25/09/2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის სამინისტროს პროექტით კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყო სხალთის საჯარო სკოლაში აგრარული მიმართულებით. საწყის ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბატონ ვახტანგ ბერიძის მხარდაჭერით დღეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ტექნიკის საშუალებით დამუშავდა ნიადაგი, სატვირთომ შემოზიდა ნოყიერი ნიადაგი და მომზადდა შემდგომი ეტაპისთვის. უღრმესი მადლობა ბატონ მერს, მინისტრს ქალბატონ მაია ხაჯიშვილს და მთელ სამინისტროს მხარდაჭერისთვის…. სხალთის საჯარო სკოლა და მოსახლეობა მუდმივად გრძნობს თქვენს თანადგომას….