ფრანკლინის კლუბი • Franklin Club

ფრანკლინის კლუბი • Franklin Club „ფრანკლინის კლუბის“ მიზანია კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული ღირებულებების გავრცელება.

„ფრანკლინის კლუბი“ არის ასოციაცია, რომელიც ემსახურება კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული ღირებულებების გავრცელებას და წევრთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.

„ფრანკლინის კლუბის“ მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები მოიცავს საგანმანათლებლო და მედია პროექტებს, კვლევებს, პოლიტიკურ დისკუსიებს, სამოქალაქო აქტივიზმსა და კონსალტინგს. კლუბი ღიაა სხვადასხვა ტიპის ინიციატივებისთვის, რაც გააძლიერებს კლასიკურ ლიბერალურ საზოგადოებას.

-

Franklin Club is an association dedicated to promoting classical liberal / libertarian values and facilitating cooperation between its members. Franklin Club's ongoing and planned activities include educational and media projects, research, political discussions, activism, and consulting. The club remains open to a wide range of initiatives strengthening the classical liberal community and its causes.

 #არარუსულკანონს
05/04/2024

#არარუსულკანონს

დარეგისტრირდით LibertyCon Europe 2024-ზე.
02/04/2024

დარეგისტრირდით LibertyCon Europe 2024-ზე.

2024 წელი დაიწყო და უკვე ვეღარ ვითმენთ 🤩

რატომ? იმიტომ, რომ LibertyCon Europe 2024 გვიახლოვდება. ღონისძიებაზე 19-21 აპრილს დაგხვდებათ:

⚡ გამორჩეული სპიკერები და დისკუსიები;
🤝 თავისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციების გამოფენა;
🎉 წვეულებები და სხვა არაერთი აქტივობა;

შემოუერთდით 800-ზე მეტ მონაწილეს ახალი კავშირების შექმნისა და თანამშრომლობისთვის.

წინ საინტერესო დღეები გველის! Early Bird ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, გაიარეთ რეგისტრაცია ახლა და არ გამოტოვოთ სიახლეები ღონისძიების შესახებ - ერთად ვიაროთ #უშიშრადთავისუფლებისკენ! 🗽

🔗 რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე: https://libertycon.net

#უშიშრადთავისუფლებისკენ

🔥 ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიება🗓️ LibertyCon Europe 2024 | 19-21 აპრილი⬇️ რეგისტრაციისთვის გადადით ლი...
30/03/2024

🔥 ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიება
🗓️ LibertyCon Europe 2024 | 19-21 აპრილი
⬇️ რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე
https://libertycon.net ან იხილეთ FB ივენთი - https://www.facebook.com/events/1592657074899048/

🟣 "გიყვარდეს შენი მტრები, რადგან ისინი ნაკლოვანებებზე მიგითითებენ". - წერდა ბენჯამინ ფრანკლინი "საბრალო რიჩარდის ალმანახ...
29/02/2024

🟣 "გიყვარდეს შენი მტრები, რადგან ისინი ნაკლოვანებებზე მიგითითებენ". - წერდა ბენჯამინ ფრანკლინი "საბრალო რიჩარდის ალმანახში".

✍️ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, ბენჯამინ ფრანკლინი 1732-1758 წლებში გამოსცემდა ალმანახს, რომელიც აფორიზმებით იყო ცნობილი. ყოველწლიური პუბლიკაციებისთვის ის ფსევდონიმ საბრალო რიჩარდს, ან რიჩარდ სონდერსს იყენებდა. ალმანახი საკმაოდ პოპულარული იყო და ფრანკლინს მნიშვნელოვანი შემოსავალიც მოუტანა.

🟣 უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე წლისთავზე ფრანკლინის კლუბის, SovLab-ისა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლ...
28/02/2024

🟣 უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე წლისთავზე ფრანკლინის კლუბის, SovLab-ისა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლობით ღონისძიება გაიმართა.

🪖 ღონისძიებაზე სპიკერებმა განიხილეს უკრაინის ფრონტზე არსებული სიტუაცია და გამოწვევები, რომლებიც მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი. ამას გარდა, ერთი პანელი დაეთმო რუსეთის დეზინფორმაციასა და ჰიბრიდული ომის მეთოდებსაც.

🤝 ღონისძიება EED-ის (ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით ჩატარდა.

🔴 "წითელი დროშით, მოღერილ ყელით,თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელითშემოდიოდა სიკვდილი ცელით"⚫️ 1921 წლის 25 თებერვალს, რამ...
25/02/2024

🔴 "წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით"

⚫️ 1921 წლის 25 თებერვალს, რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ წითელი არმია თბილისში შემოვიდა და ქალაქი დაიკავა.

🟣 დედაქალაქის დაცემიდან მალევე, მთელ ქვეყანაში წითელი ტერორი დაიწყო, რომლისგან სრული გათავისუფლებაც საქართველომ მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს შეძლო.

⚖️ "ადამიანმა სხვებს არა მხოლოდ თავისი ქმედებებით შეიძლება მოუტანოს ბოროტება, არამედ თავისი უმოქმედობითაც; და ორივე შემთ...
23/02/2024

⚖️ "ადამიანმა სხვებს არა მხოლოდ თავისი ქმედებებით შეიძლება მოუტანოს ბოროტება, არამედ თავისი უმოქმედობითაც; და ორივე შემთხვევაში სამართლიანია, მას პასუხი ვაგებინოთ მიყენებული ზიანისთვის" - წერდა ჯონ სტიუარტ მილი წიგნში - "თავისუფლების შესახებ"

🟣 ბრიტანელი პოლიტიკური ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ჯონ სტიუარტ მილი უტილიტარიზმის თეორიის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეა. მილის "თავისუფლების შესახებ", რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, პოლიტიკურ ფილოსოფიაში დღესაც მნიშვნელოვან ნაწარმოებად რჩება. ნამუშევარში მილი განიხილავს ინდივიდუალურ თავისუფლებებსა და პიროვნულ ავტონომიას.

🟣 "საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა ა...
21/02/2024

🟣 "საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა."

📜 103 წლის წინ, 21 თებერვალს წითელი არმიის იერიშების მოგერიების პარალელურად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კონსტიტუცია მიიღო. დოკუმენტზე მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და თავისი დროის სტანდარტებით საკმაოდ პროგრესულ მუხლებს მოიცავდა.

⚫️ კონსტიტუციის მიღებიდან 3 დღეში თბილისი დაეცა და დაიწყო ბოლშევიკური ოკუპაცია.

„სადისკუსიო კლუბის“ ფარგლებში, „ფრანკლინის აკადემიის“ კურსდამთავრებულები შეხვდნენ „ძია ნოდარის ძაღლების ქცევის ცენტრის“ ...
20/02/2024

„სადისკუსიო კლუბის“ ფარგლებში, „ფრანკლინის აკადემიის“ კურსდამთავრებულები შეხვდნენ „ძია ნოდარის ძაღლების ქცევის ცენტრის“ სპეციალისტებს - ნოდარ მანჩხაშვილსა და ნინო ჩლაიძეს.

დისკუსიის თემა იყო ძაღლთან მოქცევის წესები, საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა და ამ საკითხთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი.

🖋 "თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ინდივიდს არჩევანის შესაძლებლობა და ტვირთი გააჩნია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მან...
18/02/2024

🖋 "თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ინდივიდს არჩევანის შესაძლებლობა და ტვირთი გააჩნია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მან საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს, მიიღოს ქება ან ბრალი. თავისუფლება და პასუხისმგებლობა განუყოფელია" - წერდა ავსტრიელ-ბრიტანელი ეკონომისტი, ფრიდრიხ ჰაიეკი საკუთარ წიგნში, "თავისუფლების კონსტიტუცია".

🟣 ჰაიეკი გასულ საუკუნეში კლასიკური ლიბერალიზმის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე იყო. მის წიგნში - "თავისუფლების კონსტიტუცია", ისევე, როგორც მის სხვა ნაწარმოებებში, განხილული იყო ინდივიდუალური და ეკონომიკური თავისუფლება, ასევე კანონის უზენაესობა. ამავე წიგნში ჰაიეკი აკრიტიკებდა სოციალიზმს. მას მიაჩნდა, რომ ამ იდეოლოგიას მივყავართ ტირანიისკენ და ინდივიდუალური თავისუფლების გამოფიტვამდე.

Address

T'bilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფრანკლინის კლუბი • Franklin Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ფრანკლინის კლუბი • Franklin Club:

Shortcuts

Share