07/12/2022
📢 ძალიან ბევრი შეტყობინება შემოგვდის უფროსი ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით.
ბევრმა პედაგოგმა თუ მშობელმა გვისაყვედურა, მხოლოდ პატარებს რატომ იღებთო 😌
ჩვენ მათ დავპირდით,რომ აუცილებლად დავამატებდით სამუშაო შეხვედრებს უფროსკლასელთათვის.
📢 💥 და აი ისიც:
დეკემბრის თვე ეძღვნება ცნობილი მხატვრების შემოქმედებაში აღბეჭდილ შობის გამოსახულებებს ✨
ძალიან საინტერესო საუბრები , კიდევ უფრო საინტერესო ვიზუალური თვალსაჩინოებებით და რაც მთავარია, პრაქტიკული სამუშაოები,რომელიც შთამბეჭდავი იქნება მოზარდებისათვის🥰
ბავშვებო, დეკემბრის ყოველ შაბათ-კვირას გელოდებით საგურამოში-მყუდრო, სასიამოვნო გარემოში💫💥
გპირდებით, ბუხართან ხელოვნებაზე საუბარი და თქვენივე ხელით საშობაო კომპოზიციების შექმნა , დაუვიწყარ მოგონებად გექცევათ 🌲❤️✨