სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Sagarejo
  • სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა

სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა, Middle School, დავით აღმაშენებლის N58, Sagarejo.

საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა
21/05/2025

საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა

🔹პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

🌐რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.

ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

📑პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

✔️მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

✔️მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

🌐პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: https://skolebi.emis.ge/
🌐პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=1bCSvZsGPTs

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ ბავშვების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც 2025 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, უფლება აქვთ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

06/03/2025

🔹საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.

🗓️საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება.

✅2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

🌐დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://mes.gov.ge/content.php?id=13960&lang=geo&csrt=16624458782316245263

გაიცანით 💖ჩვენი სკოლის💖 მე-9 კლასის მოსწავლე 💖ანანო მამისაშვილი 💖Anano Mamisashvili ,💖 რომელმაც, საგარეჯოს მუნიციპალიტეტ...
01/06/2024

გაიცანით 💖ჩვენი სკოლის💖 მე-9 კლასის მოსწავლე 💖ანანო მამისაშვილი 💖Anano Mamisashvili ,💖 რომელმაც, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადებულ „დედა ენის“ დღესთან დაკავშირებულ კონკურსში „ქართული კალიგრაფია“ I დგილი დაიკავა და შესაბამისი ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა. ვულოცავთ, ანანოს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. მადლობა💖 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია-ს მოსწავლეების წახალისებისთვის და გვერდში დგომისთვის.💖💖💖

რა სასიამოვნოა როდესაც შენი მოსწავლეების წარმატება გესმის ვულოცავ საბას Saba Duchidze  ეტალონი მოსწავლის ტიტულს. 👨‍🎓რეიტ...
21/11/2023

რა სასიამოვნოა როდესაც შენი მოსწავლეების წარმატება გესმის
ვულოცავ საბას Saba Duchidze ეტალონი მოსწავლის ტიტულს. 👨‍🎓რეიტინგულ სიაში რიგით პირველობას👏👏. ასევე ჩვენი სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებიც არანაკლებ აქტიურობით გამოირჩევიან . Giorgi Ivanidze გიორგი ივანიძეს და ნიკა მელაშვილს. Nika Melashvili 💖💖📚📚ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს💖💖👏👏

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა, ხანდახან რთული და დაუფასებელიც, მას მხარდ...
26/10/2023

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა, ხანდახან რთული და დაუფასებელიც, მას მხარდაჭერა სჭირდება.👩‍🏫👨‍🏫
ჭეშმარიტ მასწავლებელს ერთი წიგნით, ერთი კალმით და ერთი ბავშვით მსოფლიოს გადაბრუნება შეუძლია.👩‍🏫📖📚📝 მასწავლებლის გარეშე ჩვენს ეპოქაში ადამიანი არ მოიაზრება. როგორც ეგზიუპერმა თქვა: ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ, ბავშვობა სკოლაში მთავრდება, სკოლა კი მასწავლებლით იწყება. გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო.
,,იის სურნელით დაფერილ წიგნში
შენ დამიკრიფე პირველი ია,
მასწავლებელო, შენ ისე კარგი,
ისე ლამაზი სახელი გქვია".
ასე ლამაზად მოეფერნენ მე-4ბ კლასის მოსწავლეები მასწავლებლებს .💖💖👫💖👫💖👫💖 სიტყვებთან ერთად ტკბილი სიმღერებიც ათბობდა გულს .💖💖✨️✨️👏👏❤️‍🔥❤️‍🔥🪻🪻👫👫👫🪻🪻 თეა ქოქრაშვილი Maia Fanozishvili 👏👏👏

05/12/2022
05/12/2022

Address

დავით აღმაშენებლის N58
Sagarejo

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577214317

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category