2015 წლის ოქტომბერში, მენჯში(სენაკის რაიონი) სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის ინიციატორმა, მანანა დარსალიამ, ამ პროექტის განხორციელება ბატონ ალექსანდრე კალანდაძის(პროექტის მენეჯერი), საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ მხარდაჭერითა და პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით შეძლო. მისი საბოლოო სრულყოფა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სრული მხარდაჭერით. სასკოლო მზაობის ცენტრს ადმინისტრაციულ შენობაში კეთილმოწყობილი ფართი გამოეყო.
სენაკის რაიონის გამგებელმა, გოჩა დგებუაძემ, ხელი მოაწერა მემორანდუმს „კივიტას გეორგიკას“ პრეზიდენტ გიორგი მესხიძესთან. რაიონის თვითმმართველობასა და საკრებულოს წევრ ვეფხია ხარბედიას დიდი წვლილი შეაქვთ ცენტრის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
2016 წლის 20 სექტემბერს სასკოლო მზაობის ცენტრის ბაზაზე გაიხსნა -მენჯის საბავშვო ბაღი, კომფორტული გარემო სრულფასოვანი კვება და კარგი განათლება მნიშვნელოვანია ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდისათვის.საბავშვო ბაღის გახსნისა და დიდი მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს-გ.დგებუაძეს,საკრებულოს თავმჯდომარეს-გ ლაშქარავას,სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორს ბატონ ა.ჯანჯღავას.საბავშვო ბაღში დასაქმდა ცხრა ადამიანი,რაც ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქის სოციალურ ფონზე.