22/05/2026
დღეს ახალსოფლის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ დაირეკა ,, ბოლო ზარი". კიდევ ერთი კლასს დავემშვიდობეთ და გავაცილეთ ცხოვრების ფართო ასპარეზისაკენ მიმავალ გზაზე. ბოლო ზარს ყოველთვის ახლავს ემოციები, გამომშვიდობებით გამოწვეული ცრემლები და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სიხარული.თუმცა ჩვენ ყოველი წლის ბოლოს ამაყნი ვართ რომ ჩვენი ბუდიდან ვუშვებთ დაფრთიანებულ ბარტყებს.
ემოციების გარეშე არც დღევანდელ ბოლო ზარს ჩაუვლია.განსაკუთრეით ემოციური იყო მე 12 კლასის დამრიგებლის - თამარ ჭაბუკაშვილის სიტყვა და მასთან გამომშვიდობების ეპიზოდები.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მე 12 კლასელების ოჯახის წევრები,მათი მეგობრები და ნათესავები.ასევე სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.ბოლო ზარის ღონისძიებას ესწრებოდნენ დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები,რომლებმაც მიულოცეს მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და უსურვეს წარმატებები.
სკოლის დირექცია,ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ვულოცავთ ჩვენს მეთორმეტე კლასელებს და ვუსურვებთ უფლისგან დალოცვილი გზებით ევლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე.