♥️♥️♥️♥️
საბუნებისმეტყველო სკოლა საგურამოში
-სკოლა რომელიც ცოცხალია-
01/10/2025
03/09/2025
რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა ✅
საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლის საბავშვო ბაღში, სასკოლო ასაკის აღსაზრდელებთან დამშვიდობების შედეგად გათავისუფლებულ ადგილებზე მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2025-2026 სასწავლო წლისათვის. ვიწვევთ 3 დან-6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ბავშვობა თამაშის, შემოქმედებისა და აღმოჩენების დროა. ჩვენი მიდგომა მთლიანად ბავშვის ბუნებრივი განვითარებისადმი პატივისცემას ემყარება. მშვიდ, კეთილგანყობილ გარემოში ბავშვები სწავლობენ მოძრაობის, ხელგარჯილობისა და ცოცხალი ურთიერთობის მეშვეობით. ჩვენ ბევრს ვთამაშობთ, ვმღერით, ვხატავთ, ვჭრით, ვაწებებთ, ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვუსმენთ ზღაპრებს და , უბრალოდ, საკუთარ თავსა და სამყაროსთან ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ჩვენთან ყოველი დღე ნაცნობი სითბოთი და ზრუნვითაა სავსე, რათა ბავშვმა თავი უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნოს.
ჯგუფში ადგილების რაოდენობა განსაზღვრულია, ამიტომ გვსურს პირადად გაგეცნოთ და გაგესაუბროთ!
გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ნომერზე-
555 402 082
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfaakLU73V0-2qAmSgP73HThzyNpCfHwOlm2TiIBhEaWybesQ/viewform
25/06/2025
ა(ა)იპ " ცისარტყელა"-ს საგურამოს ვაჟა-ფშაველას სახელობის საბუნებისმეტყველო ბაღი, 30 ივნისიდან 25 ივლისის ჩათვლით, გთავაზობთ 3 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის საზაფხულო პროგრამას, რომელიც გათვლილია, როგორც ჩვენი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, ისე სტუმარი ბავშვებისთვის.
საზაფხულო ბაღში პატარებს ელოდებათ ასაკის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით.🌿🍁🌾☘️
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 555402082 ან დაგვიტოვეთ შეკითხვა 📩
აქვე გიზიარებთ ჩვენი საბავშვო ბაღის ფეისბუქ გვერდს. 👇
Saguramo natureschool kindergarten
26/03/2025
ა(ა)იპ „ცისარტყელა“-ს
საგურამოს ვაჟა-ფშაველას სახელობის საბუნებისმეტყველო სკოლაში მიმდინარეობს 2025-2026 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა პირველ კლასში მიღება.
● ჩვენს სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით. სასწავლო პროგრამებში გათვალისწინებულია აგრეთვე, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები;
● სკოლის ბუნებასთან სიახლოვე და აქ არსებული მრავალფეროვანი განმავითარებელი გარემო კლასგარეშე აქტივობის კარგ შესაძლებლობებს იძლევა;
● ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და პრაქტიკულ საქმიანობასთან ინტეგრირებულ სასწავლო პროცესს;
● გახანგრძლივებული სწავლების დროს ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეც;
● ჩვენ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალობას;
● მშობლები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში;
ჩვენს სკოლაში მოსწავლის მისაღებად აუცილებელია განაცხადის ფორმისა და მასთან ერთად ატვირთული კითხვარის შევსება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება ბავშვთან და მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან.
ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე : [email protected]
Fb გვერდზე: საბუნებისმეტყველო სკოლა საგურამოში
საკონტაქტო ნომერი: 555 402 082; 599 923 491
და/ან შეავსეთ განაცხადის ფორმა
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScVZOF5mS7VjRcSAhYveo2LAdSBmCV1Jd0zEYTVtCM4JIRmyA/viewform?pli=1
20/03/2025
საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლის საბავშვო ბაღში, სასკოლო ასაკის აღსაზრდელებთან დამშვიდობების შედეგად გათავისუფლებულ ადგილებზე მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2025-2026 სასწავლო წლისათვის. ვიწვევთ 3 დან-6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ბავშვობა თამაშის, შემოქმედებისა და აღმოჩენების დროა. ჩვენი მიდგომა მთლიანად ბავშვის ბუნებრივი განვითარებისადმი პატივისცემას ემყარება. მშვიდ, კეთილგანყობილ გარემოში ბავშვები სწავლობენ მოძრაობის, ხელგარჯილობისა და ცოცხალი ურთიერთობის მეშვეობით. ჩვენ ბევრს ვთამაშობთ, ვმღერით, ვხატავთ, ვჭრით, ვაწებებთ, ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვუსმენთ ზღაპრებს და , უბრალოდ, საკუთარ თავსა და სამყაროსთან ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ჩვენთან ყოველი დღე ნაცნობი სითბოთი და ზრუნვითაა სავსე, რათა ბავშვმა თავი უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნოს.
ჯგუფში ადგილების რაოდენობა განსაზღვრულია, ამიტომ გვსურს პირადად გაგეცნოთ და გაგესაუბროთ!
გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ნომერზე- 555 402 082
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfaakLU73V0-2qAmSgP73HThzyNpCfHwOlm2TiIBhEaWybesQ/viewform?pli=1
რთველის მიწურულს ,11 ოქტომბერს , საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლას ეწვევა თბილისის ვალდორფის სკოლისა და ზაარბრიუკენის ვალდორფის სკოლის გაერთიანებული ორკესტრი. იმედი გვაქვს , შემოდგომის კიდევ ერთ სასიამოვნო დღეს გავატარებთ ერთად. სიხარულით გელოდებით ყველა მსურველს !🍁🎼❣️
23/04/2024
მშობლების მიერ, მოსწავლეებისთვის, შექმნილი პირველი საკითხავი წიგნი.
(I ნაწილი)
16/04/2024
“მარცვლიდან პურამდე” - თესვის ეპოქა.
ჩვენი მესამე კლასელების ყანა და საგაზაფხულო სამუშაოები ბოსტანში🌱🌿
15/04/2024
ჩვენი ყოჩაღი მეოთხეკლასელები!
ეს დავალება გასულ წელს, სასწავლო წლის დასაწყისში წარადგინეს თავიანთი მშობლების, თანაკლასელებისა და თანასკოლელების წინაშე.
მესამე კლასში ბავშვები სწავლობენ თუ როგორია ადამიანის საცხოვრებელი გარემო, როგორ ვქმნით ტანსაცმელს, ვაშენებთ სახლებს, ვზრდით მცენარეებს, ვამზადებთ საკვებს და რაც მთავარია, როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ბუნებასთან ჰარმონიაში?
სახლის პროექტი ამ სასწავლო გამოცდილების სახალისო დავალებაა!
მე-3 კლასის ბოლოს, ბავშვები მათი მშბლების დახმარებით აშენებდნენ საკუთარ სახლებს.
ჯერ აირჩიეს სასურველი სახლის პროექტი, შემდეგ დაწერეს მოკლე მოხსენება, რომელშიც აღწერდნენ თუ როგორ მოიპოვეს მასალები, რისგან ააშენეს საკუთარი სახლის მოდელი და რა გამოწვევები შეექმნათ მშენებლობის პროცესში. ზოგმა ეს დავალება ბუნებრივი მასალის გამოიყენებით შეასრულა, ზოგმა გადააკეთა გადასაყრელად გამზადებული მასალა. ♻️
თითოეული სახლი გამოირჩევა უნიკალური დეტალებით, ფანჯრებიდან და კარიდან დაწყებული, გადახურვის დიზაინითა და კოხტა პატარა ბაღებით.🎨
საბოლოო ჯამში კი ასეთი კრეატიული, სახასიათო და ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს. ✨🏡
მასწავლებელი: თინათინ შუბლაძე.
08/04/2024
საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლაში მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2024/2025 სასწავლო წლის პირველ კლასში ჩარიცხვის და სკოლაში გადმოსვლის მსურველთათვის.
ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს:
საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლა გაიგეთ მეტი საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლის და მასთან არსებული საბავშვო ბაღის შესახებ
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Telephone
Address
Saguramo
Opening Hours
| Monday | 10:00 - 17:00 |
| Tuesday | 09:00 - 17:00 |
| Wednesday | 09:00 - 17:00 |
| Thursday | 09:00 - 17:00 |
| Friday | 09:00 - 17:00 |