19/03/2024
რესტორნის და მაღაზიის სამართავი პროგრამები უფასოდ!!!
https://softcom.ge
ვებ-აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ ახლობლების ადგილსამყოფელის გაგებაში
19/03/2024
რესტორნის და მაღაზიის სამართავი პროგრამები უფასოდ!!!
https://softcom.ge
30/06/2023
"softcom.ge" წარმოგიდგენთ კაფე-რესტორნის მართვის და სალაროს უფასო პროგრამებს (ვებ-აპლიკაციებს)
https://softcom.ge
20/01/2022
მოგესალმებით მშობლებო, დარწმუნებული ვარ თქვენც ისევე ზრუნავთ თქვენ
შვილებზე, როგორც მე ჩემებზე და ალბათ ამიტომაც დაინტერესდით აღნიშნული
აპლიკაციით. სანამ ამ პლატფორმას შევქმნიდით, არა ერთ ალტერნატიულ გზას
ვიყენებდი საიმისოდ, რომ მცოდნოდა თუ სად იყო ჩემი მცირეწლოვანი ბავშვი
ტერიტორიულად მაშინ, როდესაც თვალთახევდის არეალში არ იმყოფებოდა. რა
თქმა უნდა ჩემთვის ცნობილი იყო თუ სად უნდა ყოფილიყო დღის ამა თუ იმ
მონაკვეთში (მაგ: ბაღში, სკოლაში, ეზოში, მასწავლებელთან და ა.შ.), მაგრამ თავს
მაინც უფრო მშვიდად ვიგრძნობდი, თუ ზუსტად მეცოდინებოდა მისი
ადგილმდებარეობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მიმემართა თანამედროვე
ტექნოლოგიებისთვის. პირველი რაც გავაკეთე, გავერკვიე თუ რა სახის
მოწყობილობებთან და რა მონაცემებთან უნდა მქონოდა საქმე, ამისათვის კი
არაერთი საათი დავყავი ინტერნეტში შესაფერისი „გაჯეტების“ თვალიერებასა
და მათი მახასიათებლების გაცნობაში. მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად,
დავიწყე სხვადასხვა მწარმოებლის, სხვადასხვა მახასიათებლების, სხვადასხვა
ფასების, მაგრამ საერთო დანიშნულების მქონე მოწყობილობების დახარისხება.
კვლევითი სამუშაოს წარმოებისას, აღმოვაჩინე საინტერესო თანაფარდობები,
როგორიც იყო, მაგალითად მოწყობილობის ფასის შეფარდება მის სიზუსტესა,
ერგონომიულობასა და ხარისხს შორის. როგორც აღმოვაჩინე, ერთი სახის
აპარატები, რომლებიც შედარებით იაფი ღირდა, მოკლებული იყო სერვერულ და
პროგრამულ მხარდაჭერას, თუმცა მეტნაკლებად ზუსტ კოორდინატებს
იძლეოდნენ (8-12 მეტრის სიზუსტით), ასევე საკმაოდ მოუხერხებელი
სამართავები იყვნენ (უმეტესობასთან კავშირი SMS გზავნილების და სპეციალური
კოდების მეშვეობით ხდებოდა, რაც ძალზედ მოუხერხებელი, ნელი და არასანდო
იყო იქიდან გამომდინარე, რომ ხან ქსელი იყო გადატვირთული და პასუხი 1
საათის დაგვიანებით მოდიოდა, ხან კიდევ თვითონ მოწყობილობა იყო
„გაჭედილი“ და ფიზიკური „დარესტარტება“ ესაჭიროებოდა). მათი ფასიდან
გამომდინარე, ასევე საეჭვო იყო ხარისხიც, რაშიც საკუთარ მაგალითზე
დავრწმუნდი, როდესაც ერთი მათგანი შევიძინე და მალევე გადამეწვა,
სტანდარტული მუშაობის პირობებში. ზოგი მოწყობილობა, მიუხედავად იმისა,
რომ ძალზედ მომეწონა მახასიათებლებით და სხვა პარამეტრებით, საკმაოდ
ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მათ ფასს, საქმე იმაშია,
რომ მათ მუდმივი კავშირი უნდა ჰქონოდათ სპეციალურ სერვერებთან, რაც
თავისმხრივ მოითხოვდა ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს, თუმცაღა
სიზუსტეც და გამოყენების სიმარტივეც შეუდარებელი ჰქონდათ (როგორც წესი,
ბავშვს მაჯაზე ემაგრებოდა საათივით ან ყელსაბამივით იკიდებოდა). ასევე
მივაგენი არაფიზიკურ, არამედ პროგრამულ ვარიანტებსაც, სხვადასხვა „Location
Tracker”-ების ან „GPS Tracker”-ების აპლიკაციების სახით, რომლებიც საკმაოდ
მრავლად აღმოჩნდა „მობილურ მარკეტებზე“, თუმცა თუ მომხმარებელთა
კომენტარებით ვიმსჯელებთ, ზოგი მათგანი იყო ე.წ. „ფეიკ-აპლიკაცია“,
რომლებიც არასწორ კოორდინატებს აგზავნიან; ან იყო ე.წ. „პირობითად უფასო“, რომელიც თავიდან მთელი შემართებით მუშაობს, თავს მოგაწონებს და
შემდეგ ფასიანი ვერსიის გააქტიურებას გთავაზობს, თუ არადა წყვეტს მუშაობას;
ან კიდევ ყოველ ქმედებაზე რეკლამებს გიჩვენებს და ძალზედ მომაბეზრებელია.
ყველა ამ ვარიანტთან გაცნობის შემდეგ, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების
გაანალიზების საფუძველზე, დაგვებადა ასეთი იდეა - იქნებდა საკუთარი ხელით
შეგვექმნა რაღაც მსგავსი, რომელსაც ცალკე მოწყობილობა არ დასჭირდებოდა,
არამედ დაყენდებოდა ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ „სმარტფონზე“;
იქნებოდა გაცილებით მარტივი, გასაგები ინტერფეისის მქონე; არ
ჩამოუვარდებოდა სიზუსტით ძვირადღირებულ ანალოგებს და რაც მთავარია,
იქნებოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ასე დაიბადა პლატფორმა „gipove.ge”.
P.S. აღნიშნული აპლიკაცია ძირითადად განკუთვნილია დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვებისთვის. მისი გამოყენება არის სრულიად უფასო და თუკი ოდესმე ფასიანი გახდება (მაგ. მომატებული დატვირთვიდან გამომდინარე, უფრო მძლავრ სერვერზე გადასვლის მიზნით), მხოლოდ სიმბოლური თანხის გადახდა იქნება საჭირო, რათა ყველა მშობლისთვის ისევ ხელმისაწვდომი დარჩეს.
ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=0dnuwjaKbLc
gipove.ge-ს დაყენება და გააქტიურება https://gipove.ge გეოგრაფიული კოორდინატების მისაღები აპლიკაცია
14/01/2022
⚽️გსუურთ ყოველთვის იცოდეთ თუ სად იმყოფება თქვენი ბავშვი? 👨👧👦 მაშინ gipove.ge-ს ვებ-აპლიკაცია📺 ზუსტად ის არის რაც თქვენ გჭირდებათ🎯
https://gipove.ge/mshoblebi/