ფოცხოს საჯარო სკოლა

ფოცხოს საჯარო სკოლა ყველაფერი ჩვენი სკოლის შესახებ ♥

ა/წ 24 აპრილს,ქალაქ  სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა იდეების ფორუმი სახელწოდე...
27/04/2026

ა/წ 24 აპრილს,ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა იდეების ფორუმი სახელწოდებით-,,გაკვეთილი,რომელიც შთაგვაგონებს". ფორუმში მონაწილეობას იღებდა ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა.
ფორუმის მიზანი იყო:
✅️მოსწავლეთა შესრულებული სასწავლო პროექტებისა და აქტივობების წარმოჩენა-გაზიარება;
✅️პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება-ჩამოყალიბება
თემა ,,გენდერული თანასწორობა"
პრეზენტატორები:ანანო ახალაიაXIკლ. ლიზი ჯალაღონია Xკლ.
ხელმძღვანელი:კახაბერ შონია Maia Axalaia

დღეს განსაკუთრებული სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის, სუზი წურწუმიას დიდი წარმატება! 🥋🏆ა.წ ...
27/04/2026

დღეს განსაკუთრებული სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის, სუზი წურწუმიას დიდი წარმატება! 🥋🏆

ა.წ 26 აპრილს, თბილისში გამართულ ღია საერთაშორისო ტურნირში შოტოკან კარატეში სუზიმ ბრწყინვალედ იასპარეზა და მოიპოვა ორი პირველი ადგილი:
🥇 თავის წონით კატეგორიაში
🥇 აბსოლუტურ კატეგორიაში

ეს შედეგი არის დაუღალავი შრომის, დისციპლინისა და ძლიერი ხასიათის ნამდვილი მაგალითი. სუზიმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რას ნიშნავს მიზანდასახულობა და გამარჯვების სურვილი.

ვულოცავთ სუზის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას მომავალში! 👏🔥
Suzi Wurwumia
Maia Axalaia

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში, ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,მე მიყვ...
16/04/2026

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში, ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,მე მიყვარს დედაენა", სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი მოსწავლეების მიერ შესრულებული სიმღერები და ლექსები ,აგრეთვე წარმოადგინეს კედლის გაზეთი,ანბანის ხე,კალეგრაფიის ნიმუშები,ასოების ჰარმონია და სიმეტრია.ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ღონისძიების მიმდინარეობაში.

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში,დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სკოლის ექთანმა 24 თებერვალ...
25/02/2026

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში,დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სკოლის ექთანმა 24 თებერვალს ჩაატარა შეხვედრა თემაზე:ჯანმრთელობა,ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჰიგიენა. შეხვედრის მიზანი - ბავშვებმა გაიგონ რა არის ჯანმრთელობა, ისწავლონ ჰიგიენის ძირითადი წესები, ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი ჩვევები. სკოლის ექთანი ესაუბრა მათ ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე,სწორ კვებაზე,ფიზიკური აქტივობისა და პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე,როგორიცაა:ხელების დაბანა,კბილების გახეხვა,სისუფთავე,სწორი კვება,წყალი,მოძრაობა,ძილი.შეხვედრა იყო ინტერაქტიული. დაასკვნეს,რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, ჩატარდა პროექტი ,,ექთანი ...
17/12/2025

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, ჩატარდა პროექტი ,,ექთანი ჩემი მეგობარია". ყურადღება მიექცია საკვანძო საკითხებს.პროექტის ფარგლებში განხორციელდა ერთ-ერთი აქტივობა - ,,რა არის მუნი". ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე,რომლის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, მუნის გამომწვევ მიზეზებზე და მკურნალობის ფორმებზე მეტი ინფორმაციის მიღება. მოსწავლეებში ჰიგიენის წესების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება ინფექციური დაავადების პრევენციის მიზნით. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული ქცევების ჩამოყალიბებას და სკოლის საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდას. პროექტი განხორციელდა სკოლის ექთნის ლელა ჯანჯღავას ჩართულობით Gogia Maia Axalaia Eka Janjgava

მასწავლებლის ეროვნული დღე სენაკში-2025წ.                                                სენაკის მერიამ სიგელით დააჯილდოვ...
05/11/2025

მასწავლებლის ეროვნული დღე სენაკში-2025წ. სენაკის მერიამ სიგელით დააჯილდოვა სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ.ფოცხოს საჯარო სკოლის მიერ წარდგენილი ღვაწლმოსილი მასწავლებელი მ ა რ ი ნ ა ბ ა ქ რ ა ძ ე.ის 47 წელია ემსახურება ახალგაზრდების განათლებასა და აღზრდას.მისი შრომა,მოთმინება,სითბო ყურადდღება როგორც მოსწავლეებისათვის ,ისე კოლეგებისათვის შ ე უ ფ ა ს ე ბ ე ლ ი ა. ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მასწავლებელთა გუნდი მისადმი გამოხატავს დიდ მადლიერებას და ულოცავს ამ წარმატებას.უსურვებს აღსაზრდელებთან კიდევ მრავალ საინტერესო და ხალისიან წელს💕💕💕

27/08/2025

🎉 გილოცავთ ძვირფასო მოსწავლეებო!
დღეს უკვე სიხარულით გამცნობთ, რომ ჩვენი სკოლის ნიჭიერმა და შრომისმოყვარე მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და დამსახურებულად ჩაირიცხნენ საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
🌟 ეს არის თქვენი შრომისა და თავდადების ნაყოფი!
მთელი წლის განმავლობაში თქვენ აჩვენეთ ისეთი თვისებები, როგორიცაა:
განსაკუთრებული მონდომება და გამძლეობა.
ცოდნისადმი ურყევი სიყვარული, ცოდნისკენ სწრაფვის სურვილი.

მადლობა ჩვენს საუკეთესო პედაგოგებს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობისათვის!

მადლობა მშობლებს ყოველდღიური გვერდში დგომისა და ნდობისათვის!

🎯 ახლა კი ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო, უნივერსიტეტის კარიბჭე გელით! იქონიეთ თავდაჯერება ახალ საფეხურზე და ნუ დაგავიწყდებათ - ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ!
💙 ვამაყობით თითოეული თქვენგანით!

💫❤️
დავით ყურაშვილი- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ინგლისური ფილოლოგია

თეონა სანაია- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-მენეჯმენტი

ნინი შამათავა- წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი-სამართალი

მაია სანაია- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია

ზურიკო ხუბუა- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-მშენებლობა,ინჟინერია და მენეჯმენტი

Maia Axalaia Vera Gogia

📢 სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-25 წლების ფრენბურთის ტურნირში! 🏐 გამარჯვება მოიპოვა ქვ...
31/10/2024

📢 სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-25 წლების ფრენბურთის ტურნირში! 🏐

გამარჯვება მოიპოვა ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლამ, რომელმაც დაამტკიცა თავისი ძალა და პროფესიონალიზმი მოედანზე. გუნდის წევრებმა და მწვრთნელებმა უდიდესი შრომა ჩადეს ამ წარმატების მიღწევაში.🔥✨

ტურნირის დასრულების შემდეგ, ჯილდო წარმატებულ გუნდს გადასცა ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ახალაიამ.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს გუნდს გამარჯვებას 💫🎉 #სპორტი #განათლება #პოპულარიზაცია

ზემო და ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლები
30/04/2022

ზემო და ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლები

ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა გილოცავთ დედაენის დღეს!
14/04/2022

ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა გილოცავთ დედაენის დღეს!

Address

Senaki

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოცხოს საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category