#კვირისსაუკეთესომომენტი
გორისის საბავშვო ბაღი
გორისის საბავშვო ბაღი
#წარმატებულიწლისბედნიერიდასასრული
ცოტა სახუმაროოც😁😅❤️🏀⚽️🏐⚽️
👍👍👍
გორისის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ნამდვილ ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს_ვესტუმრეთ კერამიკის სახელოსნოს, სადაც საოცარმა ხელოვანმა ,ბატონმა როლანდმა უდიდესი გულთბილობით და სტუმართმოყვარეობით გვიმასპინძლა და ბავშვებს თიხის გაცოცხლების საოცარი პროცესი აღმოაჩენინა!
ბავშვებმა ყველაფერი მოდელირებით სწავლების პრინციპით გამოსცადეს.ხელოვანმა, მათ ,ჯერ თავად აჩვენა მუშაობის პროცესი .შექმნა მოდელი ,რის შემდეგაც პატარებმა მიღებული მაგალითი პრაქტიკაში გადაიტანეს.ვისაც სურვილი ჰქონდა,დასხდნენ მეთუნის სპეციალურ ჩარხთან და საკუთარი ხელით შეეხნენ თიხას,სადაც თავად სცადეს მისი ფორმირება.
საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში მშობლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ შემოქმედებით პროცესში მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და ჩართულობისთვის@lika kinoiani@ნინო ნადირაძე@Nino gaga. .
უღრმესი მადლობა ბატონ როლანდს იმ სითბოსთვის პროფესიონალიზმისთვის რომლითაც მან გორისის საბავშვო ბაღს უმანპინძლა.მან ბავშვებს სიმბოლურად ულამაზესი დოქები გადასცა._ეს საჩუქარი ჩვენს ბაღში საპატიო ადგილს დაიკავებს და მუდმივად შეგვახსენებს ამ საოცარ დღეს.
უღრმესი მადლობა ჩვენი აღსაზრდელების მშობლებს რამაზი ნოზაძეს და ნანა აბესაძეს ,რადგან მათ სიყვარულით გვიმასპინძლეს საკუთარ ოჯახში.
ამ შემოქმედებითი აქტივობების ფარგლებში ჩვენმა აღსაზრდელებმა განივითარეს შემდეგი უნარები
#წვრილიმოტორიკა #შემოქმედებითიაზროვნება
#სენსორულიუნარი
#ემოციურირეგულაცია
#თემთანურთიერთობა
#კერამიკისსახელოსნო
#ზეიმი
#გორისისსაბავშვობაღი
🐣🐥🐥🐥🐥🐥🐥🐥🐥
🥰
ჩვენს აღსაზრდელებთან ერთად უმნიშვნელოვანესი და საინტერესო ტური მოვაწყვეთ,,პურის საცხობში''
პატარებმა თავად იმოგზაურეს იმ გზაზე რომელსაც ხორბლის მარცვალი ჩვენს სუფრაზე პურად მოხვედრამდე გადის,მათ ზუსტი თანმიმდევრობით ნახეს თითოეული ჯადოსნური ეტაპი.
პირველ ეტაპზე ნახეს ოქროსფერი ხორბლის მარცვლები ,შემდეგ როგორ ათავსებდნენ უზარმაზარ წისქვილში და როგორ იფქვებოდა.მათთვის აღმოჩენა იყო იმის გაცნობიერება,თუ როგორ გარაიქმნა მყარი მარცვალი ნაზ,თეთრ ფქვილად.ამის შემდებ ბავშვებმა პურის საცხობში გადაინაცვლეს,სადაც ისინი ადევნებდნენ თვალს ცომის ზელვის პროცესს,ცომის აფუებას,ფორმის მიცემას და ცხობის პროცესს.
ეს დღე ჩვენი ბაღისთვის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია იმისთვის,რომ ბავშვებს პატივისცემა და სიყვარული გაუჩნდეთ იმ შრომის მიმართ რაც ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის.
დიდი მადლობა მასპინძლებს ასეთი თბილი მიღებისთვის და მშობლებს მუდმივი მხარდაჭერისთვის.
#შემეცნებითიაქტივობა🥖🥖🥖🥐🥐🥐
#კეთებითსწავლება
#გორისისსაბავშვობაღი
დღეს გორისის საჯარო სკოლაში საოცარი ზეიმი იყო_დღე რომელმაც გული განსაკუთრებული სიამაყითა და სითბოთი აგვივსო.დღეს ჩვენ ,ჩვენი ყოფილი აღსაზრდელების მეოთხე კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ვიყავით მიწვეულები.ამ შეხვედრას კიდევ უფრო სიმბოლური და ლამაზი დატვირთვა ჰქონდა_თან წავიყვანეთ ჩვენი ამჟამინდელი ,მომავალი სასკოლოებიც,რომლებმაც უფროსი მეგობრების წარმატება საკუთარი თვალით ნახეს.
თითქოს გუშინ იყო,როცა ამ დიდ გოგო_ბიჭებს ჩვენი ბაღიდან დიდ სამყაროში ხელჩაკიდებულებს ვაცილებდით.უდიდესი ბედნიერებაა მისი ნახვა,რომ წლების წინ ჩაყრილი საფუძველი ასე ლამაზად და წარმატებულად გაგრძელდა.
მადლობა კლასის დამრიგებელს Magda Sivsivadze ამ თბილი მასპინძლობის და მიწვევისთვის
#გზამშვიდობისაჩვენოსაამაყოთაობავ!
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Sachkhere
Opening Hours
| Monday | 09:00 - 17:00 |
| Tuesday | 09:00 - 17:00 |
| Wednesday | 09:00 - 17:00 |
| Thursday | 09:00 - 17:00 |
| Friday | 09:00 - 17:00 |