17/06/2019
📢 ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! 🇬🇧
მიიღებიან მოსწავლეები პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.
👉თითოეულ ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა 4 მოსწავლე იქნება.
❗❗❗ჯგუფები იქმნება როგორც ინგლისურ ენაში ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მოვამზადებ ყველა საგანში კვირაში ხუთი დღე, სასკოლო დავალებების მომზადების გარდა, დამატებითი მასალების გამოყენებით.
მსურველებს საშუალება ექნებათ მოიყვანონ ბავშვები, რომლებიც ემზადებიან სკოლაში წასასვლელად, რათა მომზადებული შეხვდნენ სასკოლო გამოწვევბს 👇
✅Pre-scool, beginner 5-6 წლის ბავშვებისთვის (ვსწავლობთ ანბანს, სიტყვებს, ფრაზებს და სხვა).
👉 დამატებითი სახელმძღვანელოებისა და დავალებების შესრულების გარდა, ყურადღება მიექცევა მოსწავლის წარმატებებს სკოლაში. ვინაიდან არის შემთხვევები, როცა პედაგოგები იწყებენ პროგრამას დონის შესაბამისად და ჩამორჩენის შემთხვევაში, სანამ წამოეწევიან სასკოლო პროგრამას, მოსწავლეებს არ ეტყობათ გაუმჯობესება სკოლაში. ასე რომ მეცადინეობაში შევა სკოლის დავალებების მომზადება.
საყურადღებოა, რომ ჯგუფებში მოხვედრა, მხოლოდ ასაკით არ განისაზღვრება, პირველრიგში შემოწმდება მოსწავლის ცოდნის დონე, რის შემდეგაც მოხდება მოსწავლის კონკრეტულ ჯგუფში ჩასმა.
📌 გაკვეთილებს ჩაატარებს თამუნა მასწავლებელი, კვალიფიციური, მაგისტრის ხარისხის მქონე ინგლისურისა და ქართული ენის სპეციალისტი. 🤗
✅სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების დაცვით, ვიდეო, აუდიო და სხვა დამხმარე, თვალსაჩინო ინოვაციური საშუალებების გამოყენებით 🎵🎧🎞️💻 და რაც ყველაზე მთავარია ის მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას 🎯
📌 გაკვეთილები ჩატარდება, თითოეულ მოსწავლესთან, კვირაში სამჯერ, ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა საათნახევარი ან 2 საათი იქნება.
💰ერთი თვის სწავლის საფასური განისაზღვრება მოსწავლის ასაკისა და დონის მიხედვით.
📌 მისამართი: საჩხერე, სოფელი სავანე. მოსწავლეებს მივიღებ როგორც რაიონში ასევე სახლში სოფელში. ტერიტორიულობის მიხედვით.
მსურველები დამიკავშირდით აგვისტოში, რათა შევარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო და ადგილი.