინგის გრაფიკი:
1) ორშაბათი 19: 00-21: 30 / ოთხშაბათი 19: 00-21: 30 / შაბათი 11: 00-14: 00 ან 15: 00-18: 00
2) ორშაბათი 10: 00-13: 00 / ოთხშაბათი 10: 00-13: 00 / კვირა 15: 00-18: 00
3) ორშაბათი 15: 00-18: 00 / ოთხშაბათი 15: 00-18: 00 / შაბათი 15: 00-18: 00 ან 11: 00-14: 00
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა 5-8 ადამიანი.
ტრენინგის დაწყების თარიღი დამოკიდებულია ჯგუფის დაკომპლექტებაზე.
ტრენინგის თემატიკა:
📚 გადასახადის ცნება, მისი ელემენტები, სტრუქტურა და კლასიფიკაცია. ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა - 5 საათი;
📚 საერთაშორისო დაბეგვრის წესები - 6 საათი;
📚 საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, საგადასახადო ვალდებულება და მისი აღსრულების წესები - 9 საათი;
📚 საშემოსავლო გადასახადი, საპენსიო ანარიცხების აღრიცხვის თავისებურებანი, სპეციალური საშემოსავლო გადასახადის რეჟიმები - 8 საათი;
📚 მოგების გადასახადი (ე. წ. ესტონური მოდელი) - 6 საათი;
📚 დამატებული ღირებულების გადასახადი - 9 საათი;
📚 აქციზი - 1 საათი;
📚 იმპორტის გადასახადი - 1 საათი;
📚 საწარმოთა ქონების გადასახადი - 2 საათი;
📚 საბაჟო ტერიტორიის გავლით საქონლის გადაადგილების ზოგადი წესები, სასაქონლო ოპერაციები - 1 საათი;
📚 საგადასახადო დარღვევები და პასუხისმგებლობა - 1 საათი;
📚 საგადასახადო დავები და საგადასახადო შეთანხმება - 1 საათი .
ტრენინგის მსვლელობისას განსაზღვრულია პრაქტიკული მაგალითების განხილვა, აგრეთვე სასწავლო ამოცანების ამოხსნის საფუძველზე შემდეგი ყოველთვიური დეკლარაციების შევსება:
ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება (საშემოსავლო გადასახადი);
ბ) მოგების გადასახადი (ესტონური მოდელი),
გ) დამატებული ღირებულების გადასახადი; და
ზ) საწარმოთა ქონების გადასახადი.
მისამართი: თბილისი, ფაჟა-ფშაველას გამზირი 70 „ბ“, ე.წ. „მოდული“-ს შენობის გვერდზე ყვითელი შენობა.
ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია დამკვეთის ტერიტორიაზე.
📞საკონტაქტო ტელეფონები: 5-99-87-88-70; 5-71-72-25-52