ბავშვებო შედით და ნახეთ ყველამ ეს არის სურამის მე-2 საჯარო სკოლის ბლოგი. http://ccsurami2.wordpress.com/ ნახეთ აუცილებლად.
დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი, School, Surami.
05/04/2013
ძვირფასო მეგობრებო, მასწავლებლებო, მოსწავლეებო, გთხოვთ გაიზიაროთ და გულთან მიიტანოთ ჯავახეთის რეგიონში არაქართულენოვანი სკოლების თხოვნა და ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბ "ინიციატორის" კიდევ ერთი ინიციატივა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჯავახეთის არაქართულენოვან სკოლების ბიბლითეკებში ქართული ლიტერატურა ან ძალიან ცოტაა ან, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ არის. სწორედ ეს გახდა ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის იდეის გაჩენის მიზეზი – შევაგროვოთ ქართულენოვანი წიგნები და გავუგზავნოთ ჯავახეთში მცხოვრებ ჩვენს თანატოლებს. მოიტანე თუნდაც ერთი ქართულენოვანი წიგნი ჩვენს სკოლაში 22 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. ჩვენ შევაგროვებთ და თავად ჩავუტანთ ბავშვებს. ამისათვის არ არის აუცილებელი ჩვენი სკოლის მოსწავლე ან მასწავლებელი იყოთ. გავერთიანდეთ კეთილი იდეის გარშემო!
24 მარტს ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღეა, ამიტომ სურამის ცენტრში, პარკთან 1 საათისთვის იკრიბებიან აქციის ორგანიზატორები და სხვა დანარჩენი წევრები. ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს ვინც ნახავს ამ პოსტს სურვილისამებრ შეგიძლიათ მიხვიდეთ და მონაწილეობა მიიღოთ აქციაში!
–––––––––––––––––––––––––––––––
P.S რაც შეეხება კლუბის წევრებს ვინც პარალელურად ტრენინგზე არ მიდიხართ გთხოვთ და ასევე აუცილებლად :), რომ ყველა მიხვიდეთ აქციაზე!(ლული)
15/02/2013
კლუბმა "ინიციატორმა" მთელი გულით მიულოცა სიყვარულის დღე თავის სკოლის მოსწავლებს და მასწავლებლებს....
თითქმის დასრულდა პირველი ნახევარფინალები ჩვენს სკოლაში, ინტელექტუალური შოუს რა? სად? როდის? ზამთრის სერიის და მოუთმენლად ველით ფინალურ სერიას!
დ.სურამის N2 საჯარო სკოლაში დაიწყო ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ზამთრის სეზონის სერიები, რომლის ავტორებიც გახლავთ სგკ-ს კლუბ ინიცატორის წევრები grigalashvili da Tamuna Grigalashvili . პირველი თამაშის ამსახველ ფოტო მასალასაც შემოგთავაზებთ, აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთ ჯერადი, რადგან გრძელდება დახლოებით 1 თვის მანძილზე. სკოლის სხვადსხვა კლასიდან შედგენილ კლუბებთა შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ "ინიცატორის" და პროექტის ავტორების მიზანია, რომ მეტი საშუალება მიეცეთ მოზარდებს ნიჭის, ცოდნის წარმოსაჩენად.
ყველა მენატრებით ძალიან :***** (მარიამ ონიანი )
01/10/2012
და ეს ნამდვილათაა ჩვენს სკოლაში
01/10/2012
სურამის N2 საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა, „ინიციატორმა“ განახორციელა აქტივობა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ეხებოდა. ამ დღეს აღინიშნება მოხუცებულთა დღე. სწორედ ამიტომ კლუბის წევრებმა შევაგროვეთ სხადასხვა სურსათ სანოვაგე, ტკბილეული და წავედით სოფელ ცოცხნარაში, სადაც ცხოვრობს მოხუცებული ქალი სოფო გელაშვილი , რომელიც მარტო ცხოვრობს სახლში და გახლავთ გაჭირვებული.
მივედით მივულოცეთ ეს დღე, რამაც სიმართლე გითხრათ ძალიან გაახარა მოხუცებული, დავეხმარეთ იმ საშინაო საქმების შესრულებაში, რასაც ის მარტო უძღვება.
ეს სურსათი შეგროვდა საქველმოქმედო სახით ვინც რა გაიღო, ძირითადად კლუბის წევრების მიერ.
შედეგი გახლდათ ძალიან დიდი, რადგან ჩვენ შევძელით და ამ ადამიანს ერთი დღე გავულამაზეთ, მივეშველეთ, რითაც ძალიან ბედნიერი და გახარებული დარჩა, ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო.
ბავშვებო, გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას გისურვებთ , რომ ეს წელი იყოს უფრო და უფრო წარმატებული თქვენთვის და აბა ახლა ჩვენი აქტიურობის დროააა :) (y)
ბავშვებო!!! სკოლითვის მზადება
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Surami