01/12/2024
⭐️ გაიცანით, ეს ლიზი კაჭარავაა, ჩვენი კურსდამთავრებული!
ლიზი ქვეყნის საუკეთესო 501 აბიტურიენტს შორის მოხვდა და ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულებით მოიპოვა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება.
ამასთან ერთად, მისი შრომისმოყვარეობა და ნიჭი დაფასდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, რომელმაც მას შიდა სრული დაფინანსება მიანიჭა. ლიზი ახლა კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტია და მისი მიღწევა მაგალითია იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ისწრაფვის მაღალი აკადემიური წარმატებისკენ.
ვულოცავთ ლიზის და ვუსურვებთ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში!
მასთან ინტერვიუ იხილეთ ქვევით🔽
#მარიოტა🌞🌙
ლიზი კაჭარავა
501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდა და სრულიად უფასოდ ისწავლის კავკასიის უნივერსიტეტში 💙
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST)
„უნივერსიტეტის არჩევა საკმაოდ რთული პროცესი გამოდგა ჩემთვის, თუმცა კავკასიის უნივერსიტეტზე მეტი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ სხვა უნივერსიტეტის არჩევა უბრალოდ არ შემეძლო. გაცვლითი პროგრამები, სწავლისთვისა და თვითრეალიზაციისთვის იდეალური გარემო და, რაც მთავარია, სწავლის მაღალი ხარისხი. ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს გვაძლევს ჩვენი მიზნების მიღწევისა და მწვერვალების დაპყრობის საშუალებას.
სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცოდი ამ დაფინანსების შესახებ. იმ დღეს გავიგე როდესაც უშუალოდ უნივერსიტეტი დამიკავშირდა. თუმცა, იმის ცოდნა რომ ამ უნივერსიტეტში არსებობდა უფასო სწავლის შესაძლებლობა, უთუოდ მეტ მოტივაციას მომცემდა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ტოპ 501-ში მოხვედრა საკმაოდ საამაყოა ჩემთვის. ამან დამარწმუნა, რომ შრომა აუცილებლად ფასდება და ყოველთვის ვეცდები მომავალში, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური გავაკეთო.
კარგი მოლოდინები მაქვს, პირველივე დღესვე რომ შემოვდგი ფეხი მივხდი, რომ სწორ ადგილას მოვხდი. იშრომეთ თქვენი ოცნებების რეალობად ქცევისთვის, რადგან ჩვენი შესაძლებლობები უსასრულოა!“